Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): რასაც ახლა ვხედავთ _ მივარდნებსა და პროვოკაციებს ეპარქიებში, ლიბერალური...

მამა გიორგი (რაზმაძე): რასაც ახლა ვხედავთ _ მივარდნებსა და პროვოკაციებს ეპარქიებში, ლიბერალური იდეოლოგიის სიკვდილისწინა პერიოდის ისტერიკაა

“ბართლომე ძალიან ცდება, როცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს. რომელ ავტოკეფალიაზეა საუბარი, რჯულის კანონში ჩაიხედონ ლიბერალებმა”

337
მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ერთერთ ლიბერალურმედიასაშუალებასთანინტერვიუში უკრაინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორი წლის წინათ უკრაინის ეკლესიისთვის თვითნებურად მინიჭებული ავტოკეფალიის სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ აღიარებას რუსეთის საპატრიარქო ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, მოსკოვს არ შეუძლია, ამ პროცესში ჩაერიოს და ვინმეს რამე აიძულოს, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთისა და ცხინვალის გაყვანის საფრთხე არ არსებობს. კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეფასებით, რუსეთის საპატრიარქოს, დიდი ხანია, სჭირსდაავადება მესამე რომისა”, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას სურს, გაფართოვდეს და წინამძღოლობდეს მართლმადიდებელ სამყაროს: “კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ რუსეთის ეკლესია არაერთხელ შეეცადა, ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისთვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ როგორც ხედავთ, აგერ უკვე 600 წლის განმავლობაში ვერ აისრულა და ვერც აისრულებს…”

შეგახსენებთ, რომ ბართლომემ რუსეთის დედაეკლესიის შემადგენლობაში არსებული უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა 2018 წლის 15 დეკემბერს კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოაცხადა, რაც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევაა. იმავე დღეს წინამძღოლად აირჩიეს მიტროპოლიტი ეპიფანე. მოგვიანებით გადაწყვეტილებას, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რამდენიმე ადგილობრივმა ეკლესიამ დაუჭირა მხარი (საბერძნეთის, კვიპროსის და ა.შ.), მაგრამ საქართველოს საპატრიარქომ, მიუხედავად არაერთი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლისა სხვადასხვა ძალების მხრიდან, ამ უკანონო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

გრძელდება თუ არა დღესაც წნეხი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ვის და რა მიზნით შეიძლება სურდეს ქვეყნის ჩათრევა, ერთი მხრივ, რუსეთუკრაინის, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთისა და ლიბერალური დასავლეთის იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, მსოფლიო პატრიარქმა ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქოს არ შეუძლია, ვინმეს ავტოკეფალია მიანიჭოს, რადგან ეს მხოლოდ მსოფლიო პატრიარქის ექსკლუზიური უფლებაა. მან დასძინა, რომ, თუ ჩვენი ეკლესია აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გაყვანის საფუძველი არ არსებობს. რას ფიქრობთ ამ შეფასებაზე?

_ დავიწყოთ იმით, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ ეკლესიის შიგნით ვითომ არსებულ პრობლემებზე, დაპირისპირებაზე და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ ამ თითიდან გამოწოვილ თემებზე, ეს ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ. ეს არის ხალხი, რომელიც იძინებს და იღვიძებს იმაზე ფიქრით, ოღონდაც რომელიმე სასულიერო პირს რამე შეეშალოს, რომ მაშინვე ხმაური და წივილ-კივილი ატეხოს. სხვათა შორის, ადრე ჩასაფრებულები იყვნენ, არაფერი გამორჩენოდათ და ელოდებოდნენ შესაძლებლობას, ეკლესიისთვის ჩირქის მოსაცხები რამე აბსურდი შეეთხზათ. ახლა სხვანაირადაა _ კი არ ელოდებიან, რა მოხდება, მიდიან, უვარდებიან ეპარქიებს, ძალადობენ ტაძრებში და სრულიად არაფრისგან ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას, რათა მერე სამღვდელოების მადისკრედიტებელი კამპანია აწარმოონ. ეს ამ დღის წესრიგის შემადგენელჩვეულებრივნაწილად იქცა რაც შეეხება კონკრეტულად მსოფლიო პატრიარქთან ინტერვიუს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეჭვი მეპარება, გიორგი თარგამაძეს, რომელსაც ხელი დაადეს და დაუმტკიცეს კოდუებთან კავშირი სააკაშვილის პერიოდში, ან უკრაინის ეკლესიის ბედი ადარდებდეს, ან საქართველოსი. კაცმა ჯერ ასლან აბაშიძეს უღალატა, მერე _ ბადრი პატარკაციშვილს და სააკაშვილის ჯიბის ოპოზიციად იქცა; ვინმეს სჯერა, რომ მას ქვეყნის სასიკეთო რამ ამოძრავებს?!

_ უშუალოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციაზე რას იტყვით?

_ არ მინდა, ვინმეს შევეხო, მაგრამ, თუ არ ვცდები, კონსტანტინოპოლის პატრიარქს კათოლიკური სასწავლებელი აქვს დამთავრებული… ვფიქრობ, ბართლომე ძალიან ცდება, როცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს. რომელ ავტოკეფალიაზეა საუბარი, რჯულის კანონში ჩაიხედონ ლიბერალებმა… ამ საკითხზე აბსოლუტურად სწორი პოზიცია უკავია უწმინდესს, როცა არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ჩვენ ვერ ვიქნებით მხარე ამ უმწვავეს, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ იდეოლოგიური და პოლიტიკური შინაარსის დაპირისპირებაში… აი, ეს არის რეალობა, თორემ სინამდვილეში არც მსოფლიო პატრიარქის პრეროგატივაა აფხაზეთის ან სამაჩაბლოს აღიარებაარაღიარება, არც რუსეთის და არც სხვა ვინმესი. ეს რეგიონები საქართველოსია და ყოველთვის იქნება საქართველოს ეკლესიის შემადგენელი.

_ იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის ავტოკეფალია საქართველომაც უნდა აღიაროს, ხშირადარგუმენტადმოჰყავს ის, რომ ზოგმა ადგილობრივმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. მაგალითად, საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესიებმა

_ ყველა ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და ეს მათი საქმეა. ისე, ცნობისთვის: ათონის მთის იმ მონასტრებმა, რომლებმაც დროზე მიიწვიეს მწვალებელი უკრაინელი “სასულიერო პირები” წირვის ჩასატარებლად, ყველამ დაწვა ოდიკი, ყველამ გამოთქვა სინანული, მათ შორის ვატოპედის, ქსენოფონტეს, სტავრონიკიდის მონასტრებმა და ა.შ.

_ კი მაგრამ, თავის დროზე რატომ მიიწვიეს?

_ არ ვიცი, ალბათ, ადამიანური მომენტია, ალბათ, შიშის გამო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ როდესაც ვკითხეთ, რატომ მიიღეს უკრაინელები, გვიპასუხეს, მონასტრის სიმშვიდეს გავუფრთხილდითო. რაც შეეხება საქართველოს და იმ პირდაპირ თუ ირიბ წნეხს ჩვენზე, რომელიც უკრაინის ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის აღიარებას უკავშირდება, ის ხალხი, რომელიც მუდმივად სპეკულირებს ამ თემებით, სინამდვილეში უკრაინის ან საქართველოს კეთილდღეობაზე კი არ ფიქრობს, რეალურად მათი მიზანია საქართველოს ჩათრევა ლიბერალურ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, რომლის ერთერთი ასპექტი არის ეკლესია და სარწმუნოება. აი, ეს არის ძირითადი ქვეტექსტი ამ ყველაფრის, თორემ ისინი ეკლესიის მტრები რომ არიან, ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს! ისე, ბოლო პერიოდში ლიბერალურ პროპაგანდას თემა აღარ დარჩა, აბსურდში არიან გადასული. როცა ვიღაც იტყვის, რომ ახალ პარტიას ქმნის, თურმე პუტინის აგენტია; ვიღაც ანტილიბერალურ აქციას ჩაატარებს, თურმე “კრემლიდან ფინანსდება…” ის კი არა, ლამის ხინკლისა და მწვადის სიყვარულიც რუსეთუმეობად გამოაცხადონ. რომ არ შეგეხონ, აუცილებლად უნდა იყო მამათმავლების დამცველი, ბრმა მედასავლეთე ლიბერალი და ვეგანი აი, ეს ხალხი გველაპარაკება დღეს ჩვენ იმაზე, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ეკლესიამ და როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ვითარებაში…

_ ინტერვიუში მსოფლიო პატრიარქმა ისიც აღნიშნა, რომ რომელიმე ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაარმინიჭების საკითხი მხოლოდ მისი ექსკლუზიური უფლებაა.

_ მას ჰგონია, რომ მსოფლიო პატრიარქობა ყველას უფროსობას ნიშნავს. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი დამოკიდებულებაა. კი, მას შეიძლება, მოსახსენებელში პირველად იხსენიებდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, სხვის საეკლესიო იურისდიქციაში ჩარევის უფლებას. ეს ერთი; და მეორე _ კანონიკურად ავტოკეფალია ენიჭება იმ ეკლესიას, რომელშიც მოციქულმა იქადაგაისე, ცნობისთვის, ჩვენი ეკლესია ისტორიულად კონსტანტინოპოლზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ ანტიოქიის საპატრიარქოზე. გაიხსენეთ ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, რომელსაც, მოგეხსენებათ, კბილები ჩაუმტვრია პატრიარქმა მიქაელმა და ეს კბილები მან ანტიოქიის პატრიარქს გაუგზავნა; ნიშნად იმისა, რომ უსამართლოდ ეურჩებოდა მიქაელი. შვილობილობა ჩვენ ანტიოქიის საპატრიაქოსი უფრო გვმართებს, ვიდრე კონსტანტინოპოლის; ასე რომ, ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ…

_ ბოლო პერიოდში გახშირდა პროვოკაციები სხვადასხვა ეპარქიაში, გახშირდა თავდასხმები, მათ შორის ფიზიკურიც, მაღალ იერარქებზერით არის ეს გამოწვეული, რატომ გააქტიურდნენ ახლა ასე განსაკუთრებით ეს ძალები საპატრიარქოსა და კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ?

_ ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. მიუხედავად უზარმაზარი დაფინანსებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისა, რომელსაც ისინი დასავლეთიდან იღებენ, ეს ძალები დავალებას ვერ ასრულებენ. უშედეგოა მათი მცდელობები. აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ აბსურდში არიან გადასული და ის, რასაც ახლა ვხედავთ _ მივარდნებსა და პროვოკაციებს ეპარქიებში, არის ჩვეულებრივი ლიბერალური იდეოლოგიის სიკვდილისწინა პერიოდის ისტერიკა. რაც შეეხება იმ ე.წ. ღვთისმეტყველებს, მათ შორის ყოფილ დეკანოზ კობახიძეს, რომელიც გამოჰყავთ და ათას სისულელეს ალაპარაკებენ, ეკლესიამ იცის მხოლოდ სამი ღვთისმეტყველი: იოანე, სიმონი და გრიგოლი. ისინი არანაირი თეოლოგები არ არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი 30 ვერცხლად გაყიდული იუდები, რომლებიც ფულს იღებენ ეკლესიის მტრობაში. სხვათა შორის, თავის დროზე სასულიერო სემინარიაშიც იყვნენ სტუდენტები, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებოდნენ: ჩვენ რომ მოვალთ ეკლესიაში, თქვენ, იმედია, ციხეში იქნებითო. დღეს მათი ნაწილი სასულიერო პირია. მათ შორის იყო ნიკოლოზ ინასარიძე, რომელიც მერე უგულავამ დანიშნა თავის მრჩევლად, მერი როცა იყო, და 6000 ლარს უხდიდა საქართველოს ბიუჯეტიდან. ისე, ვინც არ იცის, ის იყო პირველი ცრუ მღვდელმონაზონი, რომელიც, სანამ ბართლომე ავტოკეფალიას მიანიჭებდა უკრაინას, მანამდე გაჰკიოდა ამ თემაზე. მახსოვს, პირადად მამუკა ახვლედიანი აცილებდა ხოლმე მას აეროპორტში, როცა ქვეყნიდან მიემგზავრებოდა… აი, ეს ხალხია დღეს ეკლესიის წინააღმდეგ დარაზმული და გვიკითხავს “მორალს”, თუმცა მათ ერთი რამ ავიწყდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათი ბედისწერაა _ რაც მეტად უპირისპირდებიან, ჭეშმარიტება მით მეტად ძლიერდება, მათ რეალურ ზრახვებს უფრო ეხდება ფარდა, ცხადი ხდება ყველასთვის, რა სურთ და ვის ინტერესებს ემსახურებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here