Home სხვადასხვა დაიჯესტი მანიაკმა გაუპატიურების შემდეგ 74 წლის პენსიონერი ქალი პიტბულს დასაგლეჯად მიუგდო

მანიაკმა გაუპატიურების შემდეგ 74 წლის პენსიონერი ქალი პიტბულს დასაგლეჯად მიუგდო

740
მანიაკმა გაუპატიურების შემდეგ 74 წლის პენსიონერი ქალი პიტბულს დასაგლეჯად მიუგდო

ეს საზიზღარი ფაქტი, Pixabay.comის ცნობით, სანფრანცისკოში მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აღნიშნულ დანაშაულს ადგილი ჰქონდა 10 მაისს. ამ დღეს ხანდაზმული ქალი პრაგსტრიტზე, მაკლარენის პარკის მახლობლად სეირნობდა, როცა მას თავს დაესხა მანიაკი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის იყო 47 წლის მანუელ ჟესუს ამადორი. მან თავში ჩაარტყა მოხუც ქალს, გონება დააკარგვინა, შეათრია ერთერთ ახლომდებარე სახლში და აღისრულა ველური ჟინი, _ იუწყება ტელეარხი ABC.

მოძალადე 5 საათის განმავლობაში აუპატიურებდა მსხვერპლს. შესვენების დროს უმოწყალოდ სცემდა და თავის ძაღლს უქსევდა. პიტბულმა საშინლად დაკბინა უმწეო ქალი, რომელიც მოძალადეს დანდობას ამაოდ ევედრებოდა.

ვნება რომ დაიოკა, მანიაკმა ქალი კვლავ ქუჩაში გამოათრია და დააგდო. სანახევროდ გონდაკარგული, დასისხლიანებული მოხუცი გამვლელებმა იპოვეს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

მანუელ ამადორი ცხელ კვალზე დააკავეს. ამჟამად დაპატიმრებულია. მედიის მონაცემებით, ეს არაკაცი ადრე მსგავს ქმედებაში არ ყოფილა შემჩნეული. მას დიდი ხნით მოუწევს ციხეში ყოფნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here