Home ახალი ამბები მსოფლიო მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დაიწყო “ეკოლოგიური არმაგედონი”

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დაიწყო “ეკოლოგიური არმაგედონი”

ეკოლოგია

გერმანიის, ნიდერლანდისა და დიდი ბრიტანეთის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ მფრინავი მწერების რაოდენობა გერმანიაში სამი მეოთხედით შემცირდა. ამით სერიოზული საფრთხე შეექმნა სიცოცხლეს დედამიწაზე, ასკვნიან მეცნიერები, რადგან ეს არსებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კვების ჯაჭვში და მცენარეთა დატვერიანებაში. მათი კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Plos One.

1989 ენტომოლოგებმა გერმანიის 63 რაიონში შეაგროვეს მწერების 1,5 ათასი ნიმუში. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაჭერილი მწერების საერთო წონა 27 წლის განმავლობაში 76 პროცენტით შემცირდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი მონაცემები შეიძლება განზოგადდეს გერმანიის ყველა რეგიონზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო წარმოება არის განვითარებული.

მკვლევარები არ ასახელებენ მიზეზს, რომლებმაც მწერების რაოდენობის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ყველაზე უფრო სარწმუნო ფაქტორად შეიძლება დასახელდეს ადამიანის მიერ მათი ბინადრობის ბუნებრივი გარემოს განადგურება, პესტიციდების გამოყენება და გლობალური დათბობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here