Home სხვადასხვა დაიჯესტი მამა 8 წლის შვილს აშიმშილებდა

მამა 8 წლის შვილს აშიმშილებდა

956
მამა 8 წლის შვილს აშიმშილებდა

როცა მშიერმა ბიჭმა მამის თეფშზე დატოვებული ნარკოტიკი მეტამფეტამინი შეჭამა, მამამ სასწრაფო დახმარებას არ გამოუძახა, _ იუწყება The Sun.

შედეგად ბავშვის სისხლში მეტამფეტამინის სასიკვდილო დოზა 180-ჯერ იქნა გადაჭარბებული. კერტის კოლმანი მიხვდა, რომ შვილი უკვდებოდა, მაგრამ პოლიციის შიშით 911-ში არ დარეკა.

ოთხი საათის შემდეგ ეს ამბავი ბიჭის ბებიამ და ბაბუამ შეიტყვეს. სასწრაფოდ გამოიძახეს მედიკოსები, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო _ ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ უმალვე დააპატიმრა მამა, რომელიც მანამდე სამჯერ იყო გასამართლებული ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით. კერტის კოლმანს ბრალი თუ დაუმტკიცდა, 50 წლით აღუკვეთენ თავისუფლებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here