Home ახალი ამბები მსოფლიო მატარებელი, რომელშიც ამერიკელი პოლიტიკოსები ისხდნენ, ნაგავმზიდს შეეჯახა

მატარებელი, რომელშიც ამერიკელი პოლიტიკოსები ისხდნენ, ნაგავმზიდს შეეჯახა

1115
მატარებელი

აშშის ვირჯინიის შტატში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ისხდნენ ამერიკის კონგრესის წევრები რესპუბლიკური პარტიიდან, ნაგავმზიდს შეეჯახა, _ იუწყება NBC News. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთიც სერიოზულად დაშავდა. ორივე მანქანაში იჯდა. პოლიტიკოსები არ დაშავებულან.

სენატორმა არიზონას შტატიდან _ ჯეფ ფლეიკმა დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

მომხდარი ფაქტის შესახებ მოახსენეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

18 დეკემბერს მატარებელმა, რომელიც პორტლენდიდან სიეტლში მიდიოდა, რკინიგზის ახალგახსნილ მონაკვეთზე რთული რელიეფისთვის დაშვებელ სიჩქარეს გადააჭარბა, ხიდიდან გადავარდა და გზატკეცილზე დაენარცხა. დაშავდა 77 ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა.

14 დეკემბერს სამხრეთ საფრანგეთში ელექტრომატარებელმა გაიტანა სასკოლო ავტობუსი, რომელიც სარკინიგზო გადასასვლელს ჰკვეთდა. უძლიერესმა დარტყმამ ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ორად გახლიჩა. დაიღუპა ოთხი ბავშვი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here