31 მარტს, პარასკევს, საქართველოში კონკურსი „ მის ტრანსგენდერი 2017“ ჩატარდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “თანასწორობის მოძრაობის” მხარდაჭერით იმართება კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017”.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 27 მარტის ჩათვლით.
ნატალია მაჭარაშვილი: 557 664 187
გიო მჭედლიშვილი
გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში:
მის ტრანსგენდერი 2017
ორგანიზატორების რჩეული
მონაწილეთა სიმპათია
ჟიურის წევრები:
ნინო ჭელიძე მის დეკოლტე 2016
დიანა დავითაძე
Ozzy Mister Crowley
დავით ვერძაძე
მარიამ საჯაია
კონკურსი გაიმართება პარასკევს, 31 მარტს, საღამოს 7 საათზე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, მისამართზე: ბარნოვის 59ა.
დასწრება თავისუფალია! ♥“, – აღნიშნულია მოწვევაში, რომელიც სოფიალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ შეფასება ვაშლიჯვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით (ქვლივიძეს) სთხოვა.
მამა დავითი (ქვლივიძე): რა შეიძლება ამას დავარქვათ, ეს არის გარყვნილების აპოგეა. მსგავსი გარყვნილების გამო დიდი იმპერიები განადგურდა და უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ისტორიიდან. გავიხსენოთ თუნდაც ქსერქსეს სპარსეთი, რომი, ბიზანტია… საერთოდ, გარყვნილება ანადგურებს არა მარტო პიროვნებას და ოჯახებს, სახელმფიწოებს და იმპერიებსაც. ამიტომ, ეს არის დიდი ცოდვა და ამას დიდი სასჯელი მოყვება.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ჩვენ ახლა მომსწრეები ვართ, თუ რა რთულ პირობებშია ჩვენი ქვეყანა და ეს იმ გარყვნილების შედეგია, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. თუ ამას ბოლო არ მოეღო, ეს ქვეყანა შეწყვიტავს არსებობას და უკვე არის სერიოზული საფრთხის ნიშნებიც.
… მცირე ხნის წინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თურქეთისთვის დიდი საფრთხე მოდის ბალკანეთიდან, დამასკოდან, იემენიდან და ბათუმიდანო. ეს იყო და ბათუმში არეულობაც მოხდა. ახლა ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ იმ განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ არეულობასთან, მაგრამ მე ვფოქრობ, ასეც არ არის. ანუ, ქვეყანა ხვალ-ზეგ შეიძლება აღარ იყოს და ამ დროს იმის ნაცვლად, რომ ღმერთის წინაშე შენდობას ითხოვდნენ, ვიღაცები პირდაპირ ღვთის რისხვას იწვევენ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ხელისუფლება, რომელიც ამ გარყვნილებას არ აღკვეთავს, ძალიან დიდ სასჯელს მიიღებს. ეს ერთი და მეორეც, რომ იძახიან, მთავარი მიზანი და ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენააო, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ტრადიციული აბხაზების ან ოსების რეაქცია, როცა ამ სოდომ-გომორულ ცოდვაში ჩაძირული ადამიანების ორგიებს ნახავენ?! ვეკითხები ხელისუფლების წარმომადგენლებს: როგორ ფიქრობთ, აბხაზებს და ოსებს მოუნდებათ სოდომ-გომორულ ცოდვაში ჩაძირულ საქართველოსთან თანაცხოვრება?! კიდევ ვიმეორებ, ვინც ამ გარყვნილების მომხრეა, ის არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტერი, ის არის ქვეყნის დაშლისა და დაქუცმაცების მომხრე; და საქართველოს მტრებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, როგორ შეიძლება ჩვენი განადგურება. მათ ჩვენ ფსიქოლოგიურად შესწავლილები ვყავართ და ჩვენივე ისტორია ჩვენზე უკეთ იციან; ასე რომ, ბიბლიური ანალიზები აქვთ ჩატარებული, იციან, რა განარისხებს ღმერთს და რა დაშლის, დაასუსტებს და გააქრობს სახელმწიფოს.
mamao amoiRet xma, shekarit eri ert mushtad. mxolod gancxadebebi ushvelis sakme?? gana tkven , rogorc eris mamebs, am sityvis pirdapiri gagebit, ar dagekistebat pasuxismgebloba rom sakme ase miushvit da arc ki erevit?? xom icit rom adamianta umravlesoba gampgyvebat ert dadzaxebaze?? ratom ar mokmedebt sapatriarko?? ratom mxolod gancxadebebi?? aseve mivmartav im mamulishvilebs romlebsac cesit guli unda shestkiodet(tu ar pormaloben mxolod) sakartveloze—sad xart, ratom ar ggaertianebt sazogadeoebas?? vin aris egret codebuli mtavroba rom amdens gvibedavs da gvanadgurebs( es ar sheexeba mxolod am konkretul movlenas , 32 marts) es sheexeba eris ganadgurebas imitom rom xom natlad xedavt rac xdeba??
Arsebobs sityvebi am Umsgavsobaze komentaris gasaketeblad. Vai sacyalo saqartvelo ras moescari shens micaze garyvnilebis aglumebs martaven. Amaze pasuxismgebeli pirebi ki taviant skamebs da jibes ufrtxildebian arcyeninebis pilitikas adganan. Gmerto shens meti aravis sheuxlia saqartvelos shvela.