Home სხვადასხვა დაიჯესტი მეზობლების მაგალითი _ ორიენტირი საქართველოსთვის

მეზობლების მაგალითი _ ორიენტირი საქართველოსთვის

936
მეზობლების მაგალითი _ ორიენტირი საქართველოსთვის

პუტინს ბაქო და ერევანი ყარაბაღის კონფლიქტის ორივე მხარისთვის მისაღები გზით მოგვარებისკენ მიჰყავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, “მხარეებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების გააქტიურების მნიშვნელობაზე”. მოსკოვმაგამოთქვა ხელშეწყობისთვის მზადყოფნა საკითხის მოგვარებაში”, ალიევმაგააცნო მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან 29 მარტს ვენაში გამართული შეხვედრის შეფასებები”.

ადრე ანალოგიური სატელეფონო საუბარი გაიმართა პუტინსა და ფაშინიანს შორის. საუბრების დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ ალიევისა და ფაშინიანის ვენაში შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბრების გააქტიურება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე სამკუთხედის ფარგლებში _ მოსკოვი-ბაქო-ერევანი _ შემთხვევით მოვლენად არ აღიქმება. ის თვალში საცემია იმიტომაც, რომ, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებისგან (აშშ და საფრანგეთი) განსხვავებით, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, აქტიურად, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზების ძიებით. ეს აჩენს აზრს, რომ კონფლიქტის რეგულირების პროცესი ახალ ფაზაში შედის მოსკოვის აქტიური მონაწილეობით, თუმცა მისი კონტურები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. ჯერჯერობით აშკარაა შემდეგი:

პუტინის უშუალო მონაწილეობით შეჩერდა ესკალაცია მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილის დასაწყისში. დუშანბეში პუტინი გამოვიდა შუამავლის როლში ფრონტის ხაზზე დაძაბულობის შემცირების შესახებ სიტყვიერი მოლაპარაკებებისას ალიევსა და ფაშინიანს შორის.

დღეს, როგორც ჩანს, ბაქო და ერევანი მივიდნენ დასკვნამდე, რომ შუამავლის რანგში სწორედ რუსეთს აქვს საკმარისი პოლიტიკური ნება და შესაძლებლობები, შეცვალოს სტატუს კვო და განახორციელოს სამშვიდობო ინიციატივები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სამკუთხედში _ მოსკოვი-ბაქო-ერევანი _ ჩნდება მშვიდობის დამყარების “საგზაო რუკა”, რომელიც საუკეთესოდ გასცემს პასუხს კონფლიქტის ორივე მხარის ინტერესებს რეგიონში. ისე, რომ, როგორც პუტინმა განაცხადა, “არ იყოს არც გამარჯვებული და არც დამარცხებული”.

ვებგვერდ Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

2 COMMENTS

  1. ჩვენ ვართ ყველასგან მივიწყებული, იქ კი ვიღაც მაინც ცდილობს რაღაცის გაკეთებას, მინსკის ფორმატის აქტიური მონაწილე მაინც რუსეთია, სხვა კი საკუთარი პრობლეებით არის დაკავებული !ჩვენი საფიქრალი კი სამშვიდობო ოპერაციებში არ შევრცხვეთ და ყველაზე მეტი თვირთი რომ ვიკისროთ ის ყოფილა !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here