მეტროსადგურმა “ვარკეთილი” მუშაობა აღადგინა. სადგურმა მუშაობა, ჩვეულებრივ 06:00 საათზე განაახლა.
თუმცა,მეტროსადგურში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მეტროში მგზავრების სიმცირე შეინიშნება, მათი განცხადებით, რომ არა სამსახური და ვალდებულება მეტროთი უახლესი დღეების განმავლობაში არც გადაადგილდებოდნენ.
რეაბილიტირებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” გუშინ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.