ლონდონში ასეთი უცნაური ქცევით კოვიდ-19-ით დაავადებული ტაქსისტი გარდაიცვალა, _ იუწყება გაზეთი Mirror.
ტაქსის მძღოლმა დაკვეთა შეასრულა და მგზავრი სტრატფორდის რაიონში მიიყვანა, მაგრამ მან მომსახურების საფასური არათუ არ გადაიხადა, არამედ სახეში შეაფურთხა და მიაძახა, რომ კორონავირუსით არის დაავადებული და ტაქსისტსაც ეს ბედი ელის.
61 წლის ტაქსისტი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში მოათავსეს საშინელი დიაგნგოზით. სამი კვირის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
მგზავრის ვინაობა ვერ დაადგინეს. გარდაცვლილის დაკრძალვის ფული მისმა ნათესავებმა და ახლობლებმა შეაგროვეს.