Home ახალი ამბები საქართველო მეტროსადგურ “მარჯანიშვილზე” ბანერი იწვის

მეტროსადგურ “მარჯანიშვილზე” ბანერი იწვის

894

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე, ქვედა ვესტიბულში ბანერს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი.

”შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here