Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე პეტრე განაცხადებს, ასეთი პატრიარქი არ მინდაო, და ათიოდე მღვდელთან ერთად ალტერნატიულ...

მეუფე პეტრე განაცხადებს, ასეთი პატრიარქი არ მინდაო, და ათიოდე მღვდელთან ერთად ალტერნატიულ საპატრიარქოს შექმნის

“პეტრეს მხარეს შეიძლება დადგეს მეუფე დიმიტრი, პატრიარქის ძმისშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს უთანხმოება აქვთ...”

4747
ნიკოლოზ მჟავანაძე

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილ ვითარებაზე 2016 წლის დეკემბერში პირველად ილაპარაკა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც სასულიერო პირებსა და პატრიარქის დაცვის წევრებს შორის უთანხმოებაზე გაამახვილა ყურადღება. მეუფე იაკობმა კი პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსი სოსო ოხანაშვილი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის საწინააღმდეგო კამპანიის აგორებაში დაადანაშაულა და მისიჩამოშორებისპირობაც დადო.

2017 წლის 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ მყოფ პატრიარქთან მიემგზავრებოდა. დეკანოზს ჩხრეკისას ციანიდი უპოვეს. თავდაპირველად ითქვა, რომ დეკანოზს უწმინდესის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, მაგრამ საბოლოოდ, ის პატრიარქის მდივანრეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს.

.. ციანიდის საქმემ ეკლესიის პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა და ახლა საზოგადოების ყურადღება მიმართულია იმისკენ, რომელი კლანი გაიმარჯვებს: მუფეების _ პეტრესა (ცაავა) და დიმიტრის (შიოლაშვილი) თუ პატრიარქთან დაახლოებული ეპისკოპოსების.

ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ ლიბერალურმა ძალებმა საპატრიარქოშიც შეაღწიეს და ცდილობენ ეკლესიის გახლეჩას ან, უკეთეს შემთხვევაში, მათთვის მისაღები პატრიარქის დასმას. გვესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე:

_ ამწუთს დაპირისპირება ნამდვილად არსებობს საპატრიარქოში, ეს ფაქტია და დამალვას აზრი არ აქვს.

სინოდის ყველა წევრი პატრიარქის შერჩეულია, ის, ალბათ, იმ ადამიანებს მიანიჭებდა უპირატესობას, რომლებსაც საპატრიარქოს წინაშე გარკვეული დამსახურება აქვთ და სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არ ყოფილა…

მეუფე პეტრეს ქმედება ზღვარს გადავიდა. ამასთანავე, კიდევ არიან ეპისკოპოსები, რომელთა საქციელიც ეჭვს იწვევს. მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი არასახელმწიფოებრივად იქცევა. მისი განცხადებები ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან გვახსოვს, გვახსოვს ასევე ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტ კალისტრატეს განცხადებებიც. ეს საულიერო პირები მხარს უჭერდნენ წინა პრეზიდენტს და პოლიტიკაშიც აქტიურად ერეოდნენ, ამომრჩეველზეც ზემოქმედებდნენ. მოკლედ, არიან ეპისკოპოსები, რომლებიც სხვა პოზიციებზე დგანან, მაგრამ პატრიარქის გავლენა მათზე მაინც ძალიან დიდია, ისე დიდი, რომ მიტროპოლიტი პეტრეს რადიკალური ფრთა ვერაფერს დააკლებს.

_ არჩევანის წინაშე რომ დადგეს საპატრიარქო, ვინ ვის მხარეზე დადგება? მაგალითად, ვის მხარეს იქნება ზუგდიდის მიტროპოლიტი გერასიმე?

_ დიდი განხეთქილება თუ მოხდა, არავინ იცის, ვინ ვის მხარეს დადგება. პეტრეს მხარეს შეიძლება დადგეს მეუფე დიმიტრი, პატრიარქის ძმისშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს უთანხმოება აქვთ…

ფსევდოლიბერალური ძალების წარმომადგენელი ეკლესიაში ბევრია. მაგალითად, რუსეთთან დალაპარაკებისა და ურთიერთობის მოგვარების მოწინააღმდეგე არიან და ამას არც მალავენ ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი, აგრეთვე, სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია სამღვდელოებაშიც ბევრია ასეთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სინოდის წევრები არ არიან, მრევლზე გავლენა აქვთ. არის ასეთი მღვდელი _ პეტრე კოლხი, რომელიც არაფრით განსხვავდება მეუფე პეტრესგან. რანგით დაბალი სასულიერო პირებიც ბევრ პრობლემას ქმნიან. პეტრემ გააღიზიანა მრევლი თავისი არასრულწლოვანი შვილის პიკანტური ფოტოების სოცქსელში გამოქვეყნებით. ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მერე წერს, _ ნუ ჭორაობთო. არავის აინტერესებს მისი შვილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა მამა პეტრეს გაიძახის, თანაც არ არის მღვდლისა და მამისგან ასეთი საქციელი ლამაზი. მაინტერესებს, რატომ არ განკვეთენ პეტრე კოლხს ეკლესიიდან. სამაგიეროდ, ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინათ ეკლესიიდან განკვეთეს ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც ბევრი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული.

_ გინდათ თქვათ, რომ ოდიოზურ სამღვდელო პირებს ეკლესიაში მფარველები ჰყავთ?

_ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მოახერხა ის, რომ ქვედა რგოლებში შესულიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც “ფილტრაცია” არ განუცდიათ, ანუ სამღვდელოებაში თანამდებობებზე ისე ინიშნებოდნენ, რომ არავინ ამოწმებდა მათ სახელმწიფოებრივ აზროვნებას.

ოხანაშვილი არაფორმალური მმართველი იყო პატრიარქის არყოფნისას, ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძე გახდა.

ვიცი, დაგეგმილია, რომ საქართველოშიც ისე მოხდეს, როგორც საბერძნეთში _ სურთ, ქვეყანას რამდენიმე პატრიარქი ჰყავდეს და ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ეპისკოპოსებზე არ იქნება დამოკიდებული, შესაძლოა, დაჯდეს ასამდე სასულიერო პირი და მათაც მიეცეთ ხმის უფლება… აი მაშინ კი დავიღუპებით. ჩვენ ვიცით, რომ საპატრიარქოზე ამბობენ, რუსეთის გავლენის ქვეშ არისო… სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ ოხანაშვილსა და მის მომხრეებს ისეთი სასულიერო პირები, როგორიც პეტრე კოლხია და, რომელიც საჭირო მომენტში მხარს დაუჭერს საპატრიარქოს დაშლას… ასე რომ, მხოლოდ ეპისკოპოსები არ არიან სახიფათონი, ამ წვრილ-წვრილი მღვდლების იმედი აქვთ ამერიკელებს.

ახლა ნელ-ნელა ალაპარაკდა ხალხი ოხანაშვილის ავ საქმეებზე, მაგრამ მაინც ეშინიათ, რადგან ის დაპატიმრებული არ არის, ეკლესიაში კი მისი მხარდამჭერი, მისი მიყვანილი ადამიანი ბევრია. ყველა ფიქრობს: რომ დაბრუნდეს, დავიღუპებითო…

არადა, პატრიარქი რომ არა, ახლა რუსეთს უკვე აღიარებული ექნებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ეპარქიების დამოუკიდებლობა და თავის შემადგენლობაში გადაიყვანდა, რომ არა ილია მეორე და მისი გაწონასწორებული ურთიერთობა რუსეთთან, 2008 წლის ომის დროს ქუჩაში დაყრილი მკვდარი ჯარისკაცების ცხედრებს ვერ გამოვიტანდით, ვერ დაბრუნდებოდა პერევი…

_ ვისი კლანის წევრია მეუფე იაკობი? მასზეც ბევრს საუბრობენ

_ თუ ქექვას დავიწყებთ ადამიანების წარსულში, თვით წმინდანების ცხოვრებაშიც ვიპოვით ხარვეზებს. ქრისტიანული ცხოვრების დაწყებამდე სუფთა წარსული ბევრს არ ჰქონდა…

მეუფე იაკობზე ამბობენ, გვარდიაში იყოო თუ რაღაც ამდაგვარს, თუმცა არავინ ადასტურებს. როდესაც ყაზბეგში მოღვაწეობდა, მოსახლეობა კმაყოფილი იყო. იაკობი პირველი დაუპირისპირდა სააკაშვილს. 2012 წელს მან ამბიონიდან იქდაგა და მიშას რეჟიმი ამხილა, თანაც დასძინა, რომ სიცოცხლის ფასადაც არ დაიხევდა უკან… მოკლედ, ის, ვის წინააღმდეგაც “ნაცონალური მოძრაობის” წევრები გამოდიან, ჩათვალეთ, რომ პატრიარქის ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. მეუფე იაკობი ყოველთვის უპირისპირდებოდა ქვეყანაში მოქმედ ფაშისტურ ორგანიზაციებს და მათ სატელიტებს.

_ სად არის მეუფე იობი?

_ მეუფე იობი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ქვეყნის ერთგული პიროვნებაა, მაგრამ ახლა ჩამოცილებულია საპატარიარქოში მიმდინარე პროცესებს, ჩუმად არის… აქტიურობა არც შეეფერება მიტროპოლიტს და ამ წუთში მას სწორი პოზიცია უკავია, ამ პოზიციაზე იქნება სულ.

_ არ ჩანს დმანისისა და აგარაკტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი

_ ასე ყველას რომ მივყვეთ, არ გამოვა. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამჟამად საპატრიარქოს წინააღმდეგ მეუფე პეტრე და მეუფე დიმიტრი მოქმედებენ წვრილწვრილ მღვდლებთან ერთად.

_ ერთ დღეს აუცილებლად დადგება ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი, ასეთ შემთხვევაში, რომელი ფრთა იტყვის გადამწყვეტ სიტყვას: ლიბერალური თუ, როგორც თქვენ უწოდებთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე?

_ სინოდის 47 წევრიდან, შესაძლოა, რამდენიმე მოსაწონი იყოს, რამდენიმე _ არა… მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლიბერალურ ფრთას გადამწყვეტი ხმა არ ექნება. შესაძლოა, პეტრეს მხარე დაიჭიროს მეუფეებმა: გრიგოლმა, კალისტრატემ, დიმიტრიმ, ანდრიამ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აქტიურობდა და ნეოლიბერალთა მხარეს იხრებოდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე გადამწყვეტ მომენტში არ დადგება პეტრეს გვერდითვფიქრობ, გარე ძალები ეკლესიას შიგნიდან ეპისკოპოსების ხელით ვერ გატეხენ. პატრიარქი ბრძენი ადამიანია, ის არ შეიყვანდა სინოდში გამყიდველებს. ეპისკოპოსობას რომ მიაღწიო, ძალიან დაბალი იერარქიიდან უნდა დაიწყო და ყველა ეტაპი ღირსეულად უნდა გაიარო. სინოდის წევრების უმრავლესობა ღირსეულია. ასე რომ, თუ ეკლესიის შიგნიდან გატეხვა და გახლეჩვა უნდათ, შესაძლოა, ეს მღვდლების ხელით გააკეთონ _ მათ ააბუნტებენ და თითოოროლა ეპისკოპოსი, მაგალითად, პეტრე, განაცხადებს, _ ასეთი პატრიარქი არ მინდა, ცალკე ეპარქიას ვითხოვო, და ას სასულიერო პირთან ერთად ალტერნატიულ საპატრიარქოს შექმნის.

_ პეტრე ცაავა მრევლს არ უყვარს, ამ საქმეში კი მას მხარდაჭერა დასჭირდებავინ დადგება მის გვერდით?

_ ასე ვერ ვიტყვით. მას მხარდამჭერები ჰყავს და, თუ დასჭირდა, ლიბერალური ძალები მის მხარეს იქნებიან.

ოპერაცია “ციანიდი” არ დასრულებულა, პატრიარქის მკვლელობის მცდელობა ჯერ არ დასრულებულა, ცდილობენ, მას გული გაუხეთქონ, ხომ ხედავთ, რას არ აბრალებენ? ოხანაშვილის დავალებით დაიწყო ტარას შავშიშვილმა პატრიარქზე საუბარი… მიზანმიმართული კამპანიაა უწმინდესის გულის გასახეთქად და, თუ მოკვდება, აიყვანენ ტახტზე მას, ვინც სურთ, მაგრამ თუ არ მოკვდა, გადავლენ გეგმა “ბ”-ზე, ოღონდ ეს გეგმა რა იქნება, ჯერ არ ვიცით… ასე რომ, “ციანიდი” არ დასრულებულა.

ტარას შავშიშვილი არის კაცი, რომელსაც 53-ე სკოლის დირექტორობისას სურდა, 15 წლის ბავშვები ჩაესვა ციხეში. ეს ამბავი რომ შეიტყო უწმინდესმა, პირადად დაურეკა ზურაბ ადეიშვილს და ბავშვების განთავისუფლება სთხოვა…

_ რეალურია საპატრიარქოს დაშლის საფრთხე?

_ ჯერ ეს არ მოხდება, მაგრამ საპატრიარქოს დაშლის საკითხი დღის წესრიგში დგას. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა განაცხადა, _ ეკლესიასა და საპატრიარქოს ამხელა ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდესო. ასეთ განცხადებებს რომელი ქვეყნის საელჩო აკეთებს, კარგად იცით… ყველაფერი კი მათი გეგმის მიხედვით მიდის _ სოროსის ფონდი და მასთან დაახლოებული ორგანიზაციები ეკლესიას ებრძვიან, ცდილობენ ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას, მაგრამ პატრიარქი ამას არ დაუშვებს.

საუბრობენ, ილია მეორე ბოლო პატრიარქიაო, ზოგი გულისხმობს მეორედ მოსვლას, მაგრამ ზოგი _ საპატრიარქოს დაშლას.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. საპატრიაქო არ დაიშლება მას ყავს უწმინდესი და უნეტარესი ერისა და ბერის უსაყყვარლესი წინამზღვარი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მაყვალა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here