Home ახალი ამბები მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებებზეც დაიწყონ გამოცხადებები

მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებებზეც დაიწყონ გამოცხადებები

2654
მეტროპოლიტენის მსგავსად ხმოვანი შეტყობინებების სისტემა შესაძლოა ავტობუსის გაჩერებებზეც დამონტაჟდეს. ამის თაობაზე  მედიასთან საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ გააკეთა განცხადება.

ჯახველაძის თქმით, თბილისის მასშტაბით კვარტალური რუკებიც დაიდგმება, რაც სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს ორიენტაციისთვის დაეხმარება.

„გაჩერებების სახელდება გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან, ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია“, – განაცხადა ჯახველაძემ.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here