Home ახალი ამბები მსოფლიო მარადონა: მე მჯერა პუტინის და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის

მარადონა: მე მჯერა პუტინის და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის

2260
მარადონა: მე მჯერა პუტინის და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის

1986 წელს მსოფლიო ჩემპიონმა ფეხბურთში, ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სჯერა რუსეთის პრეზიდენტის და დარწმუნებულია, რომ მალე საყოველთაოდ გამოიყენებენ რუსეთში შექმნილ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.

“მე მჯერა პუტინის, დარწმუნებული ვარ მას მალე ექნება ვაქცინა, იმიტომ, რომ ამის (კორონავირუსის _ ლ.მ.) ატანა აღარ შეიძლება”, _ განაცხადა დიეგო მარადონამ გამოცემა Clarin-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცოტა ადრე მარადონა იძულებული იყო, თვითიზოლაციაში გადასულიყო კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო.

გუშინ გამოცხადდა, რომ არგენტინამ რუსეთს 25 მლნ დოზის მიწოდება სთხოვა.

rusnext.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here