Home სხვადასხვა დაიჯესტი მარიხუანამ შეიძლება მოზარდის სამი წლით გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს

მარიხუანამ შეიძლება მოზარდის სამი წლით გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს

1030
მარიხუანამ შეიძლება მოზარდის სამი წლით გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს

ახალი კვლევის თანახმად, კანაფის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია მოზარდებზე ისე მძიმედ იმოქმედოს, რომ გონებრივი განვითარების მხრივ თანაკლასელებს სამი წლით ჩამორჩნენ.

მონრეალის უნივერსიტეტმა კანადის სკოლებში გამოიკვლია 12-13 წლის მოსწავლეები 4 წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართული იყო კანადის საშუალო სკოლების 4000-მდე მოსწავლე. მკვლევარები კომპიუტერული ტესტების საშუალებით რეგულარულად ამოწმებდნენ მოსწავლეების აზროვნების უნარებს, მოკლევადიან მახსოვრობის უნარსა და თვითკონტროლს. კვლევის თანახმად, კანაფის მომხმარებლები უარეს შედეგებს ავლენდნენ არამომხმარებლებთან შედარებით, ხოლო მათი შედეგები უფრო უარესდებოდა, როდესაც მარიხუანის მოხმარება იმატებდა.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარიხუანა მოზარდის ტვინისთვის უფრო მომწამვლელია, ვიდრე ალკოჰოლი. ნარკოტიკის მუდმივი მოხმარება სერიოზულ გავლენას ახდენს აზროვნებაზე, ხოლო დამანგრეველი ეფექტი აქვს თვითკონტროლზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here