Home რუბრიკები საზოგადოება მართლმსაჯულებამ, რომელიც “ბარიგებს” ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას ჰპირდება, ორი ქართველი ახალგაზრდა შავკანიანებთან ჩხუბის გამო...

მართლმსაჯულებამ, რომელიც “ბარიგებს” ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას ჰპირდება, ორი ქართველი ახალგაზრდა შავკანიანებთან ჩხუბის გამო 4-4 წლით ციხეში გაისტუმრა

ზვიად ტომარაძე: პროექტი “საქართველო ქართველების გარეშე” წარმატებით ხორციელდება

ზვიად ტომარაძე

31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორ პირს 4-4 წლით აღუკვეთა თავისუფლება. 20 წლის ირაკლი ავაზაშვილსა და 23 წლის ლევან აბესაძეს ნიგერიის ორი მოქალაქის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასამართლომ სასჯელის ზომად 4-4 წლით პატიმრობა ისე განუსაზღვრა, რომ მოსამართლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა. გაურკვეველია ისიც, რატომ აღიძრა საქმე რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით, როცა ქმედება, რომელსაც ბრალდების მხარე მსჯავრდადებულებს ედავება, მსგავს ნიშნებს არ შეიცავს (რეალურად ეს არის ჩვეულებრივი ჩხუბის ფაქტი, როგორც უცხოელებთან, ისე ეთნიკურ ქართველებს შორის, რომლის მსგავსიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათობა არ არის). მეტიც _ პროკურატურამ პროცესებზე ვერ შეძლო ერთი რეალური სამხილის წარმოდგენაც კი, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას მსჯავრდებულების რასისტული ნიშნით დისკრიმინაციის მუხლით გასამართლებაზე.

გამოძიების დაწყების დღიდან უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ საქმე უფრო მძიმე მუხლით არ აღიძრა და სასამართლო ბრალდებულების მიმართ მეტ სიმკაცრეს არ იჩენდა. როგორც ჩანს, მათი ერთადერთისამხილიდაარგუმენტი”, რომ საქმე სწორედ რასისტული დისკრიმინაციის მუხლით უნდა აღძრულიყო, ისგარემოებაა”, რომნაცემიპირები შავკანიანები იყვნენ, თუმცა არც ერთს სხეულის მცირე დაზიანებაც კი არ აღენიშნებოდა. სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, მსგავს შემთხვევებში მართლმსაჯულება, როგორც წესი, საქმეს სისხლის სამართლის 125-ე მუხლით (ცემა) აღძრავს ხოლმე, რაც “ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება ერთობ არაორდინარული და სამართლებრივ ნორმებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა _ ორი ქართველი ახალგაზრდის ჩხუბი უცხო ქვეყნის ორ შავკანიან მოქალაქესთან ავტომატურად შეირაცხა რასიზმად, მიუხედავად იმისა, რა იყო ამ დაპირისპირების რეალური მიზეზი და მოახდინეს თუ არა თვითონ იმ შავკანიანმა მოქალაქეებმა ამ ყველაფრის პროვოცირება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ დასძინა, რომ სასჯელი მინიმალურია და ამას მხოლოდ მსჯავრდადებულების წარსულის გათვალისწინებით აკეთებს, ანუ თურმე უფრო მეტსაც იმსახურებდნენ. ეს იმ დროს, როცა ხელისუფლება ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ინტერესის შესაბამისად და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ მზად არის, ნარკომანია ოფიციალურად დააკანონოს, ხოლო ნარკორეალიზატორებს საკანონმდებლო შეზღუდვები მოუხსნას და სრული თავისუფლება მისცეს.

რა ძალები განსაზღვრავენ დღეს საქართველოში მართლმსაჯულებას, ადეკვატურია თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ახალგაზრდებისთვის გამოტანილი კონკრეტული განაჩენი და რა იდეოლოგია დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ორგანიზაციასაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოებისდირექტორი ზვიად ტომარაძე.

_ ბატონო ზვიად, ამას წინათ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ ქართველ ახალგაზრდას 4-4 წლით აღუკვეთა თავისუფლება იმის გამო, რომ დაახლოებით სამი წლის წინათ ქუჩაში ორ შავკანიან მოქალაქესთან ჩხუბი მოუვიდათ. ბრალდება ასეთია: რასისტული ნიშნით დისკრიმინაციაროგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

_ ძალიან სამწუხარო ფაქტია. არ ვარ რასისტი, მაგრამ ეს რა სამართალია?! თუ იტალიელს, გერმანელს ან ფრანგს ხელს დაარტყამ, მსუბუქი სასჯელით გადარჩები და, თუ _ ზანგს, ეს რასიზმია და მკაცრი სასჯელი გელოდება? აი ეს არის ლიბერალიზმის მახინჯი სული, რომელიც ვითომ თანასწორობას ქადაგებს და სინამდვილეში თვითონვე ანიჭებს პრივილეგიებს მათ, ვისაც მოისურვებენ. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოარგეს ევროპული ქვეყნების კანონმდებლობებს. არადა, ჩვენ სხვა ისტორია, წარსული, გეოგრაფიული მდგომარეობა, პრობლემები, ტრადიციები, გამოწვევები გვაქვს. როგორ შეიძლება ჯანმრთელსა და ავადმყოფს ცხოვრების წესი ერთნაირი ჰქონდეს? საქართველოში არასდროს ყოფილა რასიზმის პრობლემა და არც სხვა ეროვნების ადამიანების ჩაგვრა, პირიქით _ ქართველი კაცი სწორედ შემწყნარებლობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა… მარტივად რომ ვთქვათ, სხვა უკეთურებასთან ერთად, მათი მიზანია ყოველგვარი ეროვნულის ჩაკვლა, ხოლო ვინც გაურჩდება, მათ მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენება…

_ ადრე მარჯანიშვილის გამზირზე ახალგაზრდებმა თურქული ბანერი წააქციეს და საქმე იმ მუხლით აღიძრა, რომლითაც 7-10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. როცა პირიქით ხდება, ვთქვათ, ირანულ კაფეში ქართველს არ უშვებენ ეთნიკური ნიშნით ან ჩინელები ქართველ მუშას სცემენ, სასამართლო 200-ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლება. როგორ ფიქრობთ, რა ძალები დგანან ამ პოლიტიკის უკან და რა არის ან შეიძლება იყოს ამის მიზანი?

_ ეს ყველაფერი ჯდება ლიბერალური იდეოლოგიის ჩარჩოებში. მათ დააწესეს გარკვეული მიდგომები, დღის წესრიგი და ყველა სახელმწიფოს ავალდებულებენ, მას დაემოჩილოს. პროექტისაქართველო ქართველების გარეშეწარმატებით ხორციელდება დანაციონალური მოძრაობისდაწყებული საქმექართულმა ოცნებამწარმატებით განაგრძო. განსხვავება არის ის, რომ ამას ძალადობის გარეშე, მშვიდად აკეთებს. ამის უკან დგანან მსოფლიოს ახალი წესრიგის შემოქმედნი და მათ კონტროლს დაქვემდებარებული არასამთავრობო სექტორი, აგრეთვე, ხელისუფლებაში მოკალათებული ულტრალიბერალური იდეოლოგიის მხარდამჭერი პირები.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

P.S. 2016 წლის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მიერ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ამავე კომპანიის წარმომადგენელმა ჩინელებმა სასტიკად გალახეს. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებისას მათ დანები, ნაჯახი და რკინის ხელკეტები ჰქონდათ, რომლებითაც ოთხივე ქართველ მუშას სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებულების მდგომარეობა ისეთი სავალალო იყო, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთერთ მათგანს თავის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც ხანგრძლივი მკურნალობა და სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის 125- მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს და სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან მცირე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამას უკმაყოფილება არ მოჰყოლია. პროტესტი მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოთქვა. მეტიც, საქმე იქამდე მივიდა, რომ მუშები გაფიცვითაც იმუქრებოდნენ, მაგრამ მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, უცვლელი დარჩა. ბოლოს დანაშაულში ბრალდებულ ჩინელებს სასჯელად მიზერული ფულადი ჯარიმა განუსაზღვრეს (100-150 ლარი) და საქმე დახურულად გამოცხადდა. სასამართლომ უკმაყოფილო ქართველი მუშების მოთხოვნა ყურად არ იღო.…

ჩინელების მიერ დანების, ნაჯახისა და ხელკეტების გამოყენებით ოთხი ქართველი მუშის სასიკვდილოდ გამეტებაცემაა”, ხოლო ორი ქართველი ახალგაზრდის ჩხუბი ორ უცხოელ შავკანიანთან, რომლებიც, როგორც ირკვევა, ქუჩაში არასრულწლოვან ქართველ გოგონებთან ამორალურად იქცეოდნენ, რასიზმი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here