Home რუბრიკები საზოგადოება პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით აღარ ხვდებიან

პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით აღარ ხვდებიან

მამა დავითი (ქვლივიძე): ასიოდე წლის წინათ თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც იგივე მეორდება

პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით აღარ ხვდებიან

მას შემდეგ, რაცმეგობარმათურქეთმა საქართველოს პარლამენტს თითი დაუქნია და დაბლოკა საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას ითვალისწინებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქ მაღალჩინოსნებს ლამის ფეხქვეშ გაეფინონ

პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით უკვე აღარ ხვდებიან. აქეთ ჩამოსულ თურქ დიპლომატებს კი პრეზიდენტიც, პრემიერიცა და პარლამენტის თავმჯდომარეც თვალებში შესციცინებენ. ამჯერად თბილისს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სეიფულა ჰაჩიმუთოღლუ ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავებაგანვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მოგვიანებით სეიფულა ჰაჩიმუფთოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდა

არის თუ არა თურქეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო, რა ინტერესი აქვს მას რეგიონში და რატომ დაბლოკა ოფიციალურმა ანკარამ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც დიდგორის ბრძოლის დღე უქმედ უნდა გამოცხადებულიყო? “საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავითს (ქვლივიძეს) დაუკავშირდა.

მამა დავითი (ქვლივიძე)
მამა დავითი (ქვლივიძე)

მამა დავითი (ქვლივიძე): _ ცოტა შორიდან დავიწყებ. გაიხსენეთ კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში, ერდოღანთან ოფიციალურ შეხვედრაზე ორივე მხარეს თურქული დროშა იყო გამოფენილი, ქართული ხუთჯვრიანი დროშა აღარ დაკიდეს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თურქები საქართველოს აღარ აღიქვამენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, საქართველო მათთვის არის ვასალური ქვეყანა. ახლა ვიღაც ლაპარაკობს, რომ რუსები ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რუსებს ასეთი რამ გონებაშიც არ გაუვლიათ. დიდგორის მემორიალი მათი აშენებულია…

რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს “ისტორიულ მეგობრობას”, ერდოღანმა ადრე პირდაპირ განაცხადა, თურქეთს საფრთხე ემუქრება რამდენიმე წერტილიდან: ბალკანეთიდან, დამასკოდან, იემენიდან და ბათუმიდანო. შემდეგ ხაზი გაუსვა, _ ყარსიდან და ართვინიდან კი არა, ბათუმიდანო. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ თურქებს საქართველოს მიმართ და ამას არც მალავენ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაც სერბეთს გაუკეთეს, იგივე ბედი ელის საქართველოსაც

_ რას გულისხმობთ?

_ სერბეთი ჩვენ თვალწინ დაშალეს და იმავეს ცდილობენ აქაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი ამპარტავნება მას აჩქარებს. გახსოვთ კადრები ფილმტიტანიკიდან”, გემი რომ იძირება და ორკესტრი უკრავს? ზუსტად ასეა ჩვენი საქმეც, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. როგორ უნდა გაგიბედოს ვიღაც ელჩმა, _ შენი ქვეყნის უდიდესი ისტორიული გამარჯვება არ აღნიშნოო?! რა ჰქვია ამას?! ასეთი სახელმწიფო შეიძლება იყოს შენი მეგობარი და პარტნიორი?!

_ ოფიაციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის საელჩომ, უბრალოდ, სთხოვა პარლამენტს, არ დაამტკიცოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა.

_ რა მნიშვნელობა აქვს, თხოვნა იყო თუ ბრძანება, ხომ დაიბლოკა ეს ინიციატივა?! ახლა შეკითხვა მაქვს ბატონ თურქეთის ელჩთან: ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელი ტროპარებში გვიწერია, სარაცინთა მომსვრელოო, პირდაპირ ასეა და იგივე წერია თამარ მეფის ტროპარშიც, რა ვქნათ, ამოვშალოთ? ფრესკებიდანაც წავშალოთ? რა არის თხოვნა, ამას შეიძლება, თხოვნა დავარქვათ?! საქართველო სულ ხუთჯერ იყო გაერთიანებული: ფარნავაზის მეფობის პერიოდში; ვახტანგ გორგასლის დროს; აშოტ კურაპალატის დროს დაიწყო და დავითის მეფობის პერიოდით გაგრძელდა; გიორგი ბრწყინვალის პერიოდში და, როცა რუსეთის იმპერიაში ვიყავით. 1917 წელს რუსეთის იმპერიის ჯარები ერზრუმამდე მივიდნენ და იმხანად ქართველი სასულიერო პირები მართლმადიდებლურ წირვას ოშკსა და იშხანში ატარებდნენ. მერე კი, როცა რევოლუცია მოხდა, სულ რაღაც ასიოდე წლის წინათ, თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც ანალოგიური რამ მეორდება. არადა, დღეს ვიღაც გაიძახის, თურქები ჩვენი ისტორიული მეგობრები და მოკავშირეები არიანო. ჩვენი სისხლით იკვებებოდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელ მეგობრობაზე საუბრობენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო ლაპარაკი?!

აგერ, მეზობელი სომხები აციებს აქციებზე მართავენ 1915-18 წლების გენოციდის აღიარების მოთხოვნით და თურქეთის დროშებს წვავენ, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, მაგრამ თურქეთი ხმას ვერ იღებს. აბა გაბედონ და უთხრან სომხებს, გაჩერდითო. იცით, რატომ ვერ გაბედავენ, იმიტომ, რომ მათ უკან რუსეთი დგას. ჩვენს უკან კი ნატოა და ამ ნატოს იმედით აგერ სანამდე მივედით, „მეგობარი“ თურქეთი გვეუბნება, რომ უდიდესი ისტორიული გამარჯვება დიდგორობა არ უნდა აღვნიშნოთ, არ უნდა ვიზეიმოთ. დანარჩენი საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, ვინ არის რეალურად მეგობარი და ჩვენი დამცველი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

16 COMMENTS

  1. ნეტავ რას უპასუხებს ყოველივე ზემოთ ნათქვამზე მთავრობ ,თუ უპასუხოთ დატოვა ესეიგი გამოდის რომ ქვეყანა შეგნებულად მიჰყავთ დაღუპვისაკენ.

  2. საქართველოს დროშა რა შუაშია? სურათები ვნახე და ყველა შეხვედრაზე თურქეთის ორი დროშა ჩანს

  3. rogorc maxsovs pirvelad saakashvili gamovida sityvit, rom turqebi oditganve chveni dzmebi iyvnen. qartvelebis samwuxarod yvela mtavroba mxolod sakutari ketildgeobistvis ibrdzvis, ar movida qveynis sataveshi iseti adamini visac saqartvelo da qartvelebi cotati mainc eyvareboda. xan eyropas gvatmasneben, xan rusets da ager turqetsac unda veperot. turqebi dzmebi ara oditganve chveni mtrebi iyvnen da ubrdzolvelad dagvipyres.

  4. საქართველოს მითვისებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თურქები ჯერ ქართველები არიან შემდეგ კი თურქები.

  5. მამაო როგორც სასულიერო პირი თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმებით მხოლოდ ერთ რამეში.რომ ბრძანებთ რუსეთი ჩვენი მეგობარიაო და თურქეთი მტერიო,არც რუსეთია მეგობარი ჩვენი და არც თურქეთი,და საერთოდ ქვეყნების მეგობრობა არ არსებობს ქვეყნებს გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ინტერესები და აქედან გამომდენარე ხდებიან პარტნიორები და არა მეგობრები.დანარჩენში ყველაერში მართალი ბრძანდებით აი ტიტანიკის ეპიზოდი ძალიან რეალური შედარება იყო ჩვენ მთავრობასთან. ჩვენი მთავრობა სამწუხაროდ უუნაროა და რატომ იცით?არცერთ სფეროში პროფესიონალი არ გვყავს და სადამდე გაგრძელდება ესე გაურკვეველი მიმართულებით სვლა მაგას ვერ გეტყვით ცოტა თუ არ გამოვფხიზლდით ხალხი ნამდვილად უფსკრულის პირასვართ და გადავეშვებით ამ უფსკრულში და სამწუხაროდ ალბათ ვერასდროს ვეღარ ამოვალთ.

  6. ბატონ ნიკოლოზს ვერ დავეთანხმები ამ ნათქვამში: “არცერთ სფეროში პროფესიონალი არ გვყავს” – ო! რამდენიც გინდათ ბატონო ნიკოლოზ, იმდენო გვყავს მაგარამ იქ არ გვყავს იიიქ – ზევით! არ უშვებენ და იმიტომ.
    რაც შეეხება სახელმწიფოების მტერ-მეგობრობას, ეს რთული საკითხია ძალიან და აქ მართალს ბრძანებთ, მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ამ ორი წლის განმავლობაში ორჯერ მომიწია ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე იუნესკოს მიერ გამართულ სამიტზე, რომელსაც რუსები ხელმძღვანელობდენ. უნდა გითხრათ, რომ, ორივე შემთხვევაში იყო ქართული დროშები სამიტის დარბაზში. ერთი უშველებელი დროშა, დარბაზის კედელთან ჩამწკრივებული სხვა ქვეყნების დროშების რიგში, და თანაც თითქმის 40 ქვეყნის დროშათა რიგში მეხუთე ადგილზე (მარცხნიდან რა თქმა უნდა) იყო აღმართული; ხოლო ერთი პატარა, ლამაზი, სასიამოვნოდ მოფრიალე ჩემ მაგიდაზე წარწერით:GEORGYA GURAM CHACHANIDZE! არადა, მე არ ვარ არც პოლიტიკოსი, არც მთავრობის მოხელე და არც მთავრობის დელეგაციის წევრი, ერთი უბრალო ეცნიერი გახლავართ. სხვა “რა გითხრათ? რით გაგახაროთ? საკითხავი აი, ეს არის”!

  7. მთავობა მარიონეტიულია მაგრამ, თქვენ “ნაციონალსისხლისმსმელებო”, პატრიოტობაზე რომ დებთ თავს, ხელწერაზე გცნობთ, ქართული ტექსტით ვერ წერთ, უკვე ევროპაში ხართ არა?, გიულა ალასანია თურქული ფულით არ აღორძინდა? “გეპეის” სასწავლო კორპუსები სპორტული მიეოედნის თანხლებით რომ იყიდა 1 ლარად. “სააკიანმა მიშამ” თურქეთს არ მისცა თარეშის უფლება ბათუმში და 35 000 ბომჟი საქართველოს მოქალაქეთ აქცია. წერეთ ქართულად ბედოვლათებო.

  8. თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, რელიგიის მიხედვით არ დევნის ხალხს. მე არ შემხვედრია თურქი ვინც იტყვის რაიმეს საქართველოს მთლიანობის საწინაამღდეგოდ! თქვენ ხართ მატყუარები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here