Home სხვადასხვა დაიჯესტი მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლაზე

მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლაზე

768
მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლაზე

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში სინანული გამოთქვეს, რომ არ შეისმინეს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შეშფოთება სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლის გამო, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე ვლადიმერ ლეგოიდამ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ადგილობრივი ეკლესიების შეშფოთება არ შეისმინეს”, _ განაცხადა ლეგოიდამ და დასძინა, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე თავის განცხადებაში, რომელიც 6 ივლისს გამოქვეყნდა, აღნიშნავდა, რომ “თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მიმართული არ არის არსებული დაპირისპირების აღსაკვეთად, პირიქით _ კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას”.

საბერძნეთმა თურქეთის გადაწყვეტილებას აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლის შესახებ პროვოკაცია და მართლმადიდებლების გამოწვევა უწოდა.

ამ საკითხზე განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა:

“…ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აიასოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად”, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ივლისს გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება სტამბოლში წმინდა სოფიის ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს თურქეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, აია-სოფია მეჩეთად გადააკეთოს.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here