Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): ყოველი არჩევნები არის უცხო ძალების მიერ საკუთარი მარიონეტის დანიშვნის...

მამა გურამი (გამცემლიძე): ყოველი არჩევნები არის უცხო ძალების მიერ საკუთარი მარიონეტის დანიშვნის პროცედურა, თორემ როგორ უნდა ბედავდეს ვინმე გარყვნილების დაკანონებაზე საუბარს?!

4347
მამა გურამი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინათ ერთერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ებრძვიან ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ეკლესიას და, ასევე, შესაბამის ღირებულებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კობახიძის შეფასებით, ამ ბრძოლას არაფერი აქვს საერთო ლიბერალიზმთან, როგორც იდეოლოგიასთან, და ნამდვილ ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით: “ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად, სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებსა და ქართულ ეკლესიას და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშში”…

კობახიძის განმარტებით, საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში შეუქცევად პროგრესსა და ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნისთანავე ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარსლიბერალური ძალებისმიერ ინიცირებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლებიცსექსუალური უმცირესობებისთვისუფლებების გაზრდის, ნარკოპოლიტიკისლიბერალიზაციის”, ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტების, ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის, საზოგადოების უმრავლესობის ნების უგულებელყოფისა და მხოლოდ მცირე ჯგუფების ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული, თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთის პოლიტიკურ სპექტრშილიბერალურიფლანგის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა და პარალელურად ნაციონალისტური ძალების გაძლიერების პროცესი დაიწყო, “ქართული ოცნებისმაღალჩინოსნების რიტორიკა კარდინალურად შეიცვალა. როგორც ჩანს, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებულილიბერალურისუბიექტები ახალ დასავლურ იდეოლოგიურპოლიტიკურ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობენ დაეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებით”, რაც, ფაქტობრივად, თავიანთი პოლიტიკური წარსულის უარყოფას ნიშნავს, გარკვეულ პლაცდარმს იქმნიან.

რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, რომ აღნიშნულ პროცესსა და მცდელობებს ადეკვატური შეფასება მიეცეს, რა არის რეალურად ეროვნული პოლიტიკა და რამდენად იცავს ხელისუფლება ამ პოლიტიკის პრინციპებს? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).

_ მამაო, თქვენი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება როგორ იცავს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ეკლესიას და მიუღებელია თუ არა მისთვის ისლიბერალურიძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ებრძვიან?

_ ნებისმიერი ხელისუფლება ფასდება მისი განვლილი გზითა და რეალური საქმეებით. ამათ საქმეებს თუ გადავხედავთ, მე, პირადად, შემიძლია, ვთქვა, რომ არაფერი კარგი და სასიკეთო, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის, ეროვნული ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, არ გაუკეთებიათ. პირიქით, მათ განუხრელად და კიდევ უფრო დიდი შემართებით განაგრძეს ის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა დაიწყო, და ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო დღემდე ინგრევა. მე შეიძლება ბრმა ვარ და რაღაცებს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ამ ხელისუფლებაზე კარგი აზრისა ნამდვილად არ არიან. თუმცა არა მხოლოდ ეროვნული, სხვა თვალსაზრისითაც იგივე მდგომარეობაა, გნებავთ ეკონომიკური, პოლიტიკური… პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის გარე ძალებისგან მართული ყოვლად უსუსური ხელისუფლება. მათი შემყურე, გიჩნდება კაცს კითხვა: ჰყავს კი ქვეყანას, საერთოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელები?

_ იმის ფონზე, რაც ევროპის ქვეყნებში ხდება, ვგულისხმობ ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის, კრახს და ნაციონალიზმის აღმავლობას, საქართველოში ხელისუფლების რიტორიკა კარდინალურად იცვლება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ებრძვიან ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ეკლესიას და .. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დასავლეთში მიმდინარე გარდაქმნების პარალელურად საქართველოში ისევ იმაველიბერალურმაძალებმა არ მოირგონ ახალი კონიუქტურის შესაბამისი პოლიტიკური მანტია?

_ მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს და აი რას ვგულისხმობ: რა ძალაც უნდა მოვიდეს ამერიკის შეერთებულ შტატების სათავეში, ევროპის ქვეყნებში და, საერთოდ, ყველგან, ჩვენთვის ეს არ იქნება ისეთივე ცვლილება, როგორიც იმ ქვეყნისთვის. საქართველოსთვის ამერიკაც და ევროპაც ყოველთვის დარჩება ჩვეულებრივ პოლიტიკურ მენტორად, რომლის დამოკიდებულებაც ჩვენ მიმართ განისაზღვრება არა ჩვენი ეროვნული ინტერესების, არამედ მათი იმპერიალისტური მიდგომების შესაბამისად.

რაც შეეხება განცხადებას, რომ “ფსევდოლიბერალიზმი მიუღებელია”, გასაგებია, რომ გარკვეულ ძალებს ხელისუფლებაში შეიძლება კრიზისი ჰქონდეთ და მსგავსი განცხადებები ჰაერივით სჭირდებათ, მაგრამ, როცა ასეთ რამეს ამბობ, ჯერ საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყო მართალი. კაცი რომ ერთ დღესანტიდისკრიმინაციულკანონს ტაშს დაუკრავ, გამოხვალ და იტყვი: ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანიო, ნარკომანიას დააკანონებ და მზად ხარ, ნარკომოვაჭრეებს სრული თავისუფლება მისცე, ხოლო სოდომიასა და სხვა ათასგვარ გარყვნილებას ნორმად გამოაცხადებ, მერე რა პირით უნდა თქვა, რომ შენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ეროვნულ თვითმყოფადობას ებრძვიან?! როგორი უსირცხვილო უნდა იყო, რომ საკუთარი პოლიტიკური წარსულის, შენი და შენი თანაგუნდელების მიერ გაკეთებული სამარცხვინო საქმეების მიუხედავად, ამის თქმის არ მოგერიდოს? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მათთვის არ არსებობს მორალი, არც ასეთი და არც ისეთი. ესენი არიან ჩვეულებრივი იაფფასიანი მედროვეები, დასჭირდებათ _ “ლიბერალები” არიან, დასჭირდებათ _ ანტილიბერალები, თუმცა კიდევ ვიმეორებ: ის ძალები, რომლებსაც ანტილიბერალები ჰქვიათ და დღეს დასავლეთში ძლიერდებიან, საქართველოსთვის არ არის და არც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ერთგვარი ხსნა. ისინი თუ რამეს შეცვლიან, შეცვლიან თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთვის ეს არ იქნება და ვერც იქნება ეროვნული ცნობიერების ამაღლების პროცესი. ჩემთვის რეალური ეროვნული პოლიტიკა არის ის, რომ ეკლესია და სახელმწიფო მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ქვეყნის სათავეში იყვნენ მართლმადიდებლურად მოაზროვნე ადამიანები. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს, იმიტომ, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის ძლიერდებოდა მაშინ, როცა სათავეში მოდიოდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცნობიერების ხელისუფლება. საერთოდ, როგორი უნდა იყოს ჩვენი იდეოლოგია, ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ისტორია _ როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ მართლმადიდებლურად მოაზროვნე ძალები, ქვეყანა იყო ძლიერი და მტრულად განწყობილ ქვეყნებს პასუხს სცემდნენ, ხოლო როდესაც მართლმადიდებლობა სუსტდებოდა, გარე ძალები თავს წამოჰყოფდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე, როგორც დღეს _ ყველა ჩვენ გვჩაგრავს და ხმის გამცემი არავინაა.

_ მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს: დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია, ეკლესია და საპატრიარქო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია. რა უშლით ხელს რეალურად მართლმადიდებლური აზროვნების პოლიტიკურ სუბიექტებს, ხელისუფლების სათავეში რომ მოვიდნენ?

_ რა არა, ვინ. დღეს მსოფლიოში მართლმადიდებლობას უამრავი მტერი ჰყავს და ზოგიერთი ამას არც მალავს. ჩვენ მოგვისმენია საკმაოდ მძიმეწონიანი დასავლელი პოლიტიკოსებისგან ისეთი რადიკალური განცხადებებიც, რომ თურმე მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ძალები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთავარ მიზნად სწორედ მართლმადიდებლობის დაკნინებას ასახელებდნენ. მეტიც, ზოგი პირდაპირ აცხადებდა, რომ “ცივილიზებულმა სამყარომ” მთელი ძალისხმევა მისი დამარცხებისკენ უნდა მიმართოს. აი, ეს ყველაფერი ახდენს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას არსებულ ვითარებაზე და დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ რეალობაში, როცა ეროვნულმართლმადიდებლურ ძალებს ყველანაირი პერსპექტივა წართმეული აქვთ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება და ყოველი არჩევნები არის გარკვეული უცხო ძალების მიერ საკუთარი მარიონეტის დანიშვნის პროცედურა.

რაც შეეხება ცვლილებებს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოება არ არის ისე ძლიერი არც სულიერებით, არც რწმენით, არც სხვა თვალსაზრისით, რომ ეს რეალობა საფუძვლიანად შეცვალოს. მართალია, უმეტესობა მართლმადიდებელია, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ გარეგნულად. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და სახლში ჯდომა. მართლმადიდებლობა, უწინარესად, არის თავგანწირვა ქრისტესთვის, სამშობლოსთვისა და მოყვასისთვის. აი, ასეთი მართლმადიდებლები რომ აღარ ვართ, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ღმერთმა ჩვენთვის დაუშვა ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვიმსახურებთ…

_ მებრძოლი (სულიერად) მართლმადიდებლები რომ არ ვართ, ამის შედეგი ხომ არ არის ისიც, რომსახალხო დამცველიუკვე ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინებაზე ალაპარაკდა?

_ რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები რომ არ ვართ, ამის ბრალია ყველაფერი, თორემ როგორ უნდა ბედავდეს ვინმე გარყვნილების დაკანონებაზე საუბარს?!

სახალხო დამცველს რაც შეეხება, არ ვიცი, ვინაა, მაგრამ ჯანმრთელი რომ არ არის, ფაქტია. ასეთ ადამიანებს სულიერი მკურნალობა სჭირდებათ, მკურნალობა კიდევ მათთვის, პირველ რიგში, არის ის, რომ მოვიდნენ ეკლესიაში, დაემხონ და მოინანიონ ცოდვები. საერთოდ, ეს პროცესები, რაც დღეს მიდის, არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ნაციონალებს გაუვიდათ ყველაფერი. სააკაშვილის რეჟიმმა თავდაპირველად რაღაც-რაღაცების მოსინჯვა დაიწყო, მერე მიხვდა, რომ ამ საზოგადოებაში მეტის გაბედვა შეიძლებოდა და ბოლოს საერთოდ გაუქრათ ყველანაირი პასუხისმგებლობის განცდა ხალხის წინაშე. აი ამ ყველანაირად შემზადებულ ნიადაგზე მოვიდა ახალი ძალა და დღეს უკვე ესენი, რასაც მოისურვებენ, ყველაფერს აკეთებენ; მართალია, უხმაუროდ და ძალადობის გარეშე, მაგრამ წარმატებით. ამ პროცესში კი მათთვის სულ არ არის ხელისშემშლელი ის ფაქტორი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ღმერთო იმ დღეს მომასწაარი,როცა მამაო პოლიტიკური ექსპერტის როლში არ მოგვევლინება, როცა მამაო ყვითელ შოუში არ მიიღებს მონაწილეობას. მამაომ მისცეს ინტერვიუ გვირჩიოს რა არის უფლის გზა, ჭეშმარიტი სარწმუნოება. -“ვისაც ყური აქვს ისმენს” . დაუტოვეთ ანალიზის უფლება პოლიტიკურ ექსპერტებს. დიახ, მე უბრალო ადამიანს მაქვს უფლება კომენტარში დავაფიქსირო, ჩემი უკმაყოფილება და როცა მღვდლის სამოსში ხარ, მოძღვარი ნუ აძლევ თავს უფლებას პოლიტიკური განცხადება გააკეთო ან ქადაგებაზე გამოხატო სიმპატია ან უკმყოფილება, რომელიმე პარტიის მიმართ . ამბიონიდან მხოლოდ სახარება უნდა ისმოდეს , წმინდა წერილებიდან გვმოძღვრავდეთ და არა “დაგმე მიშა”, ან “ხეგლეჯია”.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ირმა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here