Home სხვადასხვა Facebook ფრაზები მამუკა ხაზარაძე: ხეების ჭრა თუ გაგრძელდა, არამარტო ტყეს არამედ ბორჯომის კურორტს და...

მამუკა ხაზარაძე: ხეების ჭრა თუ გაგრძელდა, არამარტო ტყეს არამედ ბორჯომის კურორტს და წყალს დავკარგავთ

1224

„თიბისი ჯგუფის“ და კომპანია „ბორჯომის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრას  სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,
ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო. ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა. თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის“, – წერს ხაზარაძე.

აგვისტოს თვეში ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში ხელისუფლებას ხეების ჭრაზე ხუთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძარს ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here