უკრაინაში, მარიუპოლში ტერაქტის მსხვერპლი უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი გახდა, რომელიც საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ალექსანდრ ხარაბერიუში ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურის, დონეცკის ოლქის, კონტრაზვერვის განყოფილების უფროსი, პოლიკოვნიკ ალექსანდრ ხარაბერიუშის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო СБУ. შემთხვევა მარიუპოლში 31 მარტს დილის 8:30 წუთზე მოხდა. “Украинской правде”-ში აამბობენ, რომ იგი არ ხელმძღვანელობდა განყოფილებას, არამედ იყო კონტრდაზვევის სამმართველოს ხელმძღვანელი.
როგორც ბრიფინგზე გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, აფეთქებამ მსხვერპლს დააკარგვინა ორივე ფეხი და ის ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში. აფეტხების დროს პოლკოვნიკი საჭესთან იჯდა და ამიტომაც ფაქტობრივად ადგილზე გარდაიცვალა, გადარჩენის შანსი მას არ ქონია. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ ექსპერტები. პოლკოვნიკს 2 შვილი დარჩა. დარუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს სამმართველოს ხელმძღვანელობა.