Home რუბრიკები საზოგადოება მანანა მიქელაძე: “მადნეულს” დღესაც “ნაცმოძრაობის” წევრები მართავენ

მანანა მიქელაძე: “მადნეულს” დღესაც “ნაცმოძრაობის” წევრები მართავენ

3416
მანანა მიქელაძე

ყოფილი სსმადნეულიახლა უკვე სსარემჯი”, რამდენიმე წელიწადია, გასაიდუმლოებულ, დახურულ ორგანიზაციას დაემსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიმართ საზოგადოებისა და მედიის ინტერესი დიდია, იქ მიმდინარე პროცესებსა და არსებულ პრობლემებზე საუბარს ვერავინ ბედავს; თუ გაბედავს, ულუკმაპუროდ დატოვებენ.

უშედეგოა პროტესტის ნებისმიერი ზომა, არ ექვემდებარება სასჯელს, სანქციებსა და ჯარიმას. მოკლედ, ქვეყნის უდიდესი საწარმო, რომელიც ყველაზე შემოსავლიანია და რომელიც სულ მოგებაზე მუშაობს, ტერორისტულ ორგანიზაციას დაემსგავსა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლასთან ერთად საწარმოს ხელმძღვანელებიც იცვლებოდნენ, ასე მოხდა 2012 წელსაც _ სსარემჯი” “ოცნებამჩაიგდო ხელში და, ივანიშვილის სახელს ამოფარებულებმა, “ნაცებისპერიოდში უკანონოდ თუ კანონიერად მოპოვებული საყდრისის ოქროს საბადოს ძვირად ღირებული ლიცენზიის საფუძველზე, ახალი კარიერი გადახსნეს. დღესარემჯიკვლავნაცებისხელშია და თანამშრომლებიც შავ დღეში არიან. როგორ და რა მიზეზით ათავისუფლებენარემჯისხელმძღვანელები თანამშრომლებს? რატომ მოიყარეს თავი საწარმოშინაციონალური მოძრაობისპერიოდის ყოფილმა ძალოვანებმა და ზონდერებმა? _ ამ და სხვა დეტალებზე სსარემჯისშრომის დაცვის ყოფილი ინსპექტორი მანანა მიქელაძე გვესაუბრა.

_ წლებია, მე და ჩემი შვილი გიორგი ნასყიდაშვილი ამ საწარმოში ვმუშაობთ. 5 იანვარს, ჩვეულებისამებრ, ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით. სამუშაო საათების დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი კანცელარიიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 5 იანვრიდან კომპანიამ დედა-შვილი სამსახურიდან დაგვითხოვა უშუალო ხელმძღვანელების შეურაცხყოფის, გინებისა და ღირსების შელახვის ბრალდებით. 5 იანვრის ნამუშევარიც არ ჩაგვითვალეს, რადგან გათავისუფლების ბრძანება წინა დღეს იყო დაწერილი.

_ რა მოხდა სინამდვილაში?

_ სინამდვილეში, ღირსება აყრილები და შეურაცხყოფილები ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენზე ზეწოლა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ახალი მენეჯმენტის მოსვლისთანავე აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონდო შუბითიძემ და კორპორაციულმა დორექტორმა კახა მჭედლიშვილმა პირად საუბარში მითხრეს, რომ სამსახურიდან უნდა წავსულიყავით მეც და ჩემი შვილიც, სანაცვლოდ შემოგვთავაზეს კომპენსაცია, მაგრამ უარი განვაცხადეთ. რატომ უნდა გავეთავისუფლებინეთ საქმის პროფესიონალები, სტაჟიანი თანამშრომლები და, თანაც, ადგილობრივები?! მადლობისა და კომპენსაციის სანაცვლოდ ვერ დავტოვებდით სამსახურს. კახა მჭედლიშვილმა მითხრა, _ ვაღიარებ, რომ ამ ეტაპზე თქვენი გათავისუფლება არაკანონიერია, თუ იჩივლებთ, სასამართლო პროცესს მოიგებთ, მაგრამ მომავალში მიზეზს მაინც მოგიძებნით და გაგიშვებთო.

ჩვენზე ზეწოლას მანამდეც და შემდეგაც კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლადო კახეთელიძე ახდენდა, რაც გამოიხატებოდა ჩემი შვილისთვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებაში, ჩემი იმჟამინდელი სამსახურის უფროსის _ ირაკლი დუგლაძის ჩამოქვეითებასა და ახალი უფროსის მოყვანაში, რომელიც მათ თამაშს ითამაშებდა. საბოლოოდ, შრომის დაცვის სამსახურის უფროსმა კახა ჭყონიამ ჩემს შვილს შეუზღუდა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები და გახადა საოფისე თანამშრომელი, თანაც დასძინა, ამას ხელმძღვანელების დავალებით ვაკეთებო. გიორგიმ აღმასრულებელ დირექტორ ჯონდო შუბითიძეს მიმართა, რომელმაც პირად საუბარში განუცხადა, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ შენ მიმართ პირადული წყენა აქვთ და ლადო კახეთელიძეს ინტერესებს ნუ დაეჯახები, მას მოერიდეო. უფლება-მოვალეობები შეზღუდული გექნება, სანამ რაიმეს მოვიფიქრებ, გადაწყვეტილებას კი სამსახურის უფროსის პირით შემოგითვლიო.

ლადო კახეთელიძის ზეგავლენა და ინტერესები საწარმოში ძალიან დიდია. მან ჩვენს კომპანიაში უამრავი ახლობელი და მეგობარი დაასაქმა, იქ გამეფებულია ნეპოტიზმი.

გასული წლის 26 დეკემბერს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში დირექტორის მოდგილე გიორგი ჩხეიძესთან შეხვედრისას უკვე გამზადებული ბრძანება გაგვაცნეს სამსახურის რეორგანიზაციაზე, რომლის მიხედვით შრომის დაცვის სპეციალისტების შვიდი შტატი უკვე შემცირებული იყო და სანაცვლოდ გვთავაზობდნენ ინსპექტორის დაბალხელფასიან სამუშაოს, შრომის პირობების გაუარესებითა და პასუხისმგებლობის მომატებით. 24-საათიანი გრაფიკით მორიგეობით უნდა გვემუშავა, თანაც ოთხ თანამშრომელს ხელფასები რატომღაც გვაკლდებოდა. რაკი საარსებო პირობები აშკარად უარესობისკენ გვეცვლებოდა, ბრძანებას ხელი არ მოვაწერეთ და კონსულტაციის გავლა იურიდიულ დეპარტამენტთან გადავწყვიტეთ. როგორც ირკვევა, ეს ჩაგვითვალეს ხელმძღვანელობის მიმართ დაუმორჩილებლობად და დაპირისპირებად. მეორე დღეს მაინც მოგვიწია დათანხმება, რადგან აგვიხსნეს, რომ ჩვენი შტატები უკვე შემცირებული იყო და შინ გაგვიშვებდნენ. ა.წ. 4 იანვრამდე ჩვეულებრივად ვიმუშავეთ.

4 იანვარს, საღამოს 8 საათზე, როდესაც გიორგი ნასყიდაშვილმა მორიგეობა დაასრულა, მას დაუკავშირდა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი და აცნობა, რომ დაბარებულია შეხვედრაზე. ვფიქრობ, ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, რადგან გიორგის ოთახში შესვლამდე მოსთხოვეს პირადი ნივთების დატოვება: მობილური ტელეფონის, “ფლეშკის”, მაჯის საათის. ჩემი შვილის მაჯის საათი მოგვიანებით ისე გადმომცეს, თითქოს პატიმრის პატრონი ვიყავი. საღამოს 11 საათი სრულდებოდა და იმ ოთახიდან, რომელშიც ჩემი შვილი ჰყავდათ გამოკეტილი, თანაც მობილურის გარეშე, ისმოდა ხმამაღალი, დაძაბული საუბარი და ყვირილი, მივხვდი, ჩემს შვილს უყვიროდნენ. მოვითხოვე ოთახში შესვლა, მაგრამ არ შემიშვეს; ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, შეეშინდათ რა ამ ამბის გახმაურების, გიორგი ჩემს დასაწყნარებლად გამოუშვეს. გაირკვა, რომ მასზე ზემოქმედებდნენ და მოითხოვდნენ ახსნა-განმარტებაზე ხელი მოეწერა, თითქოს უშუალო ხელმძღვანელებს აგინა. ეუბნებოდნენ, ბრალის აღიარების შემდეგ მეპატრონე (ვინ, არ ვიცით) გამოიჩენდა კეთილ ნებას და შეიძლება ეპატიებინა კიდეც.

ადამიანები, რომლებმაც გიორგი, ასე ვთქვათ, დაკითხვაზე დაიბარეს, აღმოჩნდნენ საწარმოს კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი და სასწავლი ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც პროკურატურის ყოფილი გამომძიებელია. მან სწორედ პროკურორის ხერხებითა და მეთოდებით განახორციელა თანამშრომლის დაკითხვა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ ჰყავდათ შუაღამემდე ჩემი შვილი დაკითხვაზე, მიპასუხეს, თუ დაგვჭირდა, კიდევ 8 საათი გვეყოლებაო.

თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, მივმართო ამირან ქართველიშვილის მამას, “ოდეერის” თანამშრომელს: გაგიხარდებოდა, შენს შვილს ვინმე ასე რომ მოქცეოდა?

_ არ გითქვამთ კონკრეტული მიზეზი, რატომ ზემოქმედებდნენ და რატომ სურდათ თქვენი სამსახურიდან დათხოვნა

_ “არემჯი”-ში სისტემაა ისეთი, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ არის, საწარმო სავსეა ძალოვანებით. ახლახან დაასაქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, ვინმე თამარ ვაჩაძე. ადამიანური რესურსების სამსახურში მუშაობს ვინმე კესო ჩიღუნაძე, რომლის მეუღლეც გავლენიანი ძალოვანია. ასე რომ, მათი იქ ყოფნა შიშის ზარს სცემს თანამშრომლებს. ჩვენი გათავისუფლებით დანარჩენი თანამშრომლები დააშინეს, ამით ყველას დაანახვეს, თუ ხმას ამოიღებთ, თქვენც იგივე გელით, რაც ამ დედა-შვილსო. სწორედ ეს შიში იყო, ალბათ, იმის საბაბი, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყალბ ახსნა-განმარტებებზე ჩვენს ყოფილ თანამშრომლებსაც მოაწერინეს ხელი. ისე, აჯობებს, მიზეზი ჩვენი გათავისუფლებისა ხელმძღვანელებს ჰკითხოთ.

_ გაიხსნა საყდრისიყაჩაღიანის ახალი საბადო. საზოგადოებას კარგად ახსოვს იქ მიმდინარე პროცესები. წინააღმდეგობის მიუხედავად, მუშაობა არ შეწყვეტილა; ყველა ამბობდა, რომ ახალი საბადოს გახსნითქართული ოცნებადა პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებულირა მოხდა მას შემდეგ? რატომ არიან დღეს ხელმძღვანელ თანამდებობებზენაციონალური მოძრაობისდროინდელი მაღალჩინოსნები და ძალოვანები?

მადნეული

_ ვერ გეტყვით, სინამდვილეში რა მოხდა. ფაქტია, რომმადნეულსდღესაცნაციონალური მოძრაობისწევრები მართავენ, რომლებიც ამჟამადაც ხელისუფლებაში არიან; მათ შორის, ყოფილი ძალოვანები და ზონდერები, ვგულისხმობ, ამირან ქართველიშვილს, რომელიც, თუ არ ვცდები, ეს ის ამირან ქართველიშვილია, რომელმაც ხელისუფლებაში ნაცების ყოფნისას, 2012 წლის აგვისტოში, ანაკლიაში ადგილობრივ მცხოვრებლებთან იჩხუბა და უშვერი სიტყვებით ლანძღა იქაურები. და კიდევ _ შატაკიშვილი… დავასახელებ ჯონდო შუბითიძესაც, რომელიც ასევე ნაციონალების პერიოდში გამოჩნდა ჩვენს საწარმოში და ახლა უკვე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზეა. ამ ადამიანებს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდათ, ემსჯელათ ჩემს ადმინისტრაცულ გადაცდომაზე.

სამართალს საწარმოში ვეძებდი, მაგრამ ამაოდ. 2 თებერვალს სარჩელი შევიტანეთ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ყველანაირი კანონიერი მეთოდით ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად. პასუხს აგებს ყველა ხელმძღვანელი პირი, რომლებმაც ჩვენს უკანონო გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა.

ესაუბრა ეკა გუგუჩია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here