Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი წავიდა, მაგრამ მოვიდა ძალა, რომელიც სხვა...

მამა გიორგი (რაზმაძე): სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი წავიდა, მაგრამ მოვიდა ძალა, რომელიც სხვა მეთოდებით, უფრო შეფარულად და მუხანათურად ახორციელებს იმავე გეგმას

მამა გიორგი რაზმაძე

რამდენიმე დღის წინათ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ საქველმოქმედო სასტუმროსნოსგახსნაზე გაკეთებულ განცხადებას, რომსაქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა”, “არასამთავრობო ორგანიზაციებისმხრიდან ვაივიში მოჰყვა.

გნიასი, რომელიც ნეოლიბერალურმა ძალებმა ატეხეს, დღემდე არ ცხრება და, როგორც ჩანს, არც ჩაცხრება, სანამ ივანიშვილის პოლიტიკური ნაშიერი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე; იქამდე კი ახალახალ გრანტებზე ნერწყვმომდგარიმესამე სექტორიპატაკს პატაკზე გზავნის ქართულ დემოკრატიაზე გულდათუთქულ დასავლეთში. თურმექოცებისხელისუფლება რელიგიურ დოგმებს ისე ერთგულებს, რომ ქვეყანაში თეოკრატიის გარდაუვალისაფრთხეარსებობს, თურმე კვირიკაშილს სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, ჭირივით სძულს და ღამე არ სძინავს იმაზე ფიქრით, როგორ აქციოს საქართველო მართლმადიდებლური დიქტატის სახელმწიფოდრას ნიშნავდა პრემიერის განცხადება სეკულარიზმზე, რა მიზანს ისახავდა იგი და რატომ აშფოთებთ ეს ყველაფერიარასამთავრობო ორგანიზაციებს”, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, სასტუმროსნოსგახსნაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სეკულარიზმი, კლასიკური გაგებით, უადგილოა. თქვენ, როგორც სასულიერო პირმა, როგორ გაიგეთ ეს განცხადება? და კიდევ _ მორწმუნე ხელისუფლება გვყავს?

_ პრემიერის განცხადება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ის ჩვეულებრივი პოლიტიკური შემსრულებელია და, რასაც დასავლეთი უკვეთავს, იმ ნოტებზე მღერის. ცოტა შორიდან შევხედოთ მოვლენებს _ რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს დღევანდელ მსოფლიოში. დღეს ჩვენ ვუყურებთ საერთაშორისო პოლიტიკურ მასკარადს, რომლის მიღმაც დგას ორი დიდი კლანი _ როტშილდებისა და როკფელერების. სწორედ ამ თამაშის ერთი ნაწილია ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ვითომ ტრადიციული ფასეულობების დამცველია და თავგანწირვით იბრძვის ამ ფასეულობების დასაცავად. აი, ზუსტად ამიტომ ილაპარაკა პრემიერმა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სეკულარიზმის უადგილობაზე საქართველოში. ეს არის მასკარადი და პენსმა, ალბათ, პატარა ბავშვივით დამოძღვრა არა მხოლოდ კვირიკაშვილი, არამედ სრულიად პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ანუ რეალურად არაფერი შეცვლილა, ადრე საქართველოს მართავდნენ გლობალური ძალების ერთი კლანის მიერ ხელდასხმული პოლიტიკური მარიონეტები, ახლა ამ მარიონეტებს მეორე კლანი მბრძანებლობს. ეს არის რეალობა, სხვა დანარჩენს _ პრემიერმა რა განაცხადა, ეკლესიასა და მართლმადიდებლობაზე კარგი თქვა თუ ცუდი _ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, იგივე ძალა დარჩება, რეალური ცვლილებები აქ არ მოხდება, იმიტომ, რომ ცვლილება არ მომხდარა იქ, საიდანაც ესენი იმართებიან.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მორწმუნე ხელისუფლება გვყავს, ამაზე პასუხს ყველაზე უკეთ მათი საქმიანობა სცემს. როგორ შეიძლება, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყოს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც მიიღო ანტიდისკრიმიონაციული კანონი, ეწევა სოდომიის პროპაგანდას და საზოგადოებას არწმუნებს, რომ ეს ნორმალურია?! როგორ შეიძლება მორწმუნე იყოს ადამიანი, რომელმაც დააკანონა მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის და საუკეთესო სასოფლოსამეურნეო მიწა არაბებსა და თურქებს მიჰყიდა სიმბოლურ ფასად?! როგორ შეიძლება, მორწმუნე მართლმადიდებელი იყოს კაცი, რომელსაც ერთი სული აქვს, რაც შეიძლება სწრაფად დააკანონოს გარყვნილება, იქნება ეს მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება და ქალის ქალზე თუ სხვა მსგავსი უმსგავსობა, რომელიც დასავლეთში, დიდი ხანია, ნორმადაა აღიარებული?! ესენი არიან კომედიანტები, რომლებსაც არც ღმერთი სწამთ და არც არაფერი ამ ქვეყანაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ღრმად მორწმუნე ადამიანის იმიჯს იქმნიან და ხან პატრიარქის გვერდით დგანან სააღდგომო ლოცვაზე, ხან კიდევ კათოლიკებს ულოცავენ რაღაც დღესასწაულებს

_ ამბობთ, რომ კვირიკაშვილის განცხადება სეკულარიზმის უადგილობაზე პოლიტიკური თამაშია?

_ რა თქმა უნდა. და ასეთი თამაში მიდის გლობალური მასშტაბით. ასე რომ, ამან არ უნდა დაგვაბნიოს. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, როგორც ძველად იყო. ისტორიულად, როცა შიიტები და სუნიტები ხოცავდნენ ერთმანეთს, საქართველო ამოისუნთქავდა ხოლმე. დაახლოებით ასეთი პერიოდი გვაქვს დღეს _ სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი წავიდა, მაგრამ მოვიდა ძალა, რომელიც სხვა მეთოდებით, უფრო შეფარულად და მუხანათურად ახორციელებს იმავე გეგმას. სამწუხაროდ, ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ თამაშის მონაწილენი ვართ

_ მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს, თუ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაში და რეალურად ამას შესაბამისი ქმედებები არ მოყვება, რა აშფოთებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს? სად და რაში ხედავენ ისინი თეოკრატიის საფრთხეს?

_ ცხადია, მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება, რომელიც დაკომპლექტებულია ცისფერი კომისრების მიერ გადამზადებული ყოფილი არასამთავრობოელი გრანტიჭამიებით, არანაირ თეოკრატიას ქვეყანაში არ დაუშვებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხმაურს ტეხენ. რისთვის? _ იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნან საფრთხის ილუზია. არადა, არანაირი შესაძლებლობა, არანაირი ალბათობა ამ ხელისუფლების პირობებში, რომ რელიგია, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობა, არსებითად რამის განმსაზღვრელი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ არსებობს. თუმცა, რატომ არის ცუდი და მიუღებელი, თუ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა და პოლიტიკის პრინციპები მართლმადიდებლური მოძღვრების მორალს დაეფუძნება, გაუგებარია?! კიდევ ვიმეორებ: საქართველოში მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო ერისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთავარი მორალური საყრდენი, მაგრამ არასდროს არავის არ სტკენია ამის გამო თავი. ამათ რატომ აიტკივეს თავი, გასაგებია _ იმიტომ, რომ უღმერთო და უსამშობლო ცისფერი კომისრები კვებავენ თავიანთი მყრალი რძით.

_ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა ახსენეთ და რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ კუმისში 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს არაბებს. დაუზუსტებელი ცნობით, საუბარია დაახლოებით 80 ოჯახის ჩამოსახლებაზე. თქვენი აზრით, არსებობს გამოსავალი, რომ ეს პროცესი შეწყდეს? იყო საპროტესტო გამოსვლები, აქციებიც და ხელმოწერების შეგროვებაც, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

_ მეც ვსვამ შეკითხვას: როგორ შეიძლება მორწმუნე მართლმადიდებელი ქართველი თავისი ქვეყნის მიწას არაბებზე ყიდდეს?! ჩვენი წინაპრები, ალბათ, საფლავებში ტრიალებენ. ამაზრზენია ეს ყველაფერი და ამის გამო მათ, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვებათ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვკითხავ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს: ქრისტიანულ მორალში თუ ჯდება სექსუალური აღზრდის გაკვეთილები, სექტემბრიდან რომ შეგაქვთ სკოლებში?! როგორ შეიძლება, ასეთი ხალხი სარწმუნოებაზე ლაპარაკობდეს?! ამათ ყელში ეჩხირებათ ღვთის სახელი; ეკლესია, სამღვდელოება ეჯავრებათ, რადგან სწორედ ეკლესია ამხელს და აშიშვლებს მათ შავ-ბნელ საქმეებს. ამიტომაა, რომ ყველა მხრიდან უტევენ მართლმადიდებლობას _ აგინებენ, ლანძღავენ, ჩირქს სცხებენ, პარალელურად ზოგიერთი ვითომ იცავს მას და სეკულარიზმს უადგილოდ მიიჩნევს; მერე მისივე სულიერი დები და ძმები, თანამოაზრეები შეშფოთდებიან, _ ეს რა თქვაო.

_ არც ისე დიდი ხნის წინათ ბევრს სჯეროდა საქართველოში, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ნეოლიბერალური ტერორის ბორკილებს ახსნიდა ჩვენს ქვეყანას.

_ ყოველთვის, როცა ჩვენი ხელმძღვანელობა პოლიტიკურ ხსნასა და გამოსავალს გარეთ ეძებდა, ეს იყო ნიშანი, რომ სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი და დაცემული, როგორიც დღესაა, თუმცა ხელისუფლება ამას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, ყოველ შემთხვევაში არაფერი ეტყობა. აი ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ და ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენი ბედი, აქ კი არა, ამერიკის რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულების ბნელ ტალანებში წყდება. ასე იყო ისტორიულად და დღესაც იგივე ხდება. ძლიერი, ფეხზე მდგარი საქართველო არასოდეს, არავის აძლევდა ხელს…

_ რამ შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან?

_ სიმართლე გითხრათ, მომავალს ვერ ვხედავ. ერთადერთი ის ვიცი, რომ, თუ ღმერთი შეგვეწევა და გვიშველის, გადავრჩებით. სხვა გამოსავალი ვერ წარმომიდგენია, ვინაიდან ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც გაშმაგებით იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში დაჯდეს და ჭამოს რაც შეიძლება მეტი. საქართველო მათ არ აინტერესებთ და “ქართული ოცნება” არის ამის ნათელი მაგალითი. დღევანდელ ხელისუფლებაში არის უამრავი ადამიანი, საკრებულოებში, პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტში თუ სხვაგან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში გააფთრებით ებრძოდნენ რეჟიმს. მოვიდნენ სათავეში და საერთოდ არ ჩანან. რატომ? ყველა პრობლემა მოგვარდა, ყველაფერი რიგზეა და იმიტომ? ცხადია, არა. მათ მიიღეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ. ანუ, ახლა თვითონ ჭამენ იმ ლუკმას, რომელიც წინამორბედს წაართვეს და კმაყოფილი არიან… აი, სანამ ასეთი ადამიანები მართავენ სახელმწიფოს და სხვები კიდევ რიგში დგანან, გამოსავალის ძიებაზე საუბარი ზედმეტია. ასეთი ხალხი ქვეყანას ართმევს ყველანაირ შანსს, რომ გაძლიერდეს და თვითონ იყოს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, რომ მუდმივად უცხო ძალაზე არ იყოს მიბმული, როგორც კოლონია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ღმერთმა გააძლიეროს მამა გიორგი. ჭეშმარიტების მქადაგებელია მუდამ.

  2. Da mere ratom ar ewibaagmdegebit sapatriarqo.xom icit rom xalxi gamogyvevat.nshvidobisken mouwodebt da gaivso motminebis fiala.am mshvidoba mshvidobashi gagvyides mtavrobebma.amoiget zmxna rom gadayevit am cianids da shorena tetrashvils

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here