Home რუბრიკები პოლიტიკა მართლმადიდებლობის გადამწყვეტი შეტევა დასავლელ ნეოლიბერალებზე

მართლმადიდებლობის გადამწყვეტი შეტევა დასავლელ ნეოლიბერალებზე

823
მართლმადიდებლობის გადამწყვეტი შეტევა დასავლელ ნეოლიბერალებზე

ადრე საწინააღმდეგო შინაარსის სათაურებით ვიწყებდი მკითხველთან მსგავს თემებზე საუბარს, მაგალითად, “ნეოლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა საქართველოს დედაეკლესიაზე”, ანმეუფე ყანდურთა გადამწყვეტი შეტევა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქზე, გნებავთ, “ბუდარაბუდარიხები საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის წინააღმდეგდა .. ამ წერილების შინაარსი პატარა საქართველოს მაგალითზე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მსოფლიო .. ნეოლიბერასტების დიდი შეთქმულების მხილება იყო. ამ შეთქმულებას სათავე დაუდო მასონთა მამამთავარმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელმაც .. ცივ ომში მუხანათური ღალატით (ღალატით, რომლის მთავარი აქტორები, სსრკის უმაღლეს ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ თავის დროზე ჩანერგილი ანდავერბოვკებული .. გავლენის აგენტები _ გორბაჩოვშევარდნაძეიაკოვლევები იყვნენ) სსრკის დამარცხების შემდეგ დაუფარავად, თავხედურად განაცხადა, რომ ამიერიდან დასავლურიდემოკრატიისმთავარი ამოცანა გლობალიზაციის ძლიერი მოწინააღმდეგის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის დამარცხებაა.

მართლმადიდებლობის დამარცხება თავისთავად ნიშნავს რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და, რაც მთავარია, სამხედრო დამარცხებას. გარდა იმისა, რომ რუსეთი პეტრე დიდიდან დაწყებული დღემდე მსოფლიოს უდიდესი იმპერია იყო, ამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიაც არავის უთმობდა პირველობას მართლმადიდებელ სამყაროში, დევიზით _ რუსეთი მესამე რომია, მეოთხე არ იქნება!

სწორედ ამიტომ არ მიაჩნდათ ბჟეზინსკის მსგავს დასავლელ იდეოლოგებს მხოლოდ წითელი იმპერიის დაშლა საკმარისად, რადგან სსრკ-ის პოლიტიკური რუკიდან გაქრობა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც საბჭოთა სახელმწიფოს ბედს გაიზიარებდა, პირიქით, ქვეყანაში სსრკ-ის ათეისტური იდეოლოგია მართლმადიდებელი ეკლესიის იდეოლოგიამ ჩაანაცვლა _ 70-წლიანი კომუნისტური იძულებითი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი იდეოლოგია _ ღმერთი, მამული, მეფე, ე.ი., პატრიოტიზმი. სწორედ რუსეთის უდიდესი და უმდიდრესი მართლმადიდებელი ეკლესიის დამსახურებით, ამერიკელების მონა ბორის ელცინის რუსეთი ისე არ გაიძარცვა და დაინგრა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ეს რომ იცოდნენ ლიბერასტულ დასავლეთში, ამიტომაც ჩქარობდნენ მართლმადიდებლობის მოშთობას რუსეთში, რომელსაც, ბირთვულის (რაც დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავდა) გარდა, დასავლეთისკენ შეტევაზე გადასვლის პოლიტიკურ-სამხედრო პოტენციალი აღარ ჰქონდა და სწორედ ამიტომ სამოქალაქო ომის ხანძარში გახვეულ რუსეთს ვლადიმერ პუტინის გამოჩენამდე გლობალურ პოლიტიკაში მხოლოდ თავდაცვითი პოზიცია ეკავა.

რუსეთის ახალმოვლენილმა პრეზიდენტმა პირველი რიგის ამოცანად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დაისახა მიზნად. ამ პატრიოტულ ძალისხმევაში პუტინს აქტიურად უჭერდა მხარს მართლმადიდებელი ეკლესია _ ჯერ სტალინისდროინდელი პატრიარქი ალექსი II, ხოლო მისი გარდაცვალების (სხვათა შორის, ალექსი II-ის ანდერძის ძალით, მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- აუგო წესი) შემდეგ სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დღევანდელი სამხედრო ძლიერება, რუსი ერისა და ბერის ერთობის დამსახურებაა.

როდესაც “დასავლელი მეგობრები” ჯერ სირიის, შემდეგ სხვა მაგალითზეც დარწმუნდნენ, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება, პროპაგანდისტული მულტფილმი კი არა, რეალობაა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, “გველის კაჭრობა” დაემართათ და ტონს დაუწიეს. რუსეთის პრეზიდენტმა ახალგაზრდობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თავისი მოღვაწეობის 20 წელიწადი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ისეთ გაძლიერებას შეალია, რომ გარედან ვერავის გაებედა რუსეთისთვის “რეკომენდაცია-რჩევების” მიცემა, როგორ იცხოვროს და იქვე დასძინა, რომ ახლა უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე რუსეთის ეკონომიკის აღმშენებლობისთვის უნდა ვიზრუნოო… ეს ზრუნვა რომ მითი არ არის და რეალურად დაწყებულია, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიც მოწმობს. დასავლეთისთვის ყველაზე მიუღებელი ის ცვლილებაა, რომლის ძალითაც რუსეთის კანონმდებლობა საერთაშორისო კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ამიერიდან რუსეთის ფედერაციას, უკაცრავად პასუხია და, სულ ფეხებზე ჰკიდია, რას იტყვის ბრიუსელი, სტრასბურგი, ჰააგა და ვაშინგტონი და, რადგან რუსეთთან ცივი დაპირისპირების გადაზრდა ცხელ სამხედრო კონფლიქტში, პრაქტიკულად, გამორიცხულია, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ კარგად დავიწყებულ ძველს მიმართა _ რბილი ძალის თეორიას, ე.წ. ფერად რევოლუციას, მაგრამ დასავლური დემოკრატიის მშვიდობის მტრედებს ერთი “პატარა” რამ გამორჩათ მხედველობიდან: რუსეთი არც იუგოსლავიაა (სხვათა შორის, როცა ნატოს ავიაცია 1999 წელს სერბეთს უმოწყალოდ ბომბავდა, სამიზნეში, უწინარესად, მართლმადიდებელი ტაძრები ჰყავდა ამოღებული) “ფერადი რევოლუციისპირველი მსხვერპლი, რომელიც რამდენიმედამოუკიდებელსახელმწიფოდ დაშალეს, არც საქართველოა და არც უკრაინა, რომლებმაც მსგავსად იუგოსლავიისა ტერიტორიები დაკარგეს (უკრაინა უფრო შორს წავიდა _ “დემოკრატიისდამყარებისთანავე პირველი, რაც გააკეთეს, კიევში გრანდიოზული გეიაღლუმი ჩაატარეს, ხოლო შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ორ ნაწილად გახლიჩეს). აღარაფერს ვიტყვი .. არაბულ გაზაფხულებზე, რომელთა შედეგად მიგრანტებმა დასავლეთ ევროპა წალეკეს.

მსოფლიოში კულტივირებულ-პროპაგანდირებული ნეოლიბერალიზმი და მულტიკულტურიზმი, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ ამერიკელებს და მის შედეგებს დღეს თვითონ იმკიან. ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ _ სირია იქნება, უკრაინა თუ სხვა ცხელი თუ ნელ-თბილი წერტილი, ეს, პრაქტიკულად, “ლიბერასტული” დასავლეთის ბრძოლაა რუსეთისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო (ისლამური სამყაროს გამოკლებით) მეტნაკლებად ლიბერასტულია, გამოდის, რომ მსოფლიო ებრძვის ტრადიციული იდეოლოგიის, ღირებულებების დამცველ რუსეთს. ეს რომ ასეა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებიც მოწმობს _ ნათლად ჩანს, რომ მინსკში დასავლეთის მთავარი პრობლემა ლუკაშენკოს წასვლადარჩენა კი არა, რუსეთია.

ავადსახსენებელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავის დროზე ისიც თქვა, რომ რუსეთი უკრაინა-ბელარუსის გარეშე დასავლეთისთვის (წაიკითხე, აშშ) რეგიონული პრობლემაა, ხოლო მათთან ერთად _ გლობალური. ნახევარი უკრაინა იმიტომ დაკარგა რუსეთმა, რომ ენდო დასავლელი ლიდერებისა (საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის) და იანუკოვიჩის ოფიციალურ შეთანხმებას, რომლის ძალითაც ე.წ. მაიდანი უნდა შეწყვეტილიყო და ხელახალი არჩევნები ჩატარებულიყო, მაგრამ დასავლეთმა იანუკოვიჩი (წაიკითხე, პუტინი) გადააგდო. იანუკოვიჩმა ძლივს გაასწრო სიკვდილს და ახლა თავს როსტოვს აფარებს. პუტინმა სამაგიერო უკრაინას (წაიკითხე, აშშ-ს) იმით გადაუხადა, რომ ჯერ დონბას-ლუგანსკი გამოეყო ბანდერელთა ფაშისტურ უკრაინას, ხოლო შემდეგ ფილიგრანული ოპერაციით, ისე, რომ ტყვია არ გაუსროლია, ყირიმი “აახია”, რითიც (რაც არ უნდა იყიყინონ დასავლელმა ლიბერალებმა) აღადგინა ისტორიული სამართლიანობა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის თემა მოლაპარაკების საგანი არავისთან და არასდროს არ იქნება, რაც კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებშიც აისახა.

ამ ყველაფრიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსკოვი მიხვდა, რომ დასავლეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ის ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და მხოლოდ უხეში ძალის ენა ესმის. სწორედ ეს ხდება დღეს მინსკში. ამას წინათ რუსეთის საგარეო მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს მოძმე ბელარუსს, მით უმეტეს, რომ მოსკოვი და მინსკი დეკლარირებულად მოკავშირე სახელმწიფოები არიან, შემდგომ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების რეალური პერსპექტივით. იგივე გაიმეორა ვლადიმერ პუტინმა სოჭში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ტეტ-ა-ტეტ საუბრისას და, მას ძალაც რომ შესწევს ქადილისა, მსოფლიო ლიბერასტები არაერთხელ დარწმუნებულან.

როგორც ჩანს, რუსეთმა გააცნობიერა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ბელარუსში შეტევაზე გადავიდა _ ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის დასავლეთი საზღვრები ჩაკეტა. მათ შორის, პირველ რიგში, პოლონეთ-უკრაინასთან, რადგან სწორედ აქ მოუყარა თავი ნატომ მრავალრიცხოვან ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც საკუთარში, ისე დაფრინავენ ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები რუსეთის საზღვრიდან, სულ რაღაც, 15 კილომეტრში. ამ აშკარად დასაშინებელ სამხედრო აქციას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის არმიასთან ერთად დასავლეთ საზღვრებთან ჩაატარა სრულმასშტაბიანი სამხედრო სწავლება “სლავური ძმობის” სახელწოდებით და, რადგან ხსენებულ სწავლებებს პირობითად თუ შეიძლება “სლავური ძმობა” ვუწოდოთ (სლავები რუსებსა და ბელარუსებთან ერთად არიან უკრაინელები, პოლონელები, სლოვაკები და ა.შ.), გამიჩნდა იდეა, ხსენებულ სწავლებებს, სლავური კი არა, “მართლმადიდებელთა ძმობის” სწავლებები დაერქვას, რომლის მონაწილე, ჩვენს ქოც-ნაცთა ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, საქართველოც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, რომელ ჭკუაზეა ლაპარაკი, როდესაც აშშის ელჩის დაუკითხავად ქოცნაცებს ჩაიც ვერ დაულევიათ და, მართლმადიდებელთა ძმობა კი არა, საკუთარ ტერიტორიაზე ნატოსთან ერთად სახიფათო სწავლებით ყელყელაობენ; სახიფათო, რადგან რუსეთის შეტევაზე გადასვლა პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენასაც გულისხმობს. ამიერ და იმიერკავკასიაში დედის წინ მორბენალი კვიცის როლს საქართველოს ათამაშებენ და, თუ ჭკუით არ ვიქნებით, ასეთ კვიცს რომ ჭამენ, კარგად ვიცით ყველამ.

დავით მხეიძე

P.S. შინაური ლიბერასტებისგან ხშირად მსმენია საყვედურის ტონით ნათქვამი: რუსები ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, მხოლოდ ცეკვასიმღერას ითხოვდნენ და საქართველო ერთ დიდ რესტორნად აქციესო, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან საქართველოში მეცნიერება, სპორტი, კულტურა და მრეწველობა თუ სოფლის მეურნეობა არასდროს არ ყოფილა ისე აყვავებული, როგორც რუსეთის ორივე (ცარისტულ და კომუნისტურ) იმპერიაში ორი ერთმორწმუნე ერის თანაცხოვრებისას. მინსკის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ლგბტ დროშებით შეიარაღებულიოპოზიციონერები”, რომლებსაც, მათი დასავლელი პატრონების დარად, მხოლოდ უხეში ძალის ენა ესმით, რომელსაც, მიუხედავად ევროპარლამენტის პროტესტისა, ალექსანდრე ლუკაშენკო არ აკლებს, რადგანბატკასმარცხი ლიბერასტების გამარჯვებას ნიშნავს, ხოლო მათი გამარჯვება _ მართლმადიდებელი რუსეთის მარცხს, ამიტომ, ძმებო მართლმადიდებლებო, მხოლოდ წინ და მხოლოდ შეტევაზე!

როგორც დიდი სტალინი ამბობდა, არც ერთი ნაბიჯით უკან! ჩვენ უკან გმირი წინაპრების საფლავებია და ჩვენი შვილების მომავალი.

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here