Home რუბრიკები სამართალი მასწავლებელმა ქალმა ბიჭი შეაცდინა

მასწავლებელმა ქალმა ბიჭი შეაცდინა

1129
მასწავლებელმა ქალმა ბიჭი შეაცდინა

ნიუიორკის ერთერთი სკოლის მასწავლებელ ქალს ბრალად წაუყენეს არასრულწლოვანთა გახრწნა.

მასწავლებელთან ორალური სექსის დამყარების შესახებ მოსწავლემ მეგობართან დაიტრაბახა. ამ უკანასკნელმა კი სკოლის დირექციაში დაასმინა.

ბრონქსის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა სოციოლოგიის 29 წლის მასწავლებელი ქალის, დორი მაიერსის, შესაძლო სექსუალური ურთიერთობის შესახებ 14 წლის მოსწავლესთან. ქალი დააპატიმრეს. პროკურორმა მის გასათავისუფლებლად 50 დოლარის გირაო მოითხოვა და განაცხადა, რომ მაიერსმა “შეარცხვინა პროფესიის ავტორიტეტი”.

ადვოკატმა განაცხადა, რომ მაიერსი პოლიციის შერიფის ცოლია, და დასძინა: “ერთი ადამიანის მიერ ბრალის დადება საკმარისია ამ ქალაქში ნებისმიერი მოქალაქის დასაპატიმრებლად. ეს ქალბატონი სამაგალითო მოქალაქეა, რომელიც თავის პატიოსნებას დაიცავს”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულს ეკრძალება 30 მეტრზე ახლოს მივიდეს “მსხვერპლთან”, სანამ შემოწმება მიმდინარეობს. ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ “სიტუაცია დიდ შეშფოთებას იწვევს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here