თამაზ მეჭიაური შემხვედრ ნაბიჯზე, ხელახალ არჩევნებზე, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მაჟორიტარის მანდატის დატოვების შემთხვევაში წავა.
“ბიულეტენების დაკარგვის ამბავი მოიკითხოს თავის საარჩევნო კომისიებში. თუ მოიპარეს ან დაიტაცეს, მის სასარგებლოდ მოიპარავდნენ და დაიტაცებდნენ. შეკრეს ყველა უმსგავსობის ბუკეტი, დაწყებული სპეცრაზმიდან, დამთავრებული საოლქო კომისიებში გაყალბებით. ბიულეტენების დაკარგვა არის აბსურდი. იციან, აღარავინ განიხილავს. თიანეთიდან ერთი პოლიტიკოსი ტივტივებდა – ზაქარია ქუცნაშვილი. ახლა ლელა ქიტესაშვილის სახით მეორე პოლიტიკოსის შექმნა უნდათ. ქუცნაშვილმა ჩაყვინთა იმ ჭაობში, რომელშიც იჯდა. თუ უნდათ ხელახალი არჩევნები, ქუცნაშვილმა დატოვოს მაჟორიტარის მანდატი, რომელიც თაღლითობით მოიპოვა და კაცურ სიტყვას ვიძლევი, წავალ შემხვედრ ნაბიჯზე”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თიანეთის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მისი თქმით, 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს, საჩივარი დაწერილი არ არის, მაგრამ სამართლებრივად შესაძლებელია ხელახალი არჩევნების მოთხოვნა.