Home ახალი ამბები საქართველო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღოს რფ-ის დელეგაციის...

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღოს რფ-ის დელეგაციის მიმართ მომხდარ ინციდენტზე

1256
ანდრეას მიხაილიდი

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მართლმადილებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის ჩაშლასა და თბილისში საპროტესტო აქციების გამო”, _ განაცხადა მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ანდრეას მიხაილიდისმა. მისი თქმით, ღონისძიებების ჩატარების რეგლამენტი დეტალურად იყო ცნობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, კერძოდ, პარლამენტისთვის.

“გენერალური ასამბლეის მუშაობა ყველასთვის ცნობილია, მათ შორის საქართველოს პარლამენტისთვის, მის მუშაობას ყოველთვის ხელმძღვანელობს რუსი თავმჯდომარე, ეს, კიდევ ვიმეორებ, ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის”, _ განაცხადა მიხაილიდისმა.

მან პროვოკაციული და წინასწარ დაგეგმილი უწოდა იმ დეპუტატების ჯგუფისა და რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების საქციელს, რომლებმაც ჩაშალეს გენერალური ასამბლეის მუშაობა. მიხაილიდისის თქმით, ეს სიტუაცია გამოცდად იქცა საქართველოსთვის.

“რადიკალურმა ელემენტებმა და რადიკალურმა ადამიანებმა შექმნეს მიუღებელი მდგომარეობა პარლამენტში, რომელმაც გამოიწვია, ვიმეორებ, მიუღებელი ვითარება პარლამენტთაშორისი კავშირებისთვის. ეს ჩემი ოფიციალური განცხადებაა, მე ამას ვაცხადებ, როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი”, _ დასძინა გენმდივანმა.

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის შემდეგი სხდომა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here