მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის ჩამოწოლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.
ერთ-ერთი დაზარალებული საუბრობს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა.
„სამსახურში მივდიოდი, ზუსტად 10 : 30 საათი იყო. პირველ ვაგონთან ვიდექი და ჭერი ტალღასავით ჩამოწვა, თაბაშირ-მუყაო თავზე დამეცა და მუხლებით იატაკზე წავიქეცი, ვაგონში შესვლა ვერ მოვასწარი. სასწრაფო ძალიან გვიან მოვიდა“,-აცხადებს მარიამ გურგულაძე.
მარიამ გურგულაძემ მის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ადგილზე თბილისის მერი კახი კალაძე იმყოფება, მისი განცხადებით მოკვლევა დღესვე დაიწყება და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯებიან.