Home რუბრიკები პოლიტიკა მარკეტინგი ლიბერალიზმის შესრულებით

მარკეტინგი ლიბერალიზმის შესრულებით

მარკეტინგი ლიბერალიზმის შესრულებით

არსებობს განსაკუთრებული ლიბერალური ენა, რომელზეც ლაპარაკობს ლიბერალური სექტის ყველა ადეპტი. მისი გაგება გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია. ადამიანები სწავლის პროცესში გადიან კურსს სამეცნიერო ლიბერალიზმის ინიექციისა, რომელიც შთანთქავს ტვინს და ადამიანს გადააქცევს პავლოვის ჭკვიან ძაღლად, რომელსაც განსჯის უნარს უცვლის რეფლექსები. რეფლექსები ცვლის აზროვნებას და ამცირებს ენერგიის ხარჯვას.

ლიბერალები ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე, როგორც თაგვებზე, და მიხვდნენ, რომ ადამიანები რეფლექსებით ცხოვრობენ. აქედან მოდის სავაჭრო ნიშნების ბრენდირება. ადამიანი ხედავს პოპულარულ ბრენდს და მასში სწრაფად ამოქმედდება ნდობის რეფლექსი. საჭირო აღარ არის რთული ინსტრუქციის წაკითხვა და მოცემული პროდუქტის პარამეტრების მიხედვით შედარება კონკურენტ პროდუქტთან.

განვიხილოთ ლიბერალიზმის რამდენიმე საბაზისო ტერმინი, რომლებზე რეაქციაც ჩამოყალიბებული გვაქვს განათლების სახით შენიღბული პროპაგანდის სისტემის ხანგრძლივი ზემოქმედებით. პროპაგანდის მთავარი ორგანო უმაღლესი განათლების სისტემაა. იქ განათლება არსებობს მხოლოდ ტექნიკურ მეცნიერებებში, მაგრამ საზოგადოებათმცოდნეობაში არანაირი მეცნიერება არ არის, არის მხოლოდ მანიპულაცია და გაწვრთნა, სტუდენტებს აჩვევენ იდეოლოგიურ დოგმებს, ოდესღაც მარქსისტულის, ახლა ლიბერალურის. ორივე შემთხვევაში მეცნიერება არაფერ შუაშია. არის მხოლოდ სოციალური გაწვრთნა. მისი ნაყოფია ჩვენი რეაქცია ჩვეულ სიტყვებზე. მაგალითად, ავიღოთ მარკეტინგი. ამ სიტყვაზე ადამიანებს გონებაში გაუელვებთ ასოციაციების მთელი ჯაჭვი. რა არის მარკეტინგი? ეს არის კონკურენცია, ფასები, ხარისხი, რეკლამა, მომხმარებელთა აზრის შესწავლა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა. გარშემო ყველაფერი ემსახურება მყიდველს. ამისი სჯერა ყველას. ბაზარი (მარკეტი) _ ეს არის კონკურენცია, ე.ი., ცივილიზაცის უმაღლესი სიკეთე. და რას ვხედავთ?

ტრამპთან მიდიან ამერიკის ატომური ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლები და ეუბნებიან: ჩვენ ვერ ვუძლებთ რუსეთთან კონკურენციას ახლო აღმოსავლეთში. იქ კონკურენციაა და გვსურს მასში მონაწილეობა, ამიტომ გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ამ კონკურენციაში მონაწილეობის გარეშე ჩვენ მივიღებთ სტრატეგიულ ჩამორჩენას. კი, ბატონო, ყველაფერი გასაგებია. გსურთ მონაწილეობა _ მიიღეთ მონაწილეობა. რა საკითხები გაქვთ ხელისუფლებასთან?

მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს ისე ვერ ხვდება, როგორც საჭიროა. რას აკეთებენ ტრამპი და კონგრესი? ისინი ამზადებენ “როსატომის” საწინააღმდეგო სანქციებს. რა? კონკურენცია მარკეტინგის მეთოდით?

როგორ აურევია თავგზა სტუდენტებისთვის ძია ფილიპ კოტლერს (საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი) თავისი სქელი წიგნებით? უფრო დაბალი ფასი უფრო მაღალი ხარისხის შემთხვევაში? გადახდების გადავადება და დამატებითი სერვისი? ალბათ, დაგვცინის! და, თუ არ გვინდა ან არ გამოგვდის, მაშინ რა?

როგორ მოიქცეს მოკრივე, თუკი არ გამოსდის, წესების დაცვით მოიგოს ორთაბრძოლა? როგორ და უბრალოდ: ამოიღოს პისტოლეტი და ესროლოს მოწინააღმდეგეს პირდაპირ რინგზე. მსაჯი კი იტყვის, რომ ყველაფერი წესების მიხედვით მოხდა. აბა, გაბედოს და არ თქვას. თქვენ კიდევ _ მარკეტინგი, კონკურენცია.

რა კონკურენცია? ხელკეტი, რაც შეიძლება, სქელი _ აი თქვენი კონკურენცია. როგორც ძველ ანეკდოტშია, რომელშიც ცხოველების შვილები ერთმანეთს ეტრაბახებიან, _ ვის რა მოუტანა დედამ. ტახის შვილს დედამ არაფერი მიუტანა, და მას სწყინს. მან უსმინა-უსმინა და შემდეგ თქვა: “მე… მე კი… მე ახლა ავდგები და თავ-ყბას მიგინგრევთ!” _ აი, თქვენ მარკეტინგი ამერიკულად. სხვათა შორის ალ კაპონემ დაამარცხა ფილიპ კოტლერი.

კონკურენცია ასე თუ ისე განვიხილეთ.

ვენესუელა? ძალიან დაადგეს თვალი ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა ვენესუელის სიმდიდრეებს, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. და აი აშშმა ამოიღო კოლტი და მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ის, ვინც იყიდის ვენესუელისგან ნავთობს ან განახორციელებს ამ ქვეყანასთან ოპერაციებს ოქროთი, მიიღებს სანქციებს აშშისგან.

ეს ასეა? და თავისუფალი ვაჭრობა სად არის? ბიზნესის უფლება, როგორც ადამიანის უფლება? სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართალი? ეს არის ცივილიზებული ბიზნესი? რა მოხდება შემდეგ? აშშ-ის მეექვსე ფლოტი, როგორც ყველაზე ძლიერი კონკურენტული უპირატესობა? ჩვენ შევეჯახეთ ლიბერალური ტყუილების კედელს, რომლის საძირკველზეც აშენებულია ჩვენი თანამედროვე შეგნება. ამ ტყუილებს აქვთ თავისი განმარტებითი ლექსიკონი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ლიბერალური ენიდან თარგმნა ადამიანურ ენაზე. აი ზოგიერთი ტერმინი:

კონკურენცია_ ტერმინი გზა-კვალის ასაბნევად მათთვის, ვისი დაპყრობაც იგეგმება;

კომპეტენტური სპეციალისტი _ ადამიანი, რომელიც ქადაგებს ლიბერალურ დოგმატიკას;

არაკომპეტენტური დილეტანტი _ ადამიანი, რომელიც არ ქადაგებს ლიბერალურ დოგმატიკას;

სახიფათო არაკომპეტენტური დილეტანტი _ ადამიანი, რომელსაც ლიბერალებთან კამათისას შეუძლია, ფარდა ახადოს ლიბერალურ ტყუილებს და წარმატებით განახორციელოს არალიბერალური სტრატეგიები;

მარკეტინგი_ ცრუმეცნიერება, რომელიც ლიბერალიზმის რწმენას უნერგავს მიმნდობ, გულუბრყვილო ადამიანებს;

მსოფლიო ტექნოლოგიური ჯაჭვები _ ტრანსნაციონალური კორპორაციების ვასალების სტატუსი;

ადამიანის უფლებები _ ზემდიდართა ჯგუფის კანონითა და არმიით დაცული უფლება, ძარცვოს დანარჩენი კაცობრიობა;

სამოქალაქო თავისუფლებები _ შესაძლებლობები ლეგალიზაციისა პროსტიტუციის, მსუბუქი ნარკოტიკების, გეიაღლუმების, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების, პედოფილიისა და ზოოფილიის, სატანიზმისა და ტოტალიტარული სექტების;

სიტყვის თავისუფლება _ ლიბერალების შესაძლებლობა, რათა ერთპიროვნულად და მონოპოლიურად იბატონონ მასობრივი ინფორმაციის სფეროში;

დემოკრატია_ შირმა, რომელიც ფარავს პოლიტიკური პროცესის სიყალბეს ქვეყანაში, როდესაც იმარჯვებენ მხოლოდ მსხვილი კაპიტალის მიერ დანიშნული პარტიები;

ინსტიტუციური რეფორმები _ სახელმწიფო სექტორის დარგების პრივატიზაცია დიდი ტრანსნაციონალური კომპანიებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქების ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით;

ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი _ რამდენიმე მსხვილი ფინანსური სპეკულანტის შესაძლებლობა, _ განახორციელონ გლობალური სპეკულაციები ადგილობრივი ვალუტის გამოყენებითა და სრული დაუსჯელობით კანონის წინაშე;

ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო _ შესაძლებლობა, არ გადაიხადო გადასახადები და გაიტანო ფული საზღვარგარეთ კორუფციაში ჩაფლული ძალოვანების მხრიდან წილში ჩაჯდომის მცდელობის მიუხედავად;

ინვესტორი _ ფინანსური სპეკულანტი;

სტარტაპერი, ინოვატორი _ ავანტურისტი, რომელსაც შეუძლია მოატყუოს ფულს დახარბებული მდიდარი იდიოტები;

ცნობილი ბიზნესტრენერი _ ენაგადმოგდებული არამზადა, რომელიც კურნავს არასრულფასოვნების კომპლექსს იდიოტებში ზღაპრების მოყოლით: როგორ შეიძლება გახდეს წარმატებული და მდიდარი ის, ვისაც არ აქვს უნარი, გახდეს წარმატებული და მდიდარი;

გლობალიზაცია_ ამერიკანიზაცია;

პროგრესული _ ლიბერალების დამჯერი;

რეაქციული, ტოტალიტარული, დიქტატორული _ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიბერალებს კარზე მიუთითოს და უთხრას: “გაეთრიე!”

ღია_ ის, ვინც უწვება ლიბერალებს;

დახურული _ იხ. “რეაქციული, ტოტალიტარული, დიქტატორული”;

ცივილიზებული კაცობრიობა _ ტერიტორია აბორიგენებით, რომლებიც გაწვრთნეს ლიბერალებმა.

ლიბერალის ლექსიკონი კიდევ შეიძლება განვავრცოთ, მაგრამ ჩვენი დროის ყველაზე დიდი ტყუილის _ ლიბერალიზმის ტყუილის _ საილუსტრაციოდ ესეც საკმარისია.

ლიბერალური სიცრუის დასანგრევად სულაც არ არის საჭირო გაქცევა ფოსტის ან ტელეგრაფის შტურმით ასაღებად, საბურავების დაწვა და მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ეს ყველაფერი, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მიზანს ვერ აღწევს.

მაიდნები მიდიან და მოდიან, ლიბერალიზმი კი რჩება, იმიტომ, რომ ის თავებშია, და არა დაწესებულებებში. კულტურა _ ეს არ არის ზრდილობიანი ადამიანის აღზრდა და გასართობი ჭკვიანებისთვის. კულტურა _ ეს არის ძალაულფების ლეგიტიმაციის საშუალება. არც მეტი, არც ნაკლები, და, თუ ძალაუფლება აქვთ ლიბერალებს, მაშინ კულტურა არის ის უჯრედი, რომელშიც ცოცხლობს და პარაზიტობს ლიბერალიზმის ვირუსი, საიდანაც ის უნდა ამოიკვეთოს, ამოიშანთოს.

ამ დრაკონის მოკვლა სინამდვილეში ძალიან ადვილია, ამისათვის საჭიროა შეწყვიტოთ ლაპარაკი ლიბერალების ენაზე და დაიწყოთ ლაპარაკი იმ ენაზე, რომელშიც არ არის ლიბერალური სიტყვები. დაიწყოთ ლაპარაკი უბრალო ადამიანურ ენაზე, რომელშიც საგნებს თავიანთი სახელები ჰქვია, და მოვლენა ნაჩვენებია ისე, როგორც არის.

არაფერია სიტყვაზე უფრო მატერიალური. შეიცვლება იდეების სამყარო _ შეიცვლება საგნების სამყარო და ლიბერალური ჩრდილი, რომელიც გადაფარებულია კაცობრიობას, მყისვე დაიწყებს მინიმუმამდე შემცირებას და თავის ადგილზე “მოჯდება”. ჭეშმარიტების მზის სხივების ქვეშ ლიბერალიზმი გადაიქცევა შუადღის ჩრდილად, რომელიც ძლივს ჩანს ფეხებთან, სადაც არის მისი ნამდვილი ადგილი.

ალექსანდრე ხალდეი

iarex.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here