ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს.
მეგის ქარდავა ძებნილია – თავდაცვის სამინისტროს თანხების მითვისებისთვის პატიმრობა 2013 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს; სამეგრელოში სამალავების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა – 2014 წელს; სერგო თეთრაძის წამების საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია, ბაჩო ახალაიასთან ერთად.