Home რუბრიკები ისტორია მეგობრობა გზად და ხიდად

მეგობრობა გზად და ხიდად

ვიქტორ გოლცევი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მეგობრობა საუკუნოა

1624
ტიციან ტაბიძე

ვიქტორ ვიქტორის ძე გოლცევი ქართველი მწერლების დიდი მეგობარი იყო. იგი გახლდათ ჟურნალდრუჟბა ნაროდოვისრედაქტორი; როგორც რედაქტორსა და კრიტიკოსს, მას დიდი წვლილი მიუძღვის რუს მკითხველთა შორის ქართული ლიტერატურის პროპაგანდის საქმეში. იგი შესანიშნავად იცნობდა საქართველოს ისტორიას, ეროვნულ ტრადიციებს, წესჩვეულებებს, ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, შექმნა წიგნინარკვევი სვანეთში მოგზაურობის შესახებ.12

ავტორია რამდენიმე წიგნისა და 50-ზე მეტი სტატიისა ქართული ლიტერატურის შესახებ; საგანგებო ნაშრომები მიუძღვნა შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟაფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძისშემოქმედებას. ამ უკანასკნელთან ვიქტორ გოლცევს დიდი მეგობრობაც აკავშირებდა. ისინი ერთად მუშაობდნენ ქართული პოეზიის ანთოლოგიის (რუსულ ენაზე) შედგენაზე. გოლცევი 1936 წელს მოსკოვში გამოცემული . ტაბიძისრჩეულისრედაქტორიც გახლდათ. გთავაზობთ ამონარიდებს მათი მიმოწერიდან, როგორც ნიმუშს საუცხოო მეგობრობისა და თანამშრომლობისა.

* “ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მეგობრობა საუკუნოა ანუ, სანამ პირში სული გვიდგას, ურღვევი და მტკიცე იქნება.

როგორც ადრე შეგატყობინეთ, ა. ფადეევი თქვენი შემოქმედებითი საღამოს მოწყობის მომხრეა…

მაშასადამე, შევთანხმდებით თებერვლის მეორე ნახევარში თქვენი საღამოს მოწყობის თაობაზე…” (ვიქტორ გოლცევი);

* “…ტფილისში მუდამ ჩემთვის სასიხარულო თქვენი წერილი დამხვდარა შესანიშნავია, მოსკოვში ქართული პოეზიის ასეთი დიდი საღამო რომ იმართება, პროგრამა გადმომცეს და მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშაც, დიდად, დიდად მოხარული ვარ, რომ გახსოვართ. უღრმესი მადლობა ასეთი მეგობრობისთვისანთოლოგია თითქოს ყველას აინტერესებს, მეტისმეტად დაკავებულ და საქმიან უწყებებსაც, მაგრამ საქმით კი არაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში აქნობამდე” (ტიციანი);

* “ძვირფასო ტიციან!

ძალზე მესიამოვნა ჩემი საყვარელი თბილისიდან თქვენი და ნინო ალექსანდრეს ასულის ხმის გაგონება, იმწუთას ბორის ალექსანდრეს ძეს დავურეკე, კვლავ გაგიხსენეთ თქვენ. ვილაპარაკეთ ქართულ პოეზიაზე. ჩვენს მუშაობასა და მეგობრობაზე.

გუშინ კი პავლე ანტოკოლსკიმ ქ. გორკიდან ჩამოსვლისთანავე ჩვენთან შემოიარა და თქვენი “სამშობლოს” თარგმანი წაგვიკითხა, რომელიც, ჩემი და იულიას აზრით, ძალზე კარგადაა შესრულებული.

როგორც ადრე ტელეფონით შეგატყობინეთ, სერგეი სპასკი ამთავრებს მუშაობას თქვენს “ამუნდსენზე” და რამდენიმე ლირიკულ ლექსზე. ვფიქრობ, არც ის გაგვიცრუებს იმედებს.

მაგრამ, ძვირფასო ტიციან, სასწრაფოდ გამოაგზავნეთ თარიღები და ავტობიოგრაფია, თუ გინდათ, რომ წიგნში მოვათავსოთ”;

* “ეს წუთია, მივიღე თქვენი წერილი და მინდა, სასწრაფოდ გიპასუხოთ. ავტობიოგრაფია ცოტა გვიანდება, მაგრამ ამ დღეებში უთუოდ გამოგიგზავნით. ვაჟაფშაველას წიგნი თუ გამოვიდა? თუქართველ ლირიკოსებზერაიმე დაიწერა ან დაიბეჭდა გაზეთებში, რომლებიც თბილისამდე ვერ აღწევს, ძალიან გთხოვთ, გამომიგზავნოთ”;

* “ძვირფასო ტიციან!

თქვენ იცით, როგორ გვიყვარხართ და გაფასებთ. შინ გლანძღავთ მასალების დაგვიანებისათვის, მაგრამ გამომცემლობებში, რასაკვირველია, თქვენს საქმეებზე ვხლაფორთობ. საწარმოო სექტორს ვემუდარე, შემდეგ… შევუთანხმდი წიგნში დამატებით თქვენი ავტობიოგრაფიის შეტანის შესახებ, რომელსაც წინასწარ გადავამუშავებ. როგორც იქნა, თქვენი ავტობიოგრაფიის წიგნის ბოლოს მოთავსების ნება დამრთეს _ შემცირების, ციტატების და ზედმეტი დეტალების ამოღების ხარჯზე. ახლა რედაქტორის ხელში უნდა გაიაროს. ყველაფერი ეს იანვარში უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა.

ტირაჟი ჯერჯერობით ისევ 5 ათასია, მაგრამ ამაზეც მოვილაპარაკებ…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here