Home რუბრიკები საზოგადოება “მართალში რას იძლევი, ტყუილი რომ გითხრა?”

“მართალში რას იძლევი, ტყუილი რომ გითხრა?”

თბილისური შტრიხი

306

იყო დრო, როცა თბილისის .. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორც წესი, აგვეკიდებოდა მარჩიელი ბოშა ქალი:

_ Погадаю, погадаю!

ან დამახინჯებულად:

_ პაგადაი, პაგადაი! _ რომელიცგაქართულებულირუსულის მიბაძვით იყო ნაკარნახევი: ასე უკეთ გაიგებენო პროვინციელი ქართველები ამ ერთსიტყვიანი სარეკლამო სლოგანის დედააზრს.

იგებდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ.

დღეს, მადლობა ღმერთს, ასეთი მარჩიელებისგან გაწმინდეს თბილისელების დასასვენებელი სივრცეები.

და მასობრივად გადაინაცვლა ამ მომაბეზრებლობამ პრესაში. ტრადიციულსა და ელექტრონულში. კაბა-კაბაზე ჩამოფუჩეჩებული მარჩიელების ნაცვლად გამოგვეცხადნენ _ ანალიტიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების და ა.შ. ამპლუაში. იმავე შიგთავსით.

უმეტესად _ აზროვნებით იმპოტენტები. მაგრამ იმპოზანტურები. ჰალსტუხიანები (ჯერ დაუღეჭავი) ან გულგაღეღილები, დაზეპირებული ფორმულებით და გუშღამ დასიზმრებული აზრების ფარშევანგის კუდებით.

ის რეზო ამაშუკელი იყო, რომელმაც ძილში დაწერა თავისი შედევრი “ჩაიხანა”, მსგავსი არაფერი არ შექმნილა დღემდე. სიტყვისა და ფერწერის გენიალური შენადნობია. აუდიოპლასტიკა.

ჩვეულებრივ, სიზმარი ცხადში საპირისპიროდ ხორციელდება.

მაგრამ არა ამაშუკელთან (ღმერთმა აცხონოს!)

“…ლეკი ხარ, მაინც ლეკი ხარ,

იმამ შამილის ლეკვი ხარ!..

სანამ სატევარს დამკრავდი,

სახელი მაინც გეკითხა!..”

შემოგვესიენ:

ვხედავ ახლად გამომცხვარ

ამ უტიფარმესიებს” _

ჰოდა, გადავრჩენილვართ,

გვეშველა და ეს არის!..”

ახლა საით?

აქ მთავრდება პოეზია და იწყება პოლიტიკური შარლატანობა… ხოლო ნათელმხილველთა რაციონალიზატორ ბრიგადირს მკლავზე შევარდენის ნაცვლად ეჯდა ერთი გონებაჩლუნგი თუთიყუში, სახელად “ბორია პაგადაი” და პატრონის მითითებით მუყაოს ყუთიდან ნისკარტით ამოჰქონდა გაკეცილი ქაღალდის ოთხკუთხედები, რომლებშიც ძე შეცდომილის მომავალი იყო ჩაწერილი.

გამოჭერილი კლიენტი ყურადღებით წაიკითხავდა და აქოთქოთდებოდა სხვების დასანახად, ვითომ არ დაიჯერა, მაგრამ ჩაფიქრდებოდა. და იბითურებდა თავს.

ამ დღეში გვაგდებენ ერთნახადი არაყივით უგრადუსო ექსპერტები, რომლებსაც ვუსმენთ და რომლებსაც თურმე, დიდი ხანია, უპოვიათ “მართვადი ქაოსის” ფილოსოფიური ქვა _ პრიმიტიული რუსოფობია.

და თავს დებენ ობიექტურ ანალიზზე…

დროს ნუ დავკარგავთ.

სერიოზულ ექსპერტებს მოვუსმინოთ, საქმეში ჩახედულებს, რომლებიც ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებს ხელმძღვანელობენ და იშვიათად ჩნდებიან ეკრანზე.

დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლების სპეციალური სამხედრო ოპერაციის მესამე დღე საანალიზოდ ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. მაინცდამაინც ამ დღეს გართულდა ვითარება. ექსპერტებმა განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უშიშროების სამსახურის დახმარებით ემზადება საზარელი ბოროტმოქმედების ციკლის ჩასადენად. ისეთი დიდი საწარმოების ასაფეთქებლად, როგორიც არის “აზოვსტალი” და სხვა მასშტაბური კომბინატები. ამიტომ არის, რომ ახალაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობა თავს არიდებს მკვეთრი ღონისძიებების განხორციელებას ოპერაციისას და ფრთხილი ნაბიჯებით იფარგლება.

გაცხადდა, რომ მოწინააღმდეგე აპირებდა სლავიანსკის, კრამატორსკის, არტიომოვსკის დასახლებული პუნქტების გადაბუგვას “გრადის” ტიპის რაკეტებით, რათა შემდგომ რუსეთს დააბრალოს ეს ბარბაროსული ქმედება.

რაც მისი სახლიდან გადარჩა

არ იცვლება ომის წარმოების მეთოდები, მდიდრდება კიდეც დაგროვებული გამოცდილების არსენალიდან. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი მაგალითი გავიხსენოთ.

1990-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროს საკმაოდ იყო გავრცელებული ერთი მხარის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედების მოწინააღმდეგისთვის გადაბრალების პრაქტიკა. ეს ისეთ პროფესიულ დონეზე კეთდებოდა, რომ ზოგიერთი ბოროტმოქმედება დღემდე გაუხსნელია. დაინტერესებულმა ძალებმა ჯერ უშუალოდ აფხაზეთის ფრონტზე, შემდეგ მთელ ქვეყანაში გაავრცელეს პროვოკაციული ხმები, თითქოს ქართულმა მხარემ თავის მოიერიშე თვითმფრინავს რუსეთის სამხედრო ავიაციის განმასხვავებელი ნიშნები მიახატა და რამდენჯერმე დააბომბინა სოხუმი _ მაინცდამაინც ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არნახულ ვანდალობად და სამხედრო დანაშაულად შეაფასა ყოფილი სოციალისტური სივრცის ქვეყნების აქტიურმა საზოგადოებრივმა აზრმა.

საბჭოთა კავშირი სულ ახალი დაშლილი იყო და ყოფილ რესპუბლიკებში ჯერ კიდევ სამასხროდ არ გაეხადათ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის პრინციპები. აღშფოთებამ პიკს მიაღწია…

კოკასა შიგან რაცა დგას

ამ დროს სოჭში იმართება საქართველოს, რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელშიც რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ავღანეთის გმირი, გენერალი გრაჩოვიც მონაწილეობს.

შესვენებაზე ინტერვიუს ვთხოვ მინისტრს და მიუკიბ-მოუკიბავად მივმართავ:

_ ვინ გიკარნახათ, ამხანაგო გენერალო, საკუთარი სახელის გატეხვის ხარჯზე ამ პროვოკაციული ჭორის გავრცელება?

ალბათ, უფრო დალაგებულად ვუთხარი და უფრო მწარედ. ობივატელის პათეტიკითაც.

უნდა გენახათ, რა დაემართა: ვულკანურმა ძალამ თვალები გუგებიდან ამოუგდო და გავარვარებულ კამათლებად დააგორა საკურორტო პლაჟზე: შაშუ ბეშ! დააღო პირი და ამოიხავლა:

_ ესე იგი, მეუბნებით, რომ მე აგრესორი ვარ?

ჩამწარებული სიბერე

_ დიახ! თქვენ ხართ ნამდვილი აგრესორი! _ ყვირილით ლამის ყელში სწვდება გრაჩოვს კოკა ყანდიაშვილი, რომელსაც წინა დღით პირველი შვილი შეეძინა და მაინცდამაინც ხასიათზე არ იყო, რადგან ბიჭს ელოდა და დაიბადა გოგო. მომატყუესო…

_ ამას გეუბნებით მე, რუსეთის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტი.

გრაჩოვი გაშრა… ელცინის შემდგომმა ხელმძღვანელობამ გენერალი მოიცილა. დღეს აღარავინ იხსენებს.

ის “გადაღებილი” თვითმფრინავი, როგორც მახსოვს, შემდეგ ჩვენებმა ჩამოაგდეს. პილოტი ტელევიზიით გვაჩვენეს. თვითმფრინავიც. სადღაც აფხაზეთის ტყეში. ედუარდ შევარდნაძეც მოიყვანეს. დაათვალიერებინეს.

გრაჩოვისნაირი გენერლები მართავდნენ იმხანად რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

გასულ კვირაში მსგავსი ფაქტი უკრაინაშიც განმეორდა: ტანკმა (თუ სარაკეტო დანადგარმა) ქალაქის ცენტრში გადაუარა მსუბუქ ავტომანქანას, რომელსაც პატრონი მართავდა. უკრაინულმა და დასავლურმა მედიამ ეს ტრაგიკული ფაქტი რუსული არმიის ამორალურ ქმედებად გაასაღა. რუსებმა თავი იმართლეს: იმ თაობის ტანკი (თუ დანადგარი) შეიარაღებაზე, რამდენი წელიწადია, აღარ გვაქვს, უკრაინულიაო.

ვინ სად დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა კრეშჩენდოს აღმატებულ რიტმითა და ჟღერადობით ურთიერთგადაბრალების პრინციპით გრძელდება.

თითქმის ყოველდღიურად.

მძიმე მდგომარეობაა იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც ნაცეკების პროპაგანდისტულ შეტევებს ნოყიერი ნიადაგი დახვდა.

რუსეთის მეწინავე სამხედრო ნაწილებისთვის ამ პუნქტების აღება გართულდა, მაგრამ ამ სიძნელის განზოგადება და ტენდენციად წარმოჩენა სწორი არ იქნება, რადგან სხვაგან _ დონეცკისა და ლუგანსკის უკვე აღიარებულ სახალხო რესპუბლიკებში (როგორც რუსეთის მედია გადმოგვცემს) მოსახლეობა სიხარულით შეხვდა რუსეთის არმიის ნაწილებს.

ნავაჟკაცართან

ოკუპაციის ხსენებაც არ არის.

ამ დროს უკრაინის მხარე აცხადებს, რომ მზად არის, დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკება რუსეთთან. რუსეთი შეაჩერებს შეტევით ოპერაციას. მხარეები შეთანხმდებიან მეორე დღისთვის მოლაპარაკების გამართვის საკითხზე. რუსეთის დელეგაცია, რომელსაც სათავეში ჩაუყენებენ რუსეთის ფედერაციის ყოფილ კულტურის მინისტრს, ამჟამად პრეზიდენტის თანაშემწე მედინსკის, ჩადის გომელში, ელოდება უკრაინელ კოლეგებს. დღე ისე გავა, რომ კიევიდან გომელში უკრაინელები არ ჩავლენ.

ეს შეთანხმების დარღვევაა.

პრეზიდენტი პუტინი, უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებას სამხედრო ოპერაციის განახლების შესახებ.

სულ ბოლო მომენტში ლუკაშენკო კიევთან მოლაპარაკების შემდეგ უკავშირდება პუტინს და სთხოვს, არ გაიწვიოს დელეგაცია. რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმება ბელარუს კოლეგას.

მოლაპარაკება იწყება.

შეტევა გრძელდება. თითოეული საათი მსხვერპლის თავიდან აცილების ნაღდი საშუალებაა ორივე მხარისთვის. იმედოვნებენ, რომ “ხვალ მზე ამოვა…” ვნახოთ, მოჰყვება თუ არა ამ პლანეტარულ ჩვეულებრიობას მშვიდობა, თუნდაც დროებითი.

მოლაპარაკების პირველი რაუნდი პრაქტიკულად უშედეგოა…

სერიოზულ ანალიტიკოსებს შორის დომინირებს აზრი, რომ გეოპოლიტიკის თვალსაზრისით უკრაინა შეერთებული შტატებისთვის დაკარგულია, მაგრამ გერმანია იარაღის ახალ პარტიას უგზავნის უკრაინას.

ბუნდესტაგის კმაყოფილი დეპუტატები ტაშით მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას.

ოვაციით.

ამასობაში უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს იარაღს ურიგებს. უსაბუთოდ და ყოველგვარი კონტროლის გარეშე, _ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უცნობ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობას სამხედრო პროფესიასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, 25 ათასი ავტომატი და 10 მილიონი ვაზნა ჩააბარა. იმავე ღამეს კიევში უფრო დიდი სროლა იყო, ვიდრეთბილისის ხოჯევანქის უბანში”. რუსეთის ჯარს ამ მასობრივ დუელში ჩარევა ფიქრადაც არ მოსვლია. სამაგიეროდ, როგორც ერთმა ტელეწამყვანმა თქვა, აქტიურად მონაწილეობდნენ იდიოტები ხელისუფლებიდან, რომლებმაც მაროდიორები აღჭურვეს კალაშნიკოვებით და უკრაინის მოქალაქეებმა ერთმანეთის დახოცვა დაიწყეს. ბართლომეს იმ ღამეს, კიევის პოლიციის ცნობით, 60 ადამიანი შეეწირა.

ეს მონაცემი სრული არ არის, რადგან პოლიცია ყველა გამოძახებაზე არ მისულა. ხელისუფლებამ კი ციხეებიდან გაუშვა სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გამოცდილება ჰქონდა…

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქის საცხოვრებელ კვარტლებში, კორპუსებს შორის სამხედრო ტექნიკა ჩააყენეს, ხელისუფლებამ თანამოქალაქეები სასიკვდილოდ გაწირა. ქალების, ბავშვების, მოხუცების ცოცხალი გალავანი მთავრობის წევრების უშიშროების დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც ტერორისტების ტაქტიკის აუცილებელი შემადგენელია და რომელსაც ისინი უკრაინის კონფლიქტამდე კარგა ხნით ადრე აქტიურად იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და სხვაგანაც.

ასპარეზზე გამოდის იაკობ კედმი

პაუზა გაუგრძელდა კედმის. კარგა ხანია, არ გამოგვიქვეყნებია მისი ნააზრევი.

უკრაინის არეულობასთან დაკავშირებით მისი მოსმენა, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს:

_ რუსეთი დღეს საქმის ცოდნით მოქმედებს, პროფესიულად. საომარ გარემოზე ზედმეტი ლაპარაკი და განმარტება საჭირო არ არის.

ამიტომ ჰგონიათ, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტა. ისრაელელი ანალიტიკოსი პროცესების კურსში არ არის და ვითარებას ვერ ფლობს.

_ ცდებიან! _ განაგრძობს ცნობილი ექსპერტი.

მოითმინონ! გაიგებენ.

მაგალითს დაგისახელებთ ჩვენი რაიონიდან (ისრაელს გულისხმობს).

სიცრუისა და პრიმიტიულობის მაგალითად წარმოაჩინეს ებრაულმა სპეცსამსახურებმა “ჰამასი”: სუსტი, გაცრეცილი და არაპროფესიული გაერთიანება არისო.

რადიკალები აქ, უკრაინაში, “ჰამასზე” მეტად ცრუობენ.

ესეც კარგია.

კარგია, როცა მტერი იტყუება, ქმნის რაღაც მოგონილ სიტუაციებს, ფანტაზიორობს. როცა სჯერა თავისი მონაყოლი.

დაიჯეროს!

ყველაფერი ბრძოლის ველზე გაირკვევა.

ჩვენ ახლა იმ სტადიაში ვიმყოფებით, როცა სამხედრო-ტექნიკური მეთოდების გამოყენება დაიწყო.

რუსეთი აიძულეს, გადაედგა ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება შეეწიროს.

დღეს აუხსნეს მათ და მთელ მსოფლიოსაც, რომ ვუბრუნდებით ძირითად პრობლემას. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი, არავინ უწყის.

მაგრამ ძალიან მალე გაიგებენ.

ნაბიჯების ეს სერია იქნება იმ თანმიმდევრობით და მიმართულებით გადადგმული, რომელიც კრემლში აქვთ გადაწყვეტილი. ნავთობის ემბარგო, ანუ საწვავის ემბარგო, რომელზეც დღეს ილაპარაკეს, ზედმეტი იქნება.

რა საჭიროა?

ამას გარდა, სხვა ბევრი ეკონომიკური და სამხედრო მეთოდი არსებობს ამ მიმართულებით განსახორციელებელი. ასე განაცხადეს რუსეთში.

არმიაში წესად აქვთ ყველაფრის ზუსტად ჩამოყალიბება. რუსეთის არმიის წარმომადგენელს იმდღევანდელ ბრიფინგზე არ უთქვამს, _ ნეოფაშისტებს პასუხს ჩვენ მოვთხოვთო. მან განაცხადა, _ ჩვენ ამას გავაკეთებთო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის არმია, რუსეთის სახელმწიფო ერთობლივად გადაწყვეტენ ყველა პრობლემას.

მაგრამ როგორ პირობებში? უკრაინის ტერიტორიაზე რომელი ხელისუფლების დროს? არავის მისცემს რუსეთის სახელმწიფო უფლებას, მათ შორის, არც რუსეთის არმიას მხოლოდ მან რომ მოსთხოვოს პასუხი ნაცისტებს!

არავის დაუთმობს ამ პატივს. შეინახავს და თავად გაუსწორდება.

ამ საერთო თემიდან მე მხოლოდ ერთი საკითხი მაღელვებს, _ განაგრძობს იაკობ კედმი, _ წარსულის რეციდივები, რათა არ განმეორდეს განაჩენებში დებალცევოს პრეცედენტი, როცა მათ (შემოჭრილ სამხედროებს) ნება დართეს, დაუსჯელად წასულიყვნენ, მშვიდობიანად.

მათ (უკრაინელ ნაცისტებს), სრული კაპიტულაციის გარდა, სხვა არაფერზე არ უნდა ელაპარაკონ. ამერიკელებს. მათ ცარიელ სიტყვაზე არ უნდა ენდონ.

ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტი მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრი იქნება. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, როგორ პირობებში შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. სხვანაირად არ გამოვა. ისინი ცრუობდნენ, ცრუობენ და იცრუებენ. ატყუებდნენ და კვლავაც მოატყუებენ. ასე აკეთებდნენ გუშინ, გუშინწინ, აკეთებენ დღესაც.

აღმოსავლეთისკენ სვლის სურვილი რომ დავუკარგოთ, მადაგაღვიძებულ ანგლოსაქსებს, მხოლოდ ერთი რამე უნდა შევისმინოთ: ლაპარაკის დრო გავიდა. ვერავის დაელაპარაკები. დიდმა პარტნიორებმა ეს გაიგეს, მაგრამ ვერ შეისმინეს.

შარშანდელი დეკემბრიდან სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ, 24 თებერვლიდან _ ახალ სტადიაში ვიმყოფებით. დღეის ამას იქით სხვა სამყაროში აღმოვჩნდით _ დილით სხვა იყო, ახლა სულ სხვაა. ამ ახალი მიმართულებით მიყავხართ თქვენდა საბედნიეროდ, _ მიმართავს იაკობ კედმი რუსეთის მოქალაქეებს.

_ სწორად მოიქცა რუსეთი, ეს ოპერაცია რომ დაიწყო? _ შეეკითხნენ ისრაელელ ანალიტიკოსს.

_ ამერიკელებმა ისე დაძაბეს სიტუაცია, რომ რუსებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ. ამერიკელებმა დაასკვნეს, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უმჯობესი იქნებოდა, უკრაინის თემით წარმართულიყო, ამიტომაც შეუგდეს უკრაინა.

ორი საათის განმავლობაში საუბრობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკელი კოლეგა. ამ დროის 95 პროცენტს ახარჯავენ სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. და მხოლოდ 5 წუთი დაუთმო ლავროვმა პასუხებს.

პროპაგანდისტული მანევრი, რომელიც დამუშავებული აქვთ, შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთის ჩათრევას გულისხმობს. იმედოვნებენ, ეს ომი მას დაასუსტებს და აშშ გაუადვილდება მსოფლიოს ჰეგემონობის დასაბრუნებელი გზის დაბრკოლებების დაძლევა.

რუსეთი აჰყვა. რადგან ამ ბოლო დროს თავის შეკავება დონბასში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ვითარების ფონზე ყოვლად წარმოუდგენელი იყო.

ყველაფერი, რაც დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოხდა, აშშ-ს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ძალიან მტკივნეულად.

იაკობ კედმის აზრით, ახლო მომავალში უკრაინის დედაქალაქი იქნება ხარკოვი, ხოლო მთავრობა ლვოვში გაიქცევა.

სხვა ანალიტიკოსების მტკიცებით, უკრაინის ლტოლვილ მთავრობას ლონდონი შეიფარებს.

ტრადიციულად.

თემურ ჯაფარიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here