Home სხვადასხვა დაიჯესტი მედვედევმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის გეგმა

მედვედევმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის გეგმა

585
მედვედევმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის გეგმა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ბელარუს კოლეგა სერგეი რუმასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების სამოქმედო პროგრამა.

მედვედევის თქმით, სამოქმედო პროგრამასა და “საგზაო რუკების” ჩამონათვალზე ორი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროები, ცენტრალური ბანკები და სამთავრობო სტრუქტურები მუშაობდნენ.

“ამის შემდეგ დაიწყება მზადება ამ “საგზაო რუკების” დასამუშავებლად, რათა საბოლოოდ, როგორც მოლაპარაკებული იყო, დეკემბრის დასაწყისში, შეთანხმების 20 წლისთავზე, მივიდეთ პრეზიდენტებთან წინადადებებით, რათა საბოლოოდ მოვილაპარაკოთ, როგორ ვიმოძრაოთ საინტეგრაციო გზაზე”, _ განაცხადა მედვედევმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here