დაკავებამდე ინტერპოლის მიერ ძებნილმა თავდაცვისა და შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ სამეგრელოში აღმოჩენილი საწამებელი ობიექტების შესახებ “აფხაზეთის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
“სამეგრელოში სამალავები კი არა, არსებობდა საიდუმლო ობიექტები და თავდაცვითი ზღუდეები, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო რუსული აგრესიის შეკავება და მასთან გამკლავება. ეს ობიექტები არ წარმოადგენდა საკუთრებას. ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენებოდა. სამეგრელოში არსებობდა ძალზე ეფექტური სამართალდამცველების დანაყოფი, რომელიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ შეძლეს იდეალური წესრიგის დამყარება არა მხოლოდ სამეგრელო ზემო სხვანეთის ტერიტორიაზე, არამედ, ოკუპირებული გალის და მისი სოფლების ტერიოტრიაზეც. სწორედ მათი თავდადების შედეგად გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა არაერთი ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ კვლავ რუსეთის სპეც.სამსახურების სამიზნე გავხდით”, – განაცხადა მეგის ქარდავამ.