Home რუბრიკები საზოგადოება მამა რუსუდანი, დედა ნიკა, უძღები შვილი აკაკი და “წმინდა” ლუპერკალიები

მამა რუსუდანი, დედა ნიკა, უძღები შვილი აკაკი და “წმინდა” ლუპერკალიები

8475
აკაკი გოგიჩაიშვილი, ნიკა გვარამია, რუსუდან გოცირიძე

ქართული ტელევიზიები მიზანმიმართულად ეწევიან ნარკოტიკის, უზნეობის, საჯარო აღვირახსნილობის პროპაგანდას და ამას ნამდვილად უდისდასავლეთისსუნი

ქვეყანაში, სადაც სიმართლის თქმა სამშობლოს ღალატად ითვლება, “სიმართლის გაბედულად თქმადნათლავენ უაზრო ბჟუტურს იმის შესახებ, რომ თურმე იესო ქრისტე ადამიანებს შეურაცხყოფდა. ასე ბრძანა საქართველოს ევანგელისტურბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მამა რუსუდანმა. დიახ, რუსუდან გოცირიძე, მოგეხსენებათ, ამ მიმდინარეობის რელიგიის აღმსარებელთა ეპისკოპოსია, ხოლო რადგან მღვდელმსახურთა მოხსენიება მამაოთი არის მიღებული, ქალბატონი რუსუდანიც მამა რუსუდანი გამოდის. მსგავსი უმსგავსობა საქართველოში რომ ძალიან მომრავლდა, ამასაც თვალნათლივ ვხედავთ და უკვე დიდი ხანია, არანაკლებ უმსგავსოდ იქცევარუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნაცების ყოფილი პროკურორი ნიკა გვარამია. შეიძლება ითქვას, დედა ნიკამ მამა რუსუდანი დაჩრდილა კიდეც უმსგავსი განცხადებების კეთებასა და უზნეო საქციელში.

რატომ “დედა ნიკა”? როგორ გითხრათ… გიორგი გაბუნიასთან პირადი “დედაშვილური” დამოკიდებულების გარდა, აშკარაა, რომ ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის დედა უფროა, ვიდრე გენერალური დირექტორი. აკი “რუსთავი 2”-დან აწ უკვე წასულმა სიმართლის დიადმა მაძიებელმა აკაკი გოგიჩაიშვილმაც სწორედ ეგ უსაყვედურა ყოფილ საყვარელ “გენდირს”: ის ყველაფერში ერევა, ყველა შოუს ჟიურიში ჯდება, ყველა ჟურნალისტს და ყველა სიუჟეტს აკონტროლებს, ყველას უკან დაგვყვება, ერთ ნაბიჯზეც არ გვტოვებს და ლამის ქათმის ბარკლების რეკლამაც თვითონ გაახმოვანოს ეთერშიო.

ჰოდა, აბა, ასეთ მზრუნველ ადამიანს რა შეიძლება ეწოდოს, “დედის” გარდა?!

აკაკი გოგიჩაიშვილი ვახსენეთ და, ვიდრე დედა ნიკასა და მამა რუსუდანის ამბებს მივუბრუნდებით, მოდი, ბარემ “უძღებ შვილზე”, აკაკი გოგიჩაიშვილზეც, ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

მე არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალების მომხრე და არც ახლა ვარ”, _ აკაკი გოგიჩაიშვილის ამ განცხადებამ ინტერნეტსივრცე მოიარა. რა თქმა უნდა, კომენტარიც ბევრი იყო და ამ “პირუთვნელი ჟურნალისტისთვის” იმის შეხსენებაც, რომ მან ყოველგვარი იურიდიული, ადამიანური თუ ზნეობრივი ნორმების დარღვევით, ციხეში მყოფი მკვლელი მანიაკის გამოყენებით კულტურის ყოფილ მინისტრ ვალერი ასათიანს სატანისტური რიტუალების ჩატარებასა და ამ მიზნით ორი ადამიანის მოკვლა-დანაწევრებაში დასდო ბრალი.

მოგვიანებით, იმ კონკრეტულმა პატიმარმა, რომელიც გოგიჩაიშვილის “60 წუთში” ასეთ საშინელ ბრალდებებს უყენებდა ვალერი ასათიანს, განაცხადა: ეს ყოველივე, უბრალოდ, ყურადღების მიქცევის მიზნით გავაკეთეო.

რამდენად ზნეობრივია, “ყურადღების მიქცევის მიზნით” ადამიანს სატანისტური რიტუალების ჩატარება და ორი ადამიანის მხვერპლად შეწირვა დააბრალო, ამაზე მსჯელობაც კი არ ღირს. არც იმაზე გვინდა შევჩერდეთ, შეიძლება თუ არა, ეწოდოს ჟურნალისტი ასეთი უზნეობის ეთერში გამშვებს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს “უძღები შვილი”, არც მეტი, არც ნაკლები, ტელეკომპანია “იბერიაში” გადადის თურმე სამუშაოდ.

ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის მესვეურებიც ცხრა წლის განმავლობაში წუწუნებდნენ: მიშამ დაგვხურა, ქონება დაგვიყადაღა და დაგვჩაგრაო. როგორ ფიქრობთ, არ ყოფილან ღირსნი?

სხვათა შორის, ამ თემაზე ამავე ტელეკომპანიის ეთერში მცირე შელაპარაკებაც მოხდა “ოცნების” წევრ ნუკრი ქანთარიასა და ტელეკომპანია “იბერიის” პროდიუსერ-ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილს შორის.

როდესაც ქანთარიამ ხუზმიაშვილს წამოაძახა ტელეკომპანიაში “ყოფილი გამწარებული მიშისტი ჟურნალისტების” მუშაობის შესახებ, ხუზმიაშვილმაც მედგრად უპასუხა: ჩვენს ტელეკომპანიაში, ვისაც გვინდა, იმას ვამუშავებთ და ამას თქვენ არ შეგეკითხებითო.

მართალია! არც არავის უნდა შეეკითხოთ, ვის ამუშავებთ თქვენს ტელევიზიაში, მაგრამ მაყურებელიც არ შეგეკითხება, ისე დაგიძახებთ უზნეოებს, უღირსებსა და უთავმოყვარეოებს. მაყურებელსაც ზუსტად ისევე აქვს უფლება, გიწოდოთ ის, რასაც იმსახურებთ, როგორც თქვენ გაქვთ უფლება, ამუშაოთ თქვენს უზნეო ტელეკომპანიაში ის, ვინც გსურთ!

თუმცა, გული მიგრძნობს, რომ ჩვენი “ევრო-ამერიკელი სოროსელი ძმები” მალე ყველაფერს დაალაგებენ და გოგიჩაიშვილის სახით “რუსთავი 2”-ში “უძღები შვილის დაბრუნებასაც” ვიხილავთ, ზუსტად ისევე, როგორც სხვა დანარჩენი “უძღები შვილები” დაუბრუნდებიან “რუსთავი 2”-ს პირველივე დაძახილზე! მათ, მოგეხსენებათ, ახლა დაგოიმებული ბიძინა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიები ინახავენ და საძღომად აძლევენ ხელფასებსაც, იმ იმედით, რომ ასეთი გზით “რუსთავი 2” დაიშლება. ამ სულელურ “რეცეპტს”, უკვე მეექვსე წელიწადია, ჯიუტად იყენებს ჩვენი “ბრძენი” მილიარდერი, რომელსაც არ უნდა იმის მიხვედრა, რომ ტელევიზია არ არის “კარაქის ცეხი”, ასე მარტივად რომ დაიშალოს.

ბოლოს და ბოლოს, არც მხოლოდ ნიკა გვარამიაა მთლიანად “რუსთავი 2” და, გოგიჩაიშვილი და მისთანანი მხოლოდ “ნიკა გვარამიას ხუშტურებს” რომ ასახელებენ “რუსთავი 2”-დან მათი წასვლის მიზეზად, ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს?

ანუ, ეს ტელეკომპანია ნიკა გვარამიამდე არც მატყუარა ყოფილა, არც ცილისმწამებელი, არც მიშა და ვანო ატრიალებდნენ თავის ჭკუაზე, რადგან იმხანად არანაირი პროტესტი არ გასჩენიათ არც აკაკი გოგიჩაიშვილის ჯგუფს, არც “ნიჭიერის” ჯგუფს, არც “იმედზე” გადასულ საინფორმაციოს კორესპონდენტებს. გამოდის, მათთვის “რუსთავი 2” გადასარევი და მისაღები ტელევიზია იყო ნიკა გვარამიამდე და ასეთი საშინელი მხოლოდ ნიკა გვარამიას ხელში გახდა, ხო? მოდი, თავად დაფიქრდი, მკითხველო, ეს რასაც ნიშნავს.

თვითონ დედა ნიკაც არ ჩამორჩება სისულელეების ლაპარაკში თავის “უძღებ შვილებს”. “რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” დიდი შეცდომა იყო ის, რომ ზურაბ ადეიშვილს კონტროლის ქვეშ ჰყავდა სასამართლოები. ახლა ვხვდები, რომ ეს ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ასე. ყოველივე ისევ ჩვენ შემოგვიბრუნდა ცუდად და მთლიანად ქვეყანასაც!” _ განაცხადა ნიკა გვარამიამ ქართული სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებულ კომენტარში.

ხედავთ, რა ხდება? _ ადამიანი, რომელიც იყო სახელმწიფოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შემდეგ, ცოტა ხნით, იუსტიციის მინისტრიც, ამბობს: ახლა მივხვდი, სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს და მას იუსტიციის სამინისტრო და, მით უმეტეს _ პროკურატურა არ უნდა აკონტროლებდესო.

ერთი სიჩლუნგეა ის, რომ, გენერალური პროკურორის მოადგილედ როცა დაინიშნა, არ იცოდა ეს ელემენტარული რამ და კიდევ უფრო მეტი სიჩლუნგეა, იმდენსაც რომ ვერ ხვდება ამხელა კაცი, რომ ახლა მაინც არ უნდა გაამხილოს, მაშინ ამდენს რომ ვერ ხვდებოდა.

როგორ მოგწონთ? _ ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც დემოკრატიის უელემენტარულესი მოთხოვნებიც კი არ იცოდნენ და მხოლოდ ახლაღა მიხვდნენ, რომ სასამართლო პროკურატურის მონა არ უნდა ყოფილიყო.

კიდევ კარგად გადავრჩენილვათ იმ ცხრა წელიწადში, მეგობრებო!

თუმცა საკითხავია: გადავრჩით კი? როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილსა და მისი გუნდის ასტარლში გასულმა რეგვნობამ სოროსულ-ატლანტიკური ძალებიც კი გააოგნა და სწორედ ამ გაოგნებით ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მიშა და მისი რეჟიმი მოგვაშორა. ახლა კი ფაქტია: ეს ძალები ისევ იკრებენ ძალას, გონს მოდიან და აგერ დაიწყო კიდეც მამა რუსუდანმა ქადაგება: იესო ქრისტე ისეთ თაღლითობებს სჩადიოდა თავის დროზე, რასაც დღეს 300-ლარიანი ჯარიმა შეესაბამებაო. არ ვაჭარბებ, მართლა თქვა, დედას გეფიცები! ეგ კი არა, 14 თებერვლის მოახლოებასთან ერთად ისევ გააქტიურდა თემა, რომ წმინდა ვალენტინი პედერასტი ყოფილა და ჩვენ, ყველანი, ამ დღეს გეიწყვილების ერთად ყოფნის დღესასწაულს აღვნიშნავთ თურმე.

ბევრს ჰგონია, წმინდა ვალენტინი მხოლოდ კათოლიკური ან ლუთერანული ეკლესიებისთვის არის წმინდანი. სინამდვილეში, იგი მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანიცაა, ოღონდ მართლმადიდებლური ეკლესია მისი ხსენების დღეს 19 ივლისს აღნიშნავს.

წმინდა ვალენტინი გეი არ ყოფილა. ის, უბრალოდ, ჩუმად სწერდა ჯვარს შეყვარებულ წყვილებს, რადგან, სამხედრო მოსაზრებებით, რომში რაღაც პერიოდის განმავლობაში მეომრებს ცოლის მოყვანა ეკრძალებოდათ.

კათოლიკურმა სამყარომ კივალენტინის დღითჩაანაცვლა ძველი რომაული დღესასწაული _ ლუპერკალიები. ეს იყო ეროტიკული წარმართული დღეობა, როდესაც ქალღმერთ ლუპერკის ცხოველებს სწირავდნენ მსხევრპლად, ხოლო ახალგატყავებული ცხოველის ტყავისგან დამზადებული სისხლიანი ქამრებით შიშველი მამაკაცები შიშველ ქალებს სცემდნენ, რათა მათი ნაყოფიერების უნარი მომატებულიყო.

როგორც ჩანს, მამა რუსუდანსა და მისნაირებს ასეთი დღესასწაულების აღდგენა სურთ საქართველოში, ამასთანავე, იმის დამტკიცებაც, რომ ეკლესიას პედერასტი წმინდანად ჰყავს შერაცხილი. ამას ხელს უწყობს დასავლეთიდან თავსმოხვეული, მილიონიანი გრანტებით დაფინანსებული შტერული პროპაგანდაც.

მაგალითად, ტელეკომპანიაიმედმაგასულ კვირაში სრული სერიოზულობით შემოგვთავაზა სიუჟეტი, რომლითაც გვიმტკიცებდა, რომ მარიხუანის, ანუ კანაფის მოწევა ყოფილა ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის და კადრებიც კი გვანახეს, როგორ უვლიდნენ დედა და მისი 12-13 წლის ქალიშვილი ვერანდაზე დათესილი მარიხუანის ნერგებს. ერთხელაც არ წამოსცდენიათ არც სიუჟეტის გამკეთებელ ჟურნალისტს და არც წამყვანებს, რომ აქ კანაბიდოილზე, ანუ კანაფის, მარიხუანის ზეთზე იყო საუბარი და არა კანაფის მოწევაზე.

კანაფის ზეთი სამკურნალო დანიშნულებით, კარგა ხანია, გამოიყენება მედიცინაში და ეს “იმედის” აღმოჩენა ნამდვილად არ არის, თუმცა არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას ჯერ არ უთქვამს ის, რომ დამწვარი კანაფის კვამლის შესუნთქვა ვინმესთვის შეიძლება სამკურნალო და სასარგებლო იყოს.

ფაქტია, რომ ქართული ტელევიზიები (და არა მხოლოდრუსთავი 2”) მიზანმიმართულად ეწევიან ნარკოტიკის, უზნეობის, საჯარო აღვირახსნილობის პროპაგანდას და ამას ნამდვილად უდისდასავლეთისსუნი!

ყველა გზა რომში მიდისო, ნათქვამია და იქნებ მართლაც დროა, მავანი ძალიან “პრადვინუტებისთვის”, ზედმეტად “გადაგენდერებულებისთვის”, ტვინგახურებული “ფემინისტკებისთვის” მართლაც აღვადგინოთ რომაული ლუპერკალიები და სულ შიშველ უკანალებზე ვურტყათ სისხლიანი მათრახები? ეჭვი მაქვს, იქნებ ესიამოვნოთ კიდეც…

ვალენტინობას გილოცავთ, შეყვარებულო წყვილებო!

ბაკურ სვანიძე

4 COMMENTS

  1. Боитесь КОЗЛА спереди,КОНЯ-сзади, ДУРАКА-со всех сторон. Извечный вопрос: -“Что делать?” !!!!!- пройдиTe мимо молча, чем пустословить….

  2. თუკი მაგ პრინციპს აწვები, რომ ტყუილ ლაპარაკს ჩუმად ჩავლა სჯობს, რაღატომ აკომენტარებ? გაიარე რა ჩუმად 🙂

  3. მართალია ვალენტინი თავად არ ყოფილა გეი, მაგრამ მამაკაცს ხომ აქორწინებდა მამაკაცზე?სწორედ ამიტომაც დასაჯეს სიკვდილით. ამიტომ ის ვერანაირად ვერ ჩაითვლება სიყვარულის დღის სიმბოლოდ და სწორედ მათ აღნიშნეს მისი დღე პირველად, ვისი სიყვარულის დასაკანონებლად იღწვოდა ვალენტინი….გეებმა.
    .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here