მეცნიერული კომუნიზმის შემქმნელი და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი კარლ მარქსი დაიბადა 200 წლის წინათ _ 1818 წლის 5 მაისს. თავისი მოღვაწეობის მიზნად იგი მიიჩნევდა საზოგადოების გარდაქმნას მსხვილი კერძო საკუთრების გასახელმწიფოების გზით. მან შეძლო თავის გარშემო თანამოაზრეთა ჯგუფის შემოკრება, რომლის წევრებიც აღიარებდნენ მისი თეორიული ნაშრომების მნიშვნელობას. გარდაცვალების შემდეგ იგი გადაიქცა მემარცხენე რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის სიმბოლოდ, რომელმაც XX საუკუნეში ბევრ ქვეყანაში გაიმარჯვა, მათ შორის რუსეთის იმპერიაში. მარქსის ზოგიერთი იდეა თანამედროვე კულტურის ნაწილი გახდა, სხვები უარყოფილ იქნა და დავიწყებას მიეცა.
XX საუკუნის მარქსისტულმა რეჟიმებმა თავიანთი იდეოლოგის მოძღვრების სისუსტეები მანკიერებად აქციეს და რეპრესიების მახვილი საშუალო კლასისკენ _ მცირე ბიზნესის, სასულიერო მოღვაწეებისა და შეძლებული გლეხობის წინააღმდეგ მიმართეს. სოციალური პირამიდის გადაბრუნების მცდელობა და სათავეში ყველაზე ღარიბი საზოგადოების მოქცევა არ გმართლდა დ ა საბჭოთა ეპოქის დასაწყისში კვალიფიციური კადრების მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია.
მსხვერპლისა და რეალური სოციალიზმის წარუმატებლობის მიუხედავად, მარქსისტულ იდეებს კვლავაც იზიარებს მილიონობით ადამიანი.
რაში იყო მარქსი მართალი?
ზოგიერთი მარქსისტული თეზისი დღესაც პოპულარულია, უპირველესად, ის, რომელიც ჰუმანიზმს ეხება.
მკვლევართა აზრით, მარქსის მემკვიდრეობის პოზიტიურ ნაწილს ეკონომიკის გაადამიანურება, რასიზმის უარყოფა და სოციალური დარვინიზმის კატეგორიული უარყოფა, ამასთანავე, სახალხო მმართველობა განეკუთვნება.
მარქსმა ვერ განჭვრიტა საზოგადოების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა _ პოსტინდუსტრიულ სტადიაში მისი გადასვლა, რევოლუციის გამარჯვება ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში იწინასწარმეტყველა, რევოლუცია კი მოხდა იქ, სადაც ინდუსტრია ის-ის იყო ფეხს იდგამდა. ხოლო კომუნისტური რეჟიმი ინდუსტრიალიზაციამდე დიდი ხნით ადრე დამყარდა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა.
საბჭოთა კავშირში მარქსის კულტი გაქრა საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის კვალზე.
იგორ ვაშკოვი,
“რია ნოვოსტი”
მაშ სსრკ სამოცდა ათი წელი როგორ იარსება და რომარა ქვეყნის და სამშობლოს მოღალატე გორბაჩოვს და მასთან მიმხრობილ ზოგიერთ მოღალატეს არა, დღესაც იქნბოდა ფეხზე დამდგარი.