პოლიციამ 29 წლის ტიფანი რენვეილერ–ობლენდერი მას შემდეგ დააპატიმრა, რაც გამჟღავნდა მისი ინტიმური კავშირი ერთ–ერთ მოსწავლესთან _ 18 წლის ყმაწვილთან.
შერიფის განცხადებით, ისინი ერთმანეთს სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის გარეთ ხვდებოდნენ. მოსწავლეებს არ სჯერათ აღნიშნული ვერსიის და შექმნეს საყვარელი მასწავლებლის მხარდამჭერთა ჯგუფი. პოლიცია მომხდარის დეტალებს არ ასაჯაროებს. გამოძიების ვერსიით, სექსუალური ურთიერთობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტეფანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს და სავარაუდო მსხვერპლსა და მასწავლებელს შეხვედრა აუკრძალეს.