Home ახალი ამბები მსოფლიო მარინ ლე პენი: მადლობა იმ მტკიცებულებისთვის, რომლითაც დადასტურდა, რომ მაკრონი თქვენ პოლიტიკას...

მარინ ლე პენი: მადლობა იმ მტკიცებულებისთვის, რომლითაც დადასტურდა, რომ მაკრონი თქვენ პოლიტიკას გააგრძელებს

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი: მარინ ლე პენი, საფრანგეთის პრეზიდენტი: ფრანსუა ოლანდი

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი ფრანსუა ოლანდის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერას გამოეხმაურა.


„მადლობა, ფრანსუა ოლანდ რეალური სახის გამჟღავნებისთვის. მე მეტი აღარ შემიძლია თქვენ „ბატონი პრეზიდენტი“ გიწოდოთ, ვინაიდან თქვენ არ იქცევით ისე  როგორც პრეზიდენტი უნდა იქცეოდეს. თქვენ არ ხართ ყველა ფრანგის პრეზიდენტი. მადლობა იმ მტკიცებულებისთვის, რომლითაც დადასტურდა, რომ მაკრონი იმ პოლიტიკას გააგრძელებს ქვეყანაში, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. ფრანგებს ვეღარ დაუშვებენ თქვენი კატასტროფული პოლიტიკის კვლავ გაგრძელებას, რომელის გამტარებლად ბ. მაკრონი მოგვევლინა“, – განაცხადა ლე პენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ოლანდმა ელისეს სასახლიდან გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ. ემანუელ მაკრონი ის ადამიანია, რომელიც დღეს იმ ღირებულებებს იცავს, რომლებიც ფრანგების გაერთიანებას უზრუნველყოფს. ჩემი ვალდებულებაა კიდევ ერთხელ განვსაზღვრო, თუ რა დევს ფსონზე. ულტრამემარჯვენეების ყოფნა სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი რისკის წინაშე შეუძლებელია ჩუმად იყო. ფსონზე ჩვენი ერის ერთიანობა დევს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here