Home სხვადასხვა დაიჯესტი მარიხუანის ლეგალიზაცია გაამდიდრებს “მაკდონალდს”

მარიხუანის ლეგალიზაცია გაამდიდრებს “მაკდონალდს”

მაკდონალდი

Forbes იუწყება, რომ ამერიკის შტატებში, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა, გაიზარდა სწრაფი კვების რესტორნების კლიენტების რაოდენობა. ამას ადასტურებს Green Market Report -ისა და Consumer Research Around Cannabisის ერთობლივი კვლევის შედეგები.

“მაკდონალდსი” კანაბისის მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა _ მარიხუანის მყიდველთა 43 პროცენტი ამ ქსელის რესტორნებს სტუმრობდა. მეორე ადგილზეა სასაუზმეები ქსელისა Taco Bell (18 პროცენტი), მესამე ადგილზე კი _ “ვენდისის” ქსელი (17,8 პროცენტი).

ონლაინ გამოკითხვაში 27 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ასეთი ზრდა გამოწვეულია იმით, რომ მარიხუანის ძირითადი ინგრედიენტი ტეტრაჰიდროკანაბინოლი მოქმედებს ტვინზე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი აძლიერებს გემოს რეცეპტორების მგრძნობელობას: კანაბისის მომხმარებლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მშივრები არიან, ხოლო კერძები ძალიან გემრიელია. ასე ეზრდება მადა მომხმარებელს.

აღნიშნულ  თანამდევ ეფექტს ამერიკელი ექიმები გამოიყენებენ ორგანიზმის გამოფიტვის საშიშროების წინაშე მდგარი ავადმყოფების სამკურნალოდ.

21 სექტემბერს აშშ-ისა და ნიდერლანდების სამეფოს ექიმების ჯგუფმა გაავრცელა ცნობა ქალის სპონტანური ორგაზმის,  როგორც კანაბისის (მარიხუანის) მოხმარების გვერდითი მოვლენის, შესახებ. 40 წლის ქალი შეაწუხა არასასურველმა ორგაზმმა, რომელიც დაეწყო კანაბისის მიღებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დამყარების პარალელურად. ეს გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, იწვევდა გონების დაბინდვას და მსუბუქ ამნეზიას, აგრეთვე, სხეულის გარკვეული ნაწილების კრუნჩხვას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here