აშშ-ში გრიპის ვირუსის შედეგად დაღუპულ ბავშვთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ABC News-ი იუწება.
ცენტრის ხელმძღვანელის ენ შუჩატის განცხადებით, წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2014/2015 წლების მაჩვენებელზე მაღალია.
გრიპის ვირუსმა 39 შტატი მოიცვა.