Home ახალი ამბები მეუფე დიმიტრი ოხანაშვილზე: მისი სიძეობა თავსატეხად მექცა, ის არის დამოუკიდებელი, თვითნება,...

მეუფე დიმიტრი ოხანაშვილზე: მისი სიძეობა თავსატეხად მექცა, ის არის დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია ადამიანი

873

მეუფე დიმიტრიმ განცხადებით, სოსო ოხანაშვილი  ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია ადამიანია. 

ამის შესახებ მეუფემ   ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

„ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროებას, მეუფეს თქმით, ოხანაშვილი აღნიშნულთან კავშირს უარყოფს.

„მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ, ვინც სასამართლოზე იყოო.

მართალი გითხრათ, მეც გაოცებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალება, მჩხიბავობა და ციანიდის საკითხი – ვერ ვაკავშირებ“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here