Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სოროსის ძუძუთი ნაკვებ ხელისუფლებას თითის ქნევა არ სჭირდება, ისედაც...

მამა გიორგი (რაზმაძე): სოროსის ძუძუთი ნაკვებ ხელისუფლებას თითის ქნევა არ სჭირდება, ისედაც ანგარიშვალდებულია დასავლეთის წინაშე

მამა გიორგი (რაზმაძე)

არასამთავრობო ორგანიზაციაკოალიცია თანასწორობისთვისსაქართველოს პარლამენტს 17 მაისსჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისაღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების გამო აკრიტიკებს და ხელისუფლებას ლგბტ პირთაგამოხატვის თავისუფლებისდაცვისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში, რომელიც 3 მაისს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ორგანომ უნდა აღიაროს ლგბტ ადამიანების ჩაგვრის პრობლემა და შეიმუშაოს ამ ჯგუფის მიმართ უთანასწორო, დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრაზე ორიენტირებული საჯარო პოლიტიკა: “ვინაიდან პარლამენტი წარმოადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მექანიზმს, კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა, რომ მას ფუნდამენტურად გააზრებული ჰქონდეს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპი, უმცირესობათა უფლებების მიმართ არსებული სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობა, რათა ეფექტიანად შეძლოს კონკრეტული სამთავრობო უწყებების მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება და ამ მხრივ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრა”…

 ცნობისთვის: ორგანიზაციაკოალიცია თანასწორობისთვის” 2014 წელს შეიქმნა ცნობილი ებრაელი გლობალისტის _ ჯორჯ სოროსის ფონდისღია საზოგადოებასაქართველოხელშეწყობით და დღეს იგი ლგბტთა უფლებებისთვის მებრძოლ შემდეგარასამთავრობო ორგანიზაციებსაერთიანებს: “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), “კონსტიტუციის 42- მუხლს”, კავშირსაფარს”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (GYLA), “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (CISG)”, “პარტნიორობას ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”, “იდენტობასდა საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას (GDI). კულუარული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 17 მაისსჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისაღნიშვნა გადაიფიქრა, ჩამოთვლილი ორგანიზაციების ლგბტ აქტივისტებმა, შესაძლოა, მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მაპროვოცირებელი ღონისძიებების ჩატარება სცადონ. როგორც ჩანს, ამაში მათ უკვე სრული მხარდაჭერა აქვთ არა მხოლოდ საქართველოში მოქმედი, არამედ მსოფლიო მასშტაბისლიბერალურიორგანიზაციებისგან, რომლებიც ებრძვიან ქრისტიანობას, განსაკუთრებით _ მართლმადიდებლობას და ყველაფერს, რაც ამა თუ იმ ერს იდენტობას უნარჩუნებს

რა პროვოკაციები შეიძლება 17 მაისს მოაწყონ ლგბტ ღონისძიებების გაუქმებით შეშფოთებულმალიბერალებმადა რა შეიძლება მოჰყვს ამ ყველაფერს? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 17 მაისამდე ერთი კვირა რჩება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემზადება ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მაგრამ ევროკავშირის მკაცრი დირექტივაა, რომ ხელისუფლებამანტიდისკრიმინაციულიკანონის ეფექტიანად განხორციელება უზრუნველყოს. არის კულუარული ინფორმაცია, რომ ლგბტ აქტივისტები გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას შეეცდებიან. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ისევ პროვოკაციაზე იქნება გათვლილი?

_ პირველ რიგში, მინდა, ირაკლი თოდუა მოვიხსენიო და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ღმერთმა მისი სული სასუფეველში დაამკვიდროს!

რაც შეეხება შეკითხვას, ცხადია, ყველა განცხადება, კულუარული თუ ოფიციალური, რომელიც უკავშირდება ლგბტ-ების უფლებების დაცვას და ამ მიზნით რაღაც ღონისძიების ჩატარებას, მიმართულია საზოგადოების გაღიზიანებისკენ. ამ საკითხში შეთანხმებულად მოქმედებს ხელისუფლება და არასამთავრობოების მეხუთე კოლონა, იმიტომ, რომ ორივეს ჰყავს ერთი მარჩენალი _ ჯორჯ სოროსი. ახლა ვიღაცას ეს შეიძლება ცოტა ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, ამ “ლიბერალური” მოძრაობების უკან დგას სწორედ სოროსი და მისი ფონდი. ამას არც მალავენ, მილიარდები აქვს ამ ადამიანს წლების განმავლობაში დახარჯული, რომ “ლიბერალიზმი”, როგორც ყველანაირი ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის წამშლელი იდეოლოგია, მსოფლიოში გავრცელდეს ვირუსივით. ისე, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს, რა ღონისძიებებს გამართავენ ლგბტ-ები 17 მაისს, რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან კომიკურია. რაც აქ ხდება, ბოდიში და, გულისამრევია. ჰოლანდია რომ ჰოლანდიაა, სადაც, ფაქტობრივად, განულებულია ყველანაირი ზნეობა და მორალი, ალბათ, იქაც კი შერცხვებოდათ ასეთი რაღაცების… ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს, არის ის, რომ ბევრს დღესრუსთავი 2”-ის უფრო ეშინია, ვიდრე ღმერთის, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც თავიანთი მდგომარეობითა და ცხოვრების წესით სამაგალითონი უნდა იყვნენ ღვთისმოშიშობისასამარცხვინოზე სამარცხვინოა ეს ყველაფერი.

_ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს სამოქმედო გეგმაში უწერია, რომ ყოველი წლის 17 მაისსჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესპეციალური ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს. მიუხედავად ამისა, წელს ეს ღონისძიებები გააუქმეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ყველაფერი ძალიან მარტივია, ახლოვდება არჩევნები და ხელისუფლებას მხარდაჭერა სჭირდება. ჩაივლის არჩევნები და, როცა ძალაუფლებას გაინაღდებენ, ღონისძიებებსაც ჩაატარებენ და უფრო მეტსაც. აგერ ევროკავშირის მოწოდება იყო რამდენიმე დღის წინათ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება განუხრელად გაგრძელდეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს, რომ “ლგბტ”-ებს ღონისძიებები გაუუქმონ, ან იმას, რომ ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და გაღვივებას შეუწყონ ხელი?!

_ თქვენი აზრით, რას ნიშნავს?

_ ჯერ ერთი ნებისმიერი მსგავსი “მოწოდება” “რეკომენდაცია” არ არის, უბრალოდ, მეგობრული რჩევა, ეს ულტიმატუმია, და მეორეც, სოროსის ძუძუთი ნაკვებ ხელისუფლებას თითის ქნევა არ სჭირდება, ის ისედაც ანგარიშვალდებულია დასავლეთის წინაშე.

ახლა რას ნიშნავს “ანტიდისკრიმინაციული კანონის” ეფექტიანად განხორციელება. პირველი ეტაპი იყო განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე იმისა, რომ ყველა ადამიანი თანაბრად უნდა სარგებლობდეს კანონით დადგენილი უფლებებით. ცუდი თითქოს არაფერია ამაში, მაგრამ დოკუმენტში ჩადეს სიტყვები: “სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის მიუხედავად”. მახსოვს, მაშინ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დაჟინებით არწმუნებდა და ამშვიდებდა საზოგადოებას, რომ ამას არ მოჰყვებოდა სხვა უფრო მიუღებელი ცვლილებები, რომ დასავლეთი არაფერს გვაძალებს და, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენ გვჭირდება. ჯერ ერთი, თუ არ გაძალებენ, რატომ იღებ ისეთ კანონს, რომელიც შენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია და, თუ ფიქრობ, რომ ასე არ არის, ანუ მცდარი წარმოდგენა გაქვს და გგონია, ხალხს ეს უნდა, რატომ აუქმებ წინასაარჩევნოდ ლგბტ ღონისძიებებს?! სინამდვილეში ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება ნიშნავს, რომ ახლო მომავალში დაიწყება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე საუბარი. თავიდან ამას შეიძლება სხვა რამე დაარქვან, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობა, მაგრამ შინაარსი იქნება იგივე. ეს გარდაუვალია და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აღიქვამს. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ძალიან გვიან იქნება, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით. ეს კურსი ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიგვიყვანს იმ უზნეობამდე, რომელიც დასავლეთშია, რომ ბევრი ვერც გააცნობიერებს. კიდევ ვიმეორებ: გულისამრევია ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, დადგება დრო, როცა ქართველი ხალხი ხმას ამოიღებს…

_ აქამდე რატომ არ დადგა ეს დრო?

_ როგორც ჩანს, სანამ ეს ქვეყანა განსაკუთრებულ რისხვას არ დაიტეხს თავს, მანამდე ვერავინ ვერაფერს მიხვდება. საერთოდ, ჩვენ, ქართველები, ასე ვართ _ სანამ ჭერი თავზე არ ჩამოგვემხობა, ხმის ამოღება არ გვინდა. როცა დავეცემით და დავიჩოქებთ, მხოლოდ მერე შეიძლება, გონს მოვიდეთ. ეს არის უბედურება და ამას გულისტკივილით ვამბობ, ეკლესიაში კიდევ ზოგი ისეთია, შავსა და თეთრს ვერ არჩევს.

_ რას გულისხმობთ?

_ შევხედოთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას: ზოგი ამერიკაში დარბის, ზოგი _ აქ, ზოგი _ იქ. მარაზმია. ოდესმე ვინმე იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში აღმოვჩნდებოდით? წარმოიდგინეთ, ლგბტ თემის წარმომადგენელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და გაჰყვირის, მეზიზღებითო. ეს თურმე მისი უფლებაა, მაგრამ შენ რომ უთხრა მას იგივე, უკვე ჰომოფობი ხარ. ან “იმედის” შოუ ავიღოთ, ნიგერიელი მოქალაქე აგრესიული ტონით სვამს რიტორიკულ შეკითხვას, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში უმეტესობა შავკანიანია, რატომ არ არის აქაც მსგავსი სურათიო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხენ, ქართველმა რომ დასვას ანალოგიური შეკითხვა _ რატომაა ნაკრებში ამდენი შავკანიანიო. ეს არის “ლიბერალური” ტერორი, რომელზეც გამუდმებით ვსაუბრობთ და მე, უბრალოდ, მიკვირს, რატომ ვერ ხვდებიან ამას ადამიანები, ან, თუ ხვდებიან, რატომ არიან ჩუმად. ზოგს, ალბათ, ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება. კიდევ ვიმეორებ, ქართული ტელევიზიების გადაცემები დღეს არის სრული მარაზმი და ყველა ქართველს ვურჩევ, არ უყუროს…

_ რჩევა გასაგებია, მაგრამ რეალურად რა ალტერნატივა აქვს საზოგადოებას, რომელ სატელევიზიო მედიაში შეიძლება მოისმინოს განსხვავებული აზრი? ან რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით უფრო აქტიურად თუნდაც საპატრიარქოს ტელევიზია?

_ ერთი გენიალური ქართული ფილმი მახსენდება, “ვერის უბნის მელოდიები”: “ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა, იყოს” _ ასე შეიმიძლია გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე და, ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს. ეკლესიას აქვს დიდი ძალა, მხედველობაში მაქვს ანათემა. მაინტერესებს, ეკლესია ამას რატომ არ იყენებს? იქნებ დასვას ვინმემ ეს შეკითხვა. გადასცენ ანათემას ის ადამიანები, რომლებიც დაუფარავად ებრძვიან ეკლესიას.

_ და, თქვენი აზრით, რატომ არ მიმართავენ ამ გზას, როცა, ფაქტობრივად, 24- საათიან რეჟიმში ებრძვისლიბერალურიპროპაგანდა როგორც საპატრიარქოს, ისე სამღვდელოებას?

_ მეც ზუსტად ეს შეკითხვა მიჩნდება _ რატომ არიან ასე უმოქმედოდ? იქნებ თქვენ დაუსვათ ეს შეკითხვა მათ, ვისაც ეხება. გული მწყდება და მრცხვენია იმის გამო, რომ დღეს ღმერთზე მეტად “რუსთავი-2”-ის ეშინია საპატრიარქოს. სხვა რა გითხრათ. ამაზე დიდი სირცხვილი არ ვიცი. ისეთი ამაზრზენი მდგომარეობა, როგორიც დღეს საქართველოშია, წარმოუდგენელია. როდესაც ხელისუფლება ასე დაუფარავად ებრძვის ეკლესიას და სულიერებას, რატომაა საპატრიარქო ჩუმად, ჩემთვის გაუგებარია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here