Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): ვის სჭირდება სოდომიით შეპყრობილის სისხლი ან იმ ადამიანს ვინ...

მამა გურამი (გამცემლიძე): ვის სჭირდება სოდომიით შეპყრობილის სისხლი ან იმ ადამიანს ვინ დაიცავს, რომელსაც ავადმყოფის სისხლი შეიძლება გადაუსხან?

მამა გურამი (გამცემლიძე)

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის #241/ ბრძანება, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას კრძალავდა. ეს ცვლილება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს საქართველოსთვის მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ეკლესიას აქვს თავისი მყარი პოზიცია ჰომოსექსუალიზმისა და მსგავსი გადახრების მიმართ: ეს არის ავადმყოფობა. ჰომოსექსუალები არიან ავადმყოფები, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და არსებობს არაერთი მეცნიერული კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ უამრავი დაავადება, მათ შორის, შიდსიც, აღმოცენდა სწორედ ამ გადახრების მქონე ადამიანებში. კიდევ ვიმეორებ: ეს არის დაავადება და როგორ შეიძლება მათი სისხლის გამოყენება და გადასხმა ჯანმრთელი ადამიანისთვის?! ან რა დისკრიმინაციასა და უფლებებზეა ლაპარაკი?! იმ ადამიანს ვინ დაიცავს, რომელსაც ავადმყოფის სისხლი შეიძლება გადაუსხან?! უკვე ყველასთვის ნათელია, რა მიზანს ემსახურება ეს საკანონმდებლო ცვლილებები _ ხდება კაცობრიობის გარყვნა და გაპირუტყვება იმისთვის, რომ ადამიანს წაართვან ზნეობა, ყველაფერი ადამიანურის განცდა. ის ხალხი კი, რომელიც მამათმავლობას აკანონებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ გარყვნილების მხარდამჭერია, მაგრამ, სინამდვილეში, მათ არავის უფლებები არ აინტერესებთ. ან ვის რისთვის სჭირდება სოდომიით შეპყრობილის სისხლი?! რის გაცემაც შეუძლიათ და რის მიმცემები არიან, ყველამ ვიცითნორმალური ადამიანი, სულაც რომ კვდებოდეს, ჰომოსექსუალის სისხლს გადაისხამს?!

_ თქვენი აზრით, ეს .. ნეოლიბერალური პოლიტიკა გარედანაა თავსმოხვეული თუ აქ იქმნება, ჩვენი პოლიტელიტის წიაღში?

_ რა თქმა უნდა, გარედანაა თავსმოხვეული, მაგრამ ეს არ ამართლებს პარლამენტს, რომ გარყვნილება დააკანონოს. უცხო ძალებმა შეიძლება ბევრი რამ დაგავალონ, მათ შორის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაც, მაგრამ პარლამენტში რომ ზიხარ, ორი გრამი ტვინი და ღირსება უნდა გქონდეს, ფულზე, კეთილდღეობაზე რომ არ გაიყიდო. მახსოვს, როცა “ანტიდისკრიმინაციულ კანონს” იღებდნენ, ზოგიერთი დეპუტატი გაჩუმდა, ზოგი საერთოდ არ მივიდა კენჭისყრაზე. ალბათ, ეგონათ, რომ ამით აიცილეს უმძიმესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა უნდა გაჩუმდე, ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილით უმძიმეს ცოდვას ჩადიხარ და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან.

_ თუმცა იმჟამინდელ პარლამენტში იყვნენ დეპუტატები, რომლებიც თავის დროზე ეროვნული ტანსაცმლით დადიოდნენ კენჭისყრაზე. ალბათ, გახსოვთ განცხადებები წინა მოწვევის პარლამენტში იმის თაობაზე, რომ კაცებს _ ჩოხაახალუხით, ხოლო ქალებს ჩიხთიკოპით ევლოთ პლენარულ სხდომებზე.

_ დღევანდელ პარლამენტში არც ერთ დეპუტატს არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ რომელიმე საკითხზე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას _ ეშინიათ. თუმცა მხოლოდ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა საკმარისი არ არის. უნდა გქონდეს ქრისტიანული სული და საქმით, მოქმედებით უნდა ამტკიცებდე, რომ ქვეყანაზე, ხალხსა და ეროვნულ ფასეულობებზე გული შეგტკივა. მათში მსგავს რამეს ვერ ვხედავ…

_ რის ეშინიათ მათ, როგორ ფიქრობთ?

_ უწინარესად, ძალაუფლების დაკარგვის. ესენი არიან ფულს დახარბებული ადამიანები, რომლებმაც ღირსება, სინდისი და ნამუსი კეთილდღეობაზე გაცვალეს. მეორეც _ დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანზე აქვთ კომპრომატები. როცა დასჭირდებათ, დაუდებენ ამ კომპრომატებს და დასრულდება მათი პოლიტიკური კარიერა. რაც შეეხება ჩოხა-ახალუხიან და ჩიხტიკოპიან დეპუტატებს, მახსოვს, ერთ-ერთ მათგანს (ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ) ვკითხე ეკლესიის ეზოში, გვეშველება რამე-მეთქი? _ როცა ხალხი გამოფხიზლდება, მხოლოდ მაშინო… არადა, პოლიტიკოსი ხალხის გამოღვიძებას კი არ უნდა ელოდოს, პარლამენტში რომ ზის და დამღუპველ კანონებს იღებს, ამაზე იფიქროს. თუ სოდომიას დააკანონებს და სკოლებში გარყვნილების სწავლებას დაუჭერს მხარს, რომელი ახალგაზრდა გამოფხიზლდება?! თვითონ არის ძალაუფლებას დახარბებული, იყიდება და ვინ გაჰყვება, ვინ დაუჭერს მხარს?! საერთოდ, ლიბერალიზმი ყველაფრის შემწყნარებლობაა და, როცა იწყნარებ მამათმავლობას, ქურდობას, ნარკომანიას _ ეს ადამიანის გაპირუტყვების დასაწყისია. ქაოსი და ყველაფრის შემწყნარებლობა დემოკრატია არ არის, მას სიკეთე არ მოაქვს არც პიროვნებისთვის და არც ქვეყნისთვის, ის ანგრევს ადამიანს და ანგრევს სახელმწიფოსაც…

 _ ნარკოტიკები ახსენეთ და დღედღეზე სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც .. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ლეგალური გახდება. პარალელურად საუბრობენ ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭებაზეც. თქვენი აზრით, დაირაზმება საზოგადოება ამ პროცესების წინააღმდეგ?

_ სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება დაირაზმება. ყველას სათითაოდ რომ შეეხება ეს პრობლემა, ალბათ, მაშინ გამოფხიზლდებიან, მაგრამ ძალიან გვიან იქნება და მას თაობები შეეწირება. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, სადაც საშუალება მომეცემა: სანამ გვიან არ არის, ხმა უნდა ამოვიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ თაობებს და ეს ყველას ოჯახს, ყველას შვილს შეეხება. ნურავის ეგონება, რომ შვილს ისე გაზრდის, როგორც უნდა. ვერ გაზრდის, ამის უფლებას ფიზიკურად არ მოგვცემენ. გექნება საღი აზრი და შეეცდები, ბავშვი სწორად აღზარდო, მოგივარდებიან და წაგართმევენ. მერე ამას დემოკრატიას დაარქმევენ, შენ კი მოძალადედ გამოგიყვანენ

პროპაგანდას აქვს ძალიან დიდი ძალა და, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება, ამის ნათელი მაგალითია. წარმოიდგინეთ, რა უქნეს კაცობრიობას: ადამიანები დაარწმუნეს, რომ ცოლ-ქმარი შეიძლება ერქვას კაცსა და კაცს ან ორ ქალს; ადამიანები დაარწმუნეს, რომ ჰომოსექსუალიზმი, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ავადმყოფობაა, ნორმალური მოვლენაა. ახლა დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს ათი წლის შემდეგ, თუ, საერთოდ, იარსებებს კაცობრიობა. კაცი იქცევა ცხოველად _ არ ექნება ზნეობა და ღირსება. ინცესტი, სოდომია, ნარკომანია ჩვეულებრივ ნორმად იქნება მიღებული. აი, ეს არის მათი ლიბერალიზმი და თავისუფლება, ეს არის მათი დემოკრატია, რომელსაც ადამიანის უფლებების სახელით გვიფუთავენ.

_ პროპაგანდაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მსოფლიოში კოლოსალური თანხები იხარჯება. ტარდება .. ტრენინგები, ამოქმედებულია მთელი რიგი პროგრამებისა და მათი საშუალებით ახდენენ ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედებას. საქართველოში ამ პროპაგანდას ალტერნატივა არ აქვს, ფაქტობრივად, არ არსებობს მეორე მხარე, რომელიც მისი რეალური საპირწონე იქნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეკლესია უფრო აქტიური უნდა იყოს, უფრო აქტიურად ამხელდეს და ებრძოდეს .. ნეოლიბერალურ იდეოლოგიას?

_ არა, ეკლესია იმაზე მეტსაც აკეთებს დღეს, ვიდრე უნდა აკეთებდეს. არც ერთი მოვლენა არ ყოფილა, არც ერთი კანონი არ მიუღია ხელისუფლებას ისე, რომ საპატრიაქოსა და ეკლესიას თავისი მყარი პოზიცია არ გამოეხატა. სხვა აქტიურობაში რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, ხომ შეიძლება, საპატრიარქოს ტელევიზიამ გააკეთოს გადაცემები მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, “ნეოლიბერალურიპროპაგანდის ტერორზე და ამხილოს ეს პროცესები?

_ საპატრიარქოს ტელევიზიაზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, საერთოდ, რას შვრება ეს ტელევიზია, ვინ განაგებს, რა კუთხით მუშაობს ან რა უნდა. ისინი არც იქით არიან და არც აქეთ. საზოგადოდ, მე ეს ტელევიზია არ მომწონს და არც არასდროს მომწონდა. შესაბამისად, საერთოდ, არ ვუყურებ.

_ თქვით, რომ ამ ეტაპზე საზოგადოების დარაზმვის დიდი იმედი არ გაქვთ. სასულიერო პირი ბრძანდებით და მუდმივად გიწევთ ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ ფიქრობთ, იმ იდეოლოგიურმა ტერორმა, რომელსაც, უკვე წლებია, “პროდასავლური ნეოლიბერალურიპოლიტელიტა განუხრელად ახორციელებს, საზოგადოებას დაატყო კვალი? და თუ დაატყო, რაში ჩანს?

_ როგორ გითხრათ, ორი-სამი წლის წინათ სხვანაირი ახალგაზრდობა იყო, უფრო აქტიურები იყვნენ ეკლესიურობის, მორწმუნეობის მხრივ და ვფიქრობდი, რომ ვერავინ ვერაფერს უზამდა ამ ახალგაზრდობას. ახლა კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა. ახალგაზრდები თითქმის აღარ დადიან ეკლესიაში, უფრო უხეში გახდნენ, აიშვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება გახრწნისკენ მიდის; და რა არის ამის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ ხალხმა დაკარგა რწმენა, ხელისუფლება კი ძალღონეს არ იშურებს, რომ ადამიანები დაშორდნენ დედაეკლესიას. ამას აკეთებდანაციონალური მოძრაობადა იგივე გრძელდება დღესაც.

_ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხედავთ ძალას, რომელმაც შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს ვითარება?

_ სამწუხაროდ, დღეს ასეთი სერიოზული, ჩამოყალიბებული ძალა არ არსებობს, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ეს _ რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ვიცი, რომ, თუ ქართველი ერი შემობრუნდება უფლისკენ, ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს დაღუპვას. კიდევ ვიმეორებ: ჩვენი პატრონი, ჩვენი მშველელი არავინაა დედამიწის ზურგზე, გარდა ღვთისმშობლისა და უფლისა, ამიტომ, როცა სწორად ვცხოვრობთ და სწორად ვადიდებთ უფალს, ერიც და ბერიც კარგადაა; ხოლო, როცა ვშორდებით ეკლესიას, ყველაფერი უკან მიდის. ეს ასე ხდება ისტორიულად და ამას ყველა უნდა ხედავდეს. თუ ხარ ეკლესიური და მართლმადიდებელი, ყოველთვის უნდა იყო, ყველგან უნდა იყო და არა ისე, როგორც ესენი არიან, _ შემოხვალ ეკლესიაში, პირჯვარს გადაიწერ, გახვალ და ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებ… მათ უნდა იცოდნენ, რომ, როცა ღმერთი დაუშვებს, მაგ კანონის დამწერსაც და მიმღებსაც ერთდროულად მოგვაშორებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. ერთს დავამატებდი, რომ ხალხსდა ახალგაზრდობას ნამდვილი მოძღვრების დეფიციტი აქვთ და ესეც აისახება ქართველ ხალხზე….სამწუხაროდ..

  2. ერთს დავამატებდი, რომ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ნამდვილი მოძღვრების და ავტორიტეტის დეფიციტი შეექმნა და ეს ყველაფერიც აისახა დღევანდელობაზე..სამწუხაროდ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here