Home ახალი ამბები საქართველო მარიხუანისტების გამდიდრების ოცნებას “სტრატეგიულმა პარტნიორმა” ფრთები შეაკვეცა

მარიხუანისტების გამდიდრების ოცნებას “სტრატეგიულმა პარტნიორმა” ფრთები შეაკვეცა

5573
მარიხუანისტების გამდიდრების ოცნება

საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების სათაყვანებელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც თვალებში შესციცინებენ, უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს ნარკოტრაფიკს, ნარკომაფიას და, საერთოდ, ნარკოტიკებს. საქართველოს ხელისუფლება კი ორიდე დღის წინათ კანაფის (მარიხუანას) კულტივაციასა და საზღვარგარეთ ექსპორტზე ლაპარკობდა

25 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სერიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშსა და სრულიად მსოფლიოში უამრავ ადამიანს ღუპავს, დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით”, _ განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და ამ საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის  გაძლიერებას ითვალისწინებს.

როგორ ჩანს, ამ დოკუმენტს  საქართველომაც მოაწერა ხელი. არ მოაწერდა და, კარგ ჩიტსაც დააჭერინებდა “სტრატეგიული პარტნიორი”, მაგრამ ეს მოხდა იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები თავგამოდებით გვარწმუნებდნენ კანაფის (მარიხუანის) სარგებლიანობაში  და საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის, “საქართველო და მსოფლიოს” არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაცია კატასტროფის პირას მიგვიყვანდა ისედაც მწვავე  დემოგრაფიული პრობლემების მქონე ერს, მაინც ცდილობდნენ მარიხუანის კულტივაციას, საქართველოში ამ ნარკოტიკული საშუალების პლანტაციების გაშენებას და ვაზის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის “პლანის” ქვეყნად გადაქცევას. ხელისუფლების ეს გააფთრებული შეტევა საქართველოზე გრძელდებოდა მანამ, სანამ საპატრიარქომ, მაღალი იერარქიის სასულერო პირებმა არ შემოულაწუნეს ხელისუფლებას: თუ ერთ ადგილს არ დააყენებთ, 500 ათას ადამიანს გამოვიყვანთ ქუჩაში თქვენ წინააღმდეგო.

ხელისუფლებას მეტი რა დარჩენოდა, საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და გაჩუმდა…

ახლა კი “ქართული ოცნების” მარიხუანის ბიზნესით გამდიდრების ოცნებას ფრთები შეაკვეცა დონალდ ტრამპმა, რომელმაც საყოველთაო ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს. ხელისუფლებას კი სხვა გზა არ დარჩენია, “სტრატეგიულ პარტნიორს” უნდა დაუჯეროს.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. მაინც რომ არ დაუჯერონ და გააშენონ პლანტაციები რა მოხდება? რამდენადაც ვიცი კანონპროექტი პარლამენტიდან არ გაუწვეწვიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here