სასამართლომ ექვს პოლიციელს თავსუფლების აღკვეთა 27 წლით, შვიდი თვითა და ექვსი დღით მიუსაჯა დანაშაულის მიმართ უმოქმედობის გამო, _ იტყობინება მექსიკური პორტალი Excelsior.
სასამართლოს დასკვნით, წესრიგის დამცველებს შეეშინდათ ბანდიტების, რომლებიც სოფელ კრისტო-რეიში შეიჭრნენ 2016 წელს. პოლიციელები დანიშნულების ადგილას ადგილობრივი მცხოვრების სატელეფონო შეტყობინებისთანავე მივიდნენ. იქ დახვდათ დამნაშავეებით სავსე რამდენიმე ავტომანქანა. ბოროტმოქმედები ახალგაზრდა კაცის გატაცებას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციელებმა უკან დაიხიეს შესაძლო შეტაკების შიშით.
ეს მომენტი ვიდეოფირზე ჩაიწერა ერთ-ერთმა თვითმხილველმა და სასამართლოზე მტკიცებულად იყო წარდგენილი. გატაცებული კაცის გვამი ტრასაზე იპოვეს.
ხელმძღვანელობა ბრალდებული პოლიციელების გამართლებას შეეცადა. მათ განაცხადეს, რომ სამართალდამცველთა უკანდახევა სტრატეგიული ჩანაფიქრით იყო ნაკარნახევი, რადგან ბანდიტების რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა სამართალდამცველებისას. სასამართლომ ეს მოსაზრება არ გაითვალისწინა და პოლიციელები უმოქმედებისთვის საკადრისად დაისაჯნენ.