Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): როგორ უნდა გვასწავლოს დასავლეთმა ქალის პატივისცემა, როცა იქ ქალი...

მამა გურამი (გამცემლიძე): როგორ უნდა გვასწავლოს დასავლეთმა ქალის პატივისცემა, როცა იქ ქალი და კაცი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ?!

მამა გურამი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).

 _ მამაო, 1 სექტემბრიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა ევროსაბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებული დოკუმენტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის სტამბოლის კონვენციის სახელითაა ცნობილი. ეს დოკუმენტი ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრას გულისხმობს და ამისთვის უკვე სპეციალური მონიტორინგის ჯგუფიცაა შექმნილი. რა მიზანს ემსახურება ამ კონვენციის ამოქმედება ჩვენს ქვეყანაში და, საზოგადოდ, პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოში ქალთა უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობაა?

_ ეს არის მორიგი გამიზნული თავდასხმა ქართული ტრადიციების, თვითმყოფადობისა და ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ. ამაში ახალს და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. სინამდვილეში მათ ჩვენზე უკეთ იციან, ისტორიულად რამხელა პატივს სცემდნენ საქართველოში მანდილოსანს, იქნებოდა ეს მეუღლე, დედა, და თუ სხვა, მაგრამ ამას ისე გიტრიალებენ, როგორც სჭირდებათ. ამ ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალ-ახალი კონვენციების ავტორებს აღიზიანებთ ის, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფოა. ისინი ქრისტიანობას, კონკრეტულად, მართლმადიდებლობას აღიქვამენ მთავარ საფრთხედ. რატომ? იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა არის უკომპრომისო რელიგია და მართლმადიდებელი სამყარო, სამღვდელოება იქნება თუ მრევლი, ყოველთვის მოურიდებლად ამხელს მათ მიერ ამა თუ იმ კანონში ჩადებულ მზაკვრობას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: არანაირი დაცვა აქ არავის სჭირდება. საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის ქალთა უფლებები დაცული. ან როგორ უნდა გვასწავლოს დასავლეთმა ქალის პატივისცემა, როცა ქალი და კაცი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ?! კოლჰოტიან კაცებს რომ ეძახიან ქალებს და რომ ჰკითხოთ, ასამდე გენდერი არსებობს თურმე, ესაა ქალის პატივისცემა. მამაკაცს რომ ცოლი შეიძლება ერქვას, ეს არის ქალთა უფლებები?!

კიდევ ვიმეორებ: ამდენი წელია, სასულიერო პირი ვარ და მუდმივად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, მოსულიყო ქალი და ეთქვა, რომ ოჯახში ან სადმე მისი უფლებები ირღვევა. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი თემა და რა ინტერესი, რა განზრახვა იმალება ამ ქმედების უკან, ყველამ კარგად იცის. ამას საქართველოს მტრები ამბობენ, მხოლოდ მტრებსა და მოღალატეებს ხელს აძლევთ გამუდმებით იმის მტკიცება, რომ თურმე საქართველოში ვიღაცის უფლებები ირღვევა, თურმე ქართული კულტურა და მენტალობა ძალადობრივია, ჩაგვრაზე, ძალმომრეობაზეა დამყარებული…

_ პროპაგანდისტებმა, რომლებიც გამუდმებით ქალთა მიმართ ძალადობაზე მიუთითებენ, თავის დროზე პატრიარქსაც დასდეს ბრალი ამ ძალადობის წახალისებაში. მოგეხსენებათ, ადრე პატრიარქმა ერთერთ ქადაგებაში ბრძანა, რომ ოჯახის თავი მამაკაცია და ამაზე ერთი ამბავი ატეხეს. სხვათა შორის, იმ ქადაგებას დღესაც ხშირად ახსენებენ ჩვენი .. არასამთავრობო უფლებადამცველები.

_ დიახ, ოჯახის თავი მამაკაცია და რა არის ამაში მიუღებელი?! რა არის ცუდი იმაში, რომ ყველას თავის ადგილი ჰქონდეს ყველა ოჯახში?! აქ, უბრალოდ, საქმე რა არის, იცით? _ მათ სურთ, რომ ოჯახი, როგორც ასეთი, საერთოდ აღარ არსებობდეს; რომ ცოლისა და ქმრის, მშობლისა და შვილის, დედისა და მამის ცნებები გაქრეს. ამიტომაა, ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე სერიოზულად დგას საკითხი, რომ სიტყვები: “დედადამამააღარ გამოიყენონ, მათ ნაცვლად შემოიღონ ცნებები: “მშობელი #1” დამშობელი #2”. აი, ამის დამკვიდრება უნდათ საქართველოშიც და ეს .. საკანონმდებლო ცვლილებები ზუსტად ამას ემსახურება. ასე ნაბიჯნაბიჯ, ნელნელა მიგვათრევენ იმ უბედურებისკენ, რომელიც, დიდი ხანია, მათ სათაყვანებელ ევროპაში ტრიალებს; და ჩვენ ვხედავთ, სადამდე მიიყვანა ამან ევროპა _ ისტორიული ევროპული კულტურა უკვე აღარ არსებობს, კრიზისი აქვს ევროპულ ცივილიზაციას

რაც შეეხება კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც 1 სექტემბერს ამოქმედდა, ყველა კანონი თუ კონვენცია, რომლებიც ჩვენს მენტალიტეტსა და ტრადიციებს არ მოერგება, ჩვენთვის ყოველთვის იქნება მიუღებელი. არავინ მას საქართველოში არ დაიცავს და არ გაითვალისწინებს.

_ “უფლებადამცველებიხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ამა თუ იმ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონები ეფექტიანად ვერ ხორციელდება. თქვენი აზრით, რას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ სტამბოლის კონვენცია მათთვის მისაღები ფორმითა და ეფექტიანობით ამოქმედდება? კონკრეტულად რა ქმედებებს უნდა ველოდოთ?

_ დავიწყოთ იმით, რომ არანაირი უფლებადამცველები არ გვყავს საქართველოში, ჩვენ გვყავს უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ჯაშუშების ჯგუფი, რომელიც, უკვე წლებია, გარკვეული ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ ეწევა სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ სამშობლო, ეროვნება, მორალი და ღირსება.

რაც შეეხება შეკითხვას, მიზანი არის ის, რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ადამიანებს წაართვან ყველანაირი ადამიანური ნიშანი: ქალს ქალი არ უნდა ერქვას, კაცს _ კაცი. ოჯახში არ უნდა იყოს უფროს-უმცროსი და ა.შ. ანუ, რაც ღირებულია და რაც ადამიანს აძლევს ადამიანურ სახეს, უნდა წაიშალოს და უნდა მოხდეს ამის ჩანაცვლება რაღაც საერთო ფსევდოდემოკრატიული, “ლიბერალური” ღირებულებებით. ეს _ რაც გლობალურად მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი კანონი თუ კონვენცია, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მენტალობისა და ტრადიციებისთვის იქნება მიუღებელი, დარჩება ფარატინა ქაღალდად. ეს ფარატინა ქაღალდი, სადაც უნდათ, იქ შეინახონ.

_ ეს ფარატინა ქაღალდები საერთოდ არაფერს ნიშნავს?

_ ამ ხელისუფლების მიერ მიღებული არც ერთი კანონი არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ესენი არიან მშიშრები და ვაჟკაცობა არ ჰყოფნით, რომ, როცა დასავლეთი რაღაცის მიღებას აძალებს, ელემენტარული წინააღმდეგობა გაუწიონ. მიიღეთ, რაც გინდათ და როგორც გინდათ, მაგრამ მოდი ამ “კანონებს” ჩემ წინააღმდეგ ნუ გამოიყენებთ, ნუ მიიყვანთ საზოგადოებას უკიდურეს ზღვრამდე, თორემ მერე განახვებთ ვაჟკაცობას! _ ასე ვეტყოდი მე ამ მშიშარა და უნიათო ხელისუფლებას, რომელიც თავისით კი არ იღებს რომელიმე გადაწყვეტილებას, არამედ უმნიშვნელო ნაბიჯსაც კი დასავლეთის კარნახით, მისი მითითებით დგამს.

_ მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენცია სწორედ ფარატინა ქაღალდია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ხელისუფლება, ალბათ, მაინც შეეცდება მის რეალურად განხორციელებას.

_ ქართველი ბუნებით შემწყნარებელია, მაგრამ ისიც ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ მტერს. ქართველი კაცს ცოცხალი ვერ გაასწრებს ვერც ერთი, ვინც შევა მის ოჯახში და მის საქმეში ჩაერევა ნებისმიერი ფორმით. დანარჩენი, კიდევ ვიმეორებ, რაც უნდათ და რამდენიც უნდათ, დაწერონ, შეინახონ ფარატინა ქაღალდად.

_ გინდათ, თქვათ, რომ სტამბოლის კონვენციის ამოქმედებას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს?

_ საერთოდ ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ქალზე იქნება, კაცზე თუ სხვა ვინმეზე ან რამეზე, მაგრამ ოჯახი არის შეუხებელი. მით უმეტეს შეხება არ უნდა მოხდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დასავლეთში ხდება და, თუ ამ ხელისუფლებას საერთოდ საღი აზროვნების უნარი შერჩენია, უნდა ესმოდეს, რომ მისთვის ამგვარი ქმედებები საბედისწერო იქნება.

ახლა, ალბათ, ვიღაც გამოხტება და იტყვის, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ძალადობის ფაქტებიო, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ ცემა, დაჭრა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი კრიმინალია. ამ კრიმინალის აღსაკვეთად არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და ამაზე მათ უნდა იზრუნონ. აი, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ის, რომ სადღაც სტამბოლში ვიღაცამ რაღაც კონვენცია მიიღოს, თავს მოგახვიოს და მერე ისევ იმ კონვენციის მიმღებმა გარეძალამ შექმნას შენს ქვეყანაში რაღაც ჯგუფი, რომელიც შევა თითოეულ ოჯახში. კიდევ ვიმეორებ: ღმერთმა ნუ ქნას, მათი აგენტები ჩემს ოჯახში შემოვიდნენ, ამის წარმოდგენაც არ მინდა ეს კონვენცია თავიდან ბოლომდე უაზრობაა და საქართველოში ვერ განხორციელდება. მას არავინ დაიცავს და არც არავის სჭირდება მათი დაცვა ამ ქვეყანაში.

_ მაგრამ ხომ არ სჯობს, მანამდე დაირაზმოს საზოგადოება, სანამ მსგავსი კონვენციები ოფიციალურად ამოქმედდება?

_ მე მხოლოდ მრევლზე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო საზოგადოება, რომელიც ჭრელია და ვერ გაუგია, რა უნდა, ვერ გეტყვით, რამ შეიძლება დარაზმოს და როგორ. თუ ვინმეს შეუძლია მისი გაერთიანება, მაგას რა სჯობს, მაგრამ რა პროტესტი უნდა გამოთქვან მათ ან რის თავი აქვთ, არ ვიცი. არც პოლიტიკურ სპექტრშია დღეს ვინმე ისეთი (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომლებიც ჯერჯერობით ამინდს ვერ ქმნიან), ვისაც ხალხი შეიძლება გაჰყვეს. ეს შეიძლება ერთგვარ პოლიტიკურ პესიმიზმადაც აღვიქვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთია რეალობა.

_ ამ რეალობის გათვალისწინებით, აქვს კი აზრი არჩევნებს, შესაძლებელია ამ გზით რამის შეცვლა?

_ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს, ანუ ხალხს არავინ ეკითხება არაფერს და არასოდეს ხალხი არ ირჩევს არავის. არჩევნები აქ არის გარედან მართული, ევროპის დასანახავად გამართული სპექტაკლი, ამიტომ არჩევნების გზით აქ რამის შეცვლისა არ მჯერა. აქ ვითარება შეიცვლება მაშინ, როდესაც ქართველი კაცის ცნობიერება იქნება მართლმადიდებლური და, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, თუ არ იციან, მობრძანდნენ ეკლესიაში. ვიცხოვროთ ეკლესიურად, მართლმადიდებლურად და, როცა ადამიანის ცნობიერება შეიცვლება, შველასა და გადარჩენაზე მერე შეიძლება ფიქრი. სხვა ჩვენ ვერანაირი ძალა, ვერანაირი “მეგობარი” და “პარტნიორი”, რა მხარდაჭერასაც უნდა გვიცხადებდეს, გნებავთ, განცხადებებით, გნებავთ, ქმედებებით, ვერ გადაგვარჩენს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here