Home ახალი ამბები მეჭიაური ქუცნაშვილს: “კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდე მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს...

მეჭიაური ქუცნაშვილს: “კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდე მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გიძახიან

859

თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება მანქანის „კაპოტზე“ აღნიშნა.

„ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, “კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი “კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გიძახიანო. ახლა მივდივარ თიანეთში “კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ  თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

1 COMMENT

  1. მთის ხალხს, ასეთი ბილწი საუბარი არ ეკადრება. სამარცხვინოა ასეთი დაპირისპირება, რომელიც დაბალ, საკომუნიკაციო დონეს გვაჩვენებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here