Home ახალი ამბები „მეტროს სკანდალში“ გახვეული კომპანია „ყვარელმშენი“, სააკაშვილის ვენახები და სარფიანი გარიგება

„მეტროს სკანდალში“ გახვეული კომპანია „ყვარელმშენი“, სააკაშვილის ვენახები და სარფიანი გარიგება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი სამშენებლო კომპანია „ყვარელმშენის“ დამფუძნებლის თამაზ ჯოხარაძის კავშირზე მიხეილ სააკაშვილთან, საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

მასალას უცვლელად გთავაზობთ.

„სანამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობა “ნაცმოძრაობიდან” მეტროს სკანდალში გახვეული კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებდა და “ყვარელრემმშენის” ხელმძღვანელის მეზობლობას აბრალებდა, აღმოჩნდა,რომ სულაც არ იყო საქმე ისე, როგორც მათ “ეგონათ”…
ყვარელემშენის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე “ნაცმოძრაობის” ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან ყიდვა-გაყიდვით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაკავშირებული, როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და ყვარელში ვენახებს იერთდებდა.
2011 წლის 16 სექტემბერს რადიო “თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “პრეზიდენტი ვენახში”ვკითხულობთ:
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ საფერავში მიხეილ სააკაშვილმა 33 ათასი ლარი გადაიხადა. იქვე აიშენა სახლი მარნით და ვენახის შეძენიდან სამი თვის თავზე წარჩინებულ აბიტურიენტებს წალამზე შემწვარი მწვადითაც გაუმასპინძლდა.
ყვარელში, დურუჯის მახლობლად, ლამიანში გაშენებული თამაზ ჯოხარიძის ნახევარი ჰექტარი საფერავი თხას ნამდვილად არ შეუჭამია. ვენახის ყოფილი მეპატრონის რძალმა ნელი ჯოხარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარიგება სამი თვის წინ შედგა: „ვალების გამო ჩემ მაზლს უნდოდა ვენახის გაყიდვა. ასე რომ, დაძალება არ ყოფილა. ეგ კი არა, ბევრ ჩვენ მეზობელსაც უნდა გაყიდვა. ამბობენ, ნეტა, ჩვენიც შეიძინოსო. ისე, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ყვარელი მოსწონს…“
შპს “ყვარელრემმშენი” ყვარლის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. მისი დამფუძნებლები იყვნენ თამაზი ჯოხარიძე, საწესდებო კაპიტალში 1200 ლარი შენატანით, და ოთარი ქანდაურიშვილი, საწესდებო კაპიტალში 800 ლარის შენატანით. შპს-ს იურიდიულ მისამართად დაარსებიდან დღემდე მითითებულია ყვარელში თამაზი ჯოხარიძის საცხოვრებელი სახლი.

 

საჯარო რეესტრის მიერ 2010 წლის 13 აპრილს გაცემული ამონაწერიდან ირკვევა, რომ ორივე პარტნიორის ქონება სრულადაა დატვირთული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით.თუმცა, საინტერესოა ერთი დეტალი. სააკაშვილისთვის ვენახის არც თუ ისე სარფიანად მიყიდვის შემდეგ, თამაზ ჯოხარაიძის ბიზნესის საქმე აშკარად წინ წავიდა და მისი კომპანია აგვისტოში უკონკურენტო ტენდერში ღირებულებით 296 000 ლარი ცნეს გამარჯვებულად შეთავაზებული ფასით 289 177 ლარად.
ვენახების გამყიდველი და კომპანიის დამფუძნებელი თამაზ ჯოხარიძე ერთი და იგივე პირი რომ არის, შემდეგი დოკუმენეტებით დასტურდება:

საჯარო რეესტრში ჯოხარიძის მიერ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის (ფართით 57კვ.მ) საკუთრებად დარეგისტრირებიდან 5 საათში ნაკვეთის მესაკუთრე ხდება სააკაშვილი.
2014 წლის 7 აპრილს ორივე დაფუძნებელმა სრულად დათმო წილი გიორგი ჯოხარიძის სასარგებლოდ და ის ხდება შპს “ყვარელრემმშენის” მფლობელი და წილის 100%-იანი მმართველი. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის შპს-ს ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია და მისი ქონება არ იყო დაყადაღებული ან იპოთეკით დატვირთული. სწორედ გიორგი ჯოხარიძე დაიბარეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო.
ვარკეთილის მეტროს სკანდალში გახვეული კომპანიის სატენდერო ისტორია კი ასე გამოიყურება:
შპს “ყვარელრემმშენი” – ტენდერები
(თარიღის შემდეგ დასახელებულია დამკვეთი და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ტენდერში შპს “ყვარელრემშენის” გამარჯვების შემთხვევაში კი მი მიერ შეთავაზებული ფასი)
21.03.2011 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 64200ლ- 5 მონაწილე, წაგება
23.05.2011 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 68100ლ – ერთადერთი მონაწილე – 68100ლ
29.08.2011 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 296300ლ – ერთადერთი მონაწილე – 289177ლ
05.05.2013 – 148000ლ – 7 მონაწილე – დამარცხდა
26.04.2013 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (სამუშაოები ყვარელში) – 345046ლ – 8 მონაწილე – დამარცხდა
04.07.2013 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 68450ლ – 6 მონაწილე – დამარცხდა
02.10.2013 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 88770ლ – 3 მონაწილე – დამარცხდა
17.04.2014 – ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი – 11100ლ – ერთადერთი მონაწილე – 11000ლ
17.06.2014 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (სამუშაოები ყვარელში) – 290618ლ – 3 მონაწილე – დამარცხდა
02..09.2014 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 10283ლ – ერთადერთი მონაწილე – 9953ლ
09.09.2014 – 8084ლ – 3 მონაწილე – გაიმარჯვა – 4899ლ
21.10.2014 – საქართველოს შსს – 18450ლ -2 მონაწილე _(გამარჯვებულს მისცეს დისკვალიფიკაცია, 09.12.2014წელს “ყვარელრემმშენს” თხოვეს დაზუსტებული დოკუმენტაციის წარდგენა, შემდეგ – 19.12.2014 წელს,შეწყვიტეს ტენდერი იმ მოტივით, რომ 2014 წელს ტენდერის განსაზღვრული სამუშაოების ჩატარება ვერ მოესწრებოდა)
15.11.2014 – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სამუშაოების ნაწილი ყვარელში) – 16373ლ – 3 მონაწილე – გაიმარჯვა – 11800ლ
15.11.2014 -საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სამუშაოები ყვარელში) – 29 762ლ – 6 მონაწილე – გაიმარჯვა – 20000ლ
03.02.2015 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 275000 ლ – 9 მონაწილე- გაიმარჯვა-170000ლ
11.02.2015 – ყვარლის მონიციპალიტეტი – 273165ლ – 3 მონაწილე – დამარცხდა
11.03.2015 – შილდის N1 საჯარო სკოლა – 142264ლ – 3 მონაწილე – დამარცხდა
17.03.2015 – ს.ჩანტლისყურის საჯარო სკოლა – 28731ლ- გაიმარჯვა (სხვა ორის დისკვალიფიკაციის შემდეგ) – 26000ლ
29.05.2015 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (სამუშაოები ყვარელში) – 130571ლ – ერთადერთი მონაწილე – 119271ლ
02.06.2015 – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 112904ლ – 4 მონაწილე – დამარცხდა
06.07.2015 – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სამუშაოები ყვარელში) – 2 მონაწილე – გაიმარჯვა – 17394ლ
20.08.2015 – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სამუშაოები ყვარელში) -56000ლ – ერთადერთი მონაწილე – 53800ლ – დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო
21.09.2016 – თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 559659ლ – 2 მონაწილე – დამარცხდა
28.09.2016 – თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 396600ლ – ერთადერთი მონაწილე – 347852ლ
30.09.2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 112000ლ – 9 მონაწილე – დამარცხდა
10.10.2016 – ყვარლის მუნიციპალიტეტი – 42128ლ – 6 მონაწილე – დამარცხდა
03.05.2017 – საქართველოს მონიციპალური განვითარების ფონდი – 144727ლ – 5 მონაწილე – დამარცხდა
16.06.2017 – თბილისის სატრანსპორტო კომპანია – 604072ლ – 4 მონაწილე – დამარცხდა
24.07.2017 – თბილისის N160 საჯარო სკოლა – 79000ლ – 3 მონაწილე – გაიმარჯვა (გამარჯვებულის დისკვალიფიკაციის შემდეგ) – 70000ლ
03.08.2017 – ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა – 173187ლ – 11 მონაწილე – დამარცხდა
21.08.2017 – შპს ” თბილსერვის ჯგუფი” – 230000ლ – 3 მონაწილე – დამარცხდა
01.09.2017 – იუსტიციის სახლი – 328500ლ – 4 მონაწილე დამარცხდა
24.08.2017 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 3 მონაწილე – დამარცხდა
04.09.2017 – საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრი – 193 980ლ – 3 მონაწილე – დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. იგივე მიზეზით დანარჩენი ორის დისკვალიფიკაციაც მოხდა.
31.08.2017 – საქართველოს ეროვნული ბანკი – 136000ლ – 2 მონაწილე – გაიმარჯვა ფასით (118790ლ), მაგრამ ტენდერის პირობების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგებლობის გამო დისკვალიფიცირებული იქნა.
04.09/2017 – სოციალური მომსახურების სააგენტო – 195000ლ – 3 მონაწილე – დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. იგივე მიზეზით დანარჩენი ორის დისკვალიფიკაციაც მოხდა.
08.09.2017 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 88000ლ – ერთადერთი მონაწილე – დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
08.09.2017 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – 185644ლ – 24 მონაწილე – დამარცხდა
12.09.2017 – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 111992ლ – 4 მონაწილე – დამარცხდა
12.09.2017 – საქართველოს მთავარი პროკურატურა – 249000ლ – 4 მონაწილე – გაიმარჯვა ფასით (231529ლ), მაგრამ ტენდერის პირობების შესაბამისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირებული იქნა
25.09.2017 – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 95143ლ – 2 მონაწილე – გაიმარჯვა ფასით (89541ლ), მაგრამ ტენდერის პირობების შესაბამისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირებული იქნა
26.09.2017 – სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი – 196470ლ – 9 მონაწილე – დამარცხდა
04.10.2017 – საქართველოს შსს – 174780ლ – 2 მონაწილე – გაიმარჯვა – 158430ლ
09.10.2017 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 148000ლ – 11 მონაწილე – დამარცხდა
13.10.2017 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – 144595ლ – 8 მონაწილე – დამარცხდა
17.10.2017 – კურორტი ახტალა – 21230ლ – 4 მონაწილე – დამარცხდა
06.11.2017 – სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერპ პრაქტიკული ცენტრი” – 222500ლ – 6 მონაწილე – დამარცხდა
06.11.2017 – სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერპ პრაქტიკული ცენტრი” -266170ლ – 6 მონაწილე – გაიმარჯვა – 212937ლ“,-წერია „აიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მოამზადა: რაულ კაპანაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here