თბილისში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, მათ შორისაა გმირთა მოედანი და ღვინის აღმართი.
გმირთა მოედანზე განსაკუთრებული ყურადღება მძღოლის მიერ სწორ მანევრირებას მიექცევა, ხოლო ღვინის აღმართზე მნიშვნელოვანი იქნება მძღოლს ავტომობილი არ ჩაუქრეს.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პროექტირების სამუშაო უკვე დასრულებულია.