Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სამღვდელოება, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, მამათმავლობის ზეიმს არ ჩავატარებინებთ!

მამა გიორგი (რაზმაძე): სამღვდელოება, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, მამათმავლობის ზეიმს არ ჩავატარებინებთ!

მამა გიორგი (რაზმაძე)

ლგბტ ორგანიზაციათბილისი პრაიდისმიერ 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში დაძაბულობა მატულობს. უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა ლიბერალური ჯგუფი, რომელთა სამიზნეშიც, ერთი მხრივ, ეკლესია, ხოლო, მეორე მხრივ, კონსერვატიული საზოგადოებაა (მოსახლეობის უმრავლესობა), მამათმავლების აღლუმს დემონსტრაციულად აანონსებს. მეტიც, ეს აგრესიული ჯგუფები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აღლუმს, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრინციპულად ჩაატარებენ. აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ წელს პრაიდს საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩების, დიპლომატიური სამსახურებისა და ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლებას აიძულებს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს და ნებისმიერ ფასად უზრუნველყოს უმცირესობისგამოხატვის თავისუფლება”…

18 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ლგბტ პირებს უსაფრთხოების გარანტია მისცა და დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას მედიასთან განაცხადა, რომ პოლიცია 5 ივლისს კანონის შესაბამისად იმოქმედებს. შს მინისტრის მოადგილე ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც აღლუმის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა, იმავე დღეს აღნიშნულ თემას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეეხო, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არ შეიძლება, რამე წინააღმდეგობა ხელს უშლიდეს ქვეყანაში “გამოხატვის თავისუფლებას”.

რა ძალებს სურთ საქართველოში გეიაღლუმის ჩატარება და რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ ღონისძიებას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმისთვის ლიბერალებს გრანდიოზული სამზადისი აქვთ. განცხადება განცხადებაზე ვრცელდება, რომ მარში აუცილებლად ჩატარდება. როგორც ჩანს, ძალების უპრეცენდენტო მობილიზაციაა, მათ შორის საერთაშორისოუფლებადამცველიორგანიზაციებისაცრა მიზანს ემსახურება ეს პროცესი და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ არ დაუშვას მამათმავლობის პროპაგანდა ქვეყანაში?

_ უწინარესად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სულთმოფენობა მივულოცო სრულიად საქართველოს. გვფარავდეს ღმერთი! რაც შეეხება შეკითხვას, ცხადია, გასაკვირი არ არის, რომ დაძაბულობა მატულობს და გახშირდა პროვოკაციული განცხადებები, რომ პრაიდი პრინციპულად უნდა ჩატარდეს, რომ, რაც უნდა მოხდეს, მაინც გაივლიან რუსთაველზე და ა.შ. მაგრამ მე, როგორც სასულიერო პირმა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: ისინი ვერანაირ მარშს ვერ ჩაატარებენ, იმიტომ, რომ მადლობა ღმერთს, საქართველო და ქართველი ხალხი, მიუხედავად ყველაფრისა, არ არის ლიბერალურ სიბინძურეში ღრმად ჩაძირული.

მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელიც ერთ-ერთი აქტიური დამცველია ამ ლგბტ პროპაგანდის და აღლუმის ჩატარების იდეის: მე კარგად მახსოვს, როგორ მოაწერა 15-მა პარტიამ თქვენი თანდასწრებით ხელი იმ .. მემორანდუმს, რომელიც ერთგვარი წინასამზადისი იყო 5 ივლისისთვის. ამით, ფაქტობრივად, მოხდა პოლიტიკური სპექტრის სრული ლუსტრაცია. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის, რასაც 5 ივლისს აპირებენ თქვენ მიერ მხარდაჭერილი ლგბტები, არ მიგვიყვანს ძალიან დიდ საზოგადოებრივ აფეთქებამდე?! ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ამას არ მოჰყვება მძიმე შედეგები, რომელთა მსგავსიც ამ ამორალური მოძრაობების შედეგად არა ერთი და ორი მომხდარა მსოფლიოში სხვათა შორის, მკითხველს მინდა, გავახსენო ერთი ფაქტი: 1969 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთ გეიბარში დაიწყო არეულობა, რომელიც პოლიციის მიერ ამ გარყვნილების ბუდეში განხორციელებულ რეიდს მოჰყვა და შემდეგ ეს პროცესი ფართომასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდა. ეს არეულობა ისტორიაში სტოუნვოლის ბუნტის სახელითაა ცნობილი და, ოფიციალური მონაცემებით, მას 12 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუ არ ვცდები. ვეკითხები ქალბატონ დეგნანს: თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს აგრესიული ლგბტ ლიბერალები, რომლებიც ყველაფერზე არიან უკვე წამსვლელები, მათ შორის ღია პროვოკაციებზეც მიდიან საპატრიარქოს წინააღმდეგ, პროვოცირებას არ გაუკეთებენ უმართავ პროცესებს და უბედურებას არ დაატრიალებენ?

_ არსებობს ამის საფრთხე? “უმცირესობისმხარდამჭერი ჯგუფები წერენ სოციალურ ქსელებში, რომ წელს მოხდება გარდატეხა, რომ წელში გადატყდებიანმოძალადეებიდა ..

_ ეს არის ზუსტად ის პროვოკაციული რიტორიკა, რომელიც ხალხის გაღიზიანებაზეა გათვლილი, ამიტომ მივმართავ ამერიკის ელჩს, რომ ნუ უჭერს მხარს ამ აგრესიულ ჯგუფებს, თორემ ისინი განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან და მაშინ მიდიან ღია პროვოკაციებზე, როცა გარე ძალებისგან გრძნობენ მხარდაჭერას… იმაზე მეტი პროვოკაცია რა გინდა, როცა ერთი თვით ადრე დემონსტრაციულად გვიცხადებენ, რომ, გინდათ თუ არა, შუაგულ რუსთაველზე გეიაღლუმს ჩაგიტარებთო. ვერ ჩაატარებთ გეიაღლომს. იმდენი ხალხი გამოვა და იმხელა პროტესტი იქნება, ვერ წარმოიდგენთ! მერე ნახონ დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება აქვე მინდა, მოკლედ ვთქვა ხელისუფლების პოზიციაზეც. რამდენიმე კვირის წინათ, როცა 15-მა ლიბერალურმა პარტიამ ხელი მოაწერა ლგბტ მემორანდუმს და ამით, ფაქტობრივად, მამათმავლობის პროპაგანდას დოკუმენტურად შეუერთდა, “ქართულმა ოცნებამ” თავი შეიკავა ხელმოწერისგან. ამით არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. მერე დეპუტატებმა გააკეთეს ორაზროვანი განცხადებები, რომ რაღაცას ეთანხმებიან, რაღაცას _ არა, თუმცა შეფასებები მკაფიო არ ყოფილა. მე, როგორც სასულიერო პირი, მათ ვეტყვი, რომ დუმილი და პოზიციის უქონლობა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას მათ ვერ აარიდებს, ვერ გამოვლენ ამ მიდგომით წლიდან მშრალი. ვერ გამოვლენ, იმიტომ რომ სიჩუმე, ასეთ დროს იმ გარყვნილებისა და უზნეობის მხარდაჭერაა. ნათქვამია, დუმილით გაიცემა ღმერთი. არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას პოზიცია არ ჰქონდეს იმაზე, რაზეც ხალხის რეაქცია უმწვავესია.

_ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ასეთი განწყობაა _ ბოლოს და ბოლოს, გაიარონ ამ უმცირესობებმა რუსთაველზე, ვის რას დაგვაკლებენო. ., ზოგი ამ ყველაფერში პრინციპულ მნიშვნელობას ვერ ხედავს. მოდი, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოების ამ ნაწილს, რატომ არის საქართველოში გეიაღლუმის არდაშვება პრინციპულად მნიშვნელოვანი.

_ ჯერ ერთი, ვისთვისაც ეს ასახსნელია, მისთვის რამის ახსნას აზრი არ აქვს; და მეორე _ რუსთაველზე გეიაღლუმის ჩატარებით რამე კი არ მთავრდება, იწყება. ეს პროცესია, რომელიც გაცილებით შორსმიმავალი გეგმაა, ვიდრე ერთ კონკრეტულ დღეს რუსთაველზე რამდენიმე ჰომოსექსუალის ხტუნაობა. ღატომ? იმიტომ, რომ დღეს თუ ისინი აღლუმს ჩაატარებენ და შექმნიან პრეცენდენტს, რომწელში გადატეხეს ბნელი საზოგადოება”, როგორც თვითონ აცხადებენ, ხვალ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას დააკანონებენ, ზეგ ოჯახებისთვის წართმეულ ბავშვებს გააშვილებენ მათზე, მასზეგ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მოგვევლინებიან ქალად გადაცმული ავადმყოფი კაცები და პირიქით ბოლოს რას მივიღებთ, იცით? იმას, რამაც დასავლეთ ევროპაში, უკვე დიდი ხანია, სრული მარაზმის სახე მიიღო. ლგბტ დიქტატურა დაამუნჯებს ადამიანებს. და დღეს თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რა გავაკეთოთ, რომ გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდეს, ხვალ ვიფიქრებთ, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები, როგორ დავიცვათ ოჯახი, ვაითუ ლომჯარიას სოცმუშაკებს რამე არ მოეწონოთ და ბავშვი წაგვართვან. აი, ეს ვისაც რეალური არ ჰგონია, გაიხსენოს, სად ვიყავით 10-15 წლის წინათ. 15 წლის წინათ ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე, რომ საქართველოში მამათმავლების აღლუმის ჩატარებას მოინდომებდნენ. დღეს ეს რეალობაა. ასეთივე რეალობა იქნება ხვალზეგ კაცზე დაქორწინებული კაცი, ქალზე _ ქალი და კიდევ ბევრი რამ. ამიტომაა აუცილებელი, რომ გამოვიდეთ და არ დავუშვათ ეს აღლუმი, არ დავუშვათ გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდა, რომელიც, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ფიზიკური განადგურების საფრთხეა, ამ ყველაფრის მიღმა არსებული მავნე, ამორალური და ადამიანის სრულად მადეგრადირებელი იდეოლოგიის შინაარსიდან გამომდინარე…

_ დასასრულ, ძალოვან უწყებებზეც შეგეკითხებით: რამდენიმე დღის წინათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას უფლებაა და პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. რას უპასუხებთ მას და მთლიანად ხელისუფლებას, რომელიც ასევე კანონსა და კანონის უზენაესობაზე აპელირებს ამ თემაზე საუბრისას?

_ კანონს ადამიანები წერენ, ამიტომ ის არ არის რაღაც აქსიომა, რომელსაც, დაუშვებელია, არ ეთანხმებოდე. ისეთი კანონი, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ერის ეთნო-კულტურულ, ზნეობრივ თავისებურებებს, არ შეიძლება განვიხილოთ სამართლებრივ ჭრილში. კონკრეტულ განცხადებას რაც შეეხება, მინისტრის მოადგილეს ვეტყვი, რომ მართლა კანონის დაცვა თუ უნდა, ხალხის ინტერესები დაიცვას და არა გარედან მართული მარგინალური უმცირესობის. ნუ დაავიწყდება, რომ ისიც ამ საზოგადოების წევრია და, რაც ჩვენთვისაა საფრთხე, მისთვისაცაა. აქვე მინდა, სამართალდამცველებსაც მივმართო: თქვენი ვალდებულება ის კი არ არის, მამათმავლობის პროპაგანდა დაიცვათ, თქვენი ვალდებულებაა, საზოგადოების ინტერესები, წესრიგი დაიცვათ. რანაირად წარმოგიდგენიათ წესრიგი, თუ შუაგულ რუსთაველზე, დღისითმზისით ავადმყოფობის პროპაგანდა გაიმართება და თქვენს შვილებს ეტყვიან, რომ მამათმავლობა ნორმაა. რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს ფეხზე, რომ ეს არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ამას დიდი და პატარა წინ უნდა აღუდგეს! სამღვდელოება ისე ვართ, გამორიცხულია, არ დავუშვებთ, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, მამათმავლობის ზეიმს არ ჩავატარებინებთ! ბოლოს მინდა, რესპუბლიკურ პარტიაზეც ვთქვა, რომელმაც სიამაყით მოაწერა ხელი ლგბტ მემორანდუმს, აქამდე ძმები ბერძენიშვილები დები მეგონა და თურმე ესენი ცოლ-ქმარი ყოფილან. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ასეთ პარტიებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, არასოდეს ჰქონიათ და არც არასდროს ექნებათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ღმერთმა დასწყევლოს გარეწარი ხურუშიანები ფეხზე დავდგეთ ერი და ბერი რათა ვერ გაიარონ რუსთაველზე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here