Home ახალი ამბები საქართველო მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია! მეტროსადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია! მეტროსადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია, ტერიტორია საპატრულო ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცავები იქ არავის უშვებენ. მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო მეტროდან მგზავრების გამოყვანა მოხდა.


ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეტროსადგურში დაკვამლიანება აღარაა, ვინაიდან ადგილზე მეხანძრეებმა იმუშავეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ესკალატორის სამართავ პულტის კაბელს გაუჩნდა. მეტროსადგურ „წერეთლის“ ტერიტორიაზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან.

„10:00 საათისთვის მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების კაბელებში მცირე დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მათი მიღება შევწყვიტეთ. „მეტროში ჩასული მგზავრების ამოყვანის საჭიროება არ ყოფილა და მათ შეფერხების გარეშე გააგრძელეს მგზავრობა. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მატარებლის მოძრაობის მხრივ ხარვეზი არ ყოფილა. მატარებლები „წერეთლის“ მეტროსადგურზე გაჩერების გარეშე მოძრაობენ“. – განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here